Sunday, April 13, 2008

ბლოგის ავტორებისგან - 5

13 ნოემბერი 2008

დღეს ერთ-ერთი მკითხველისგან წერილი მივიღეთ, ბლოგის საავტორო რუბრიკაზე გვწერდა. ჩვენც კიდევ ერთხელ გადავხედეთ რუბრიკას და თვალნათლივ დავინახეთ, როგორ შეიცვალა ამ ორ-თვენახევარში ყველაფერი - რადიკალურად.

სამყაროს სახელით ახლა უკვე 40 წლის ანგლო-საქსი აფრო-ამერიკელიც ალაპრაკდა. მისი არჩევის შემდგომმა ეიფორიამ ჩაცხრომა დაიწყო. აჰმადინიჯადმა ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს გულწრფელი და გულის ამაჩუყებელი მილოცვა გაუგზავნა, დანარჩენი ქვეყნებისადმი სამართლიანი, არადისკრიმინაციული მოპყრობა სთხოვა. თურმე უკვე 30 წელია ირანს აშშ-სთვის არაფერი მიულოცია. ბარაკ ჰუსეინ ობამამ ირანელთა მილოცვას არ უპასუხა და, როგორც სადღაც წავიკითხეთ (ბმულს ვეღარ მივაგენით :)), ტერორისტებთან თანამშრომლობის გამოც დაგმო.

ყოველდღიურობა დაბრუნდა. ამერიკულ პრესაში არჩეული პრეზიდენტის პირველი კრიტიკაც გაისმა. აკრიტიკებენ ძირითადად ისინი, ვინც ხმა მისცა. უწუნებენ შესაძლო დანიშვნებს, იმას, რომ თავის გუნდში ცივი ომის მოყვარულ აგრესიულ ქორებს აჩერებს და ა.შ. ამით შეშფოთებულებმა, ჩვენს ერთ მეგობარს ამერიკაში მივწერეთ - რა ხდება, ამ კაცს ასე რატომ შეუტიეთ -თქო. იმან კი აი რა გვიპასუხა: ”აბა ქართველებივით, ”ამ კაცს დააცადეთ”-ს ხომ არ დაიწყებენ. უნდა აკრიტიკონ, აბა რა, დიახაც, წინასწარ და ჯერ არგადადგმული ნაბიჯებისთვის”

ამ პასუხმა ბევრ რამეზე აგვიხილა თვალი. აბსოლუტურად სწორია, როგორც ”ჰარი პოტერში” სხვა გარემოებებთან დაკავშირებით ამბობს ერთი გმირი საზოგადოებას ”Constant vigilant”, მუდმივი სიფხიზლე მართებს.

სწორედ ამიტომ, ჩვენს მკითხველებსაც აქტიურობისკენ მოვუწოდებთ. დატოვეთ თქვენი კომენტარები ბლოგზე, მოგვწერეთ მეილზე, გაგვაკრიტიკეთ და ხანდახან შეგვაქეთ კიდეც (გაგვიხარდება :)), გამოგვიგზავნეთ ბმულები, მოკლედ, ითანამშრომლეთ ჩვენთან. უცხოურ გვერდებზე ისე მრავლადაა კომენტარი, რომ მერე მათზე დაყრდნობით დაიჯესტებს, სტატიებს აქვეყნებენ. ამ მანიპულაციის ჩასატარებლად მხოლოდ ბლოგზე დარეგისტრირება გჭირდებათ - სხვა არაფერი. გამოცდილი მომხმარებლისთვის, ეს პრობლემა არ უნდა იყოს.

მადლობთ ყურადღებისთვის და არ დაგვივიწყოთ, შემოგვიარეთ. საღამოს Stat counter-ში სტუმართა რაოდენობას დავითვლით და თუ აღმოჩნდა, რომ ბევრნი იყავით, მეორე დღეს, საშინელი დაღლილობის მიუხედავად, გაორმაგებული ენერგიით გავაგრძელებთ მუშაობას: ე.ი. ვიღაცას ვჭირდებით!

ბლოგ-ტანდემი

3 comments:

nino said...

ise gaaqtiuret am bolo dros saavtoro teqstebis gamokvekneba, rom male tqveni blogi gazetad gadaiqceva.

ramdenime shecdomaa (koreqtura) bolo saavtoro teqstshi. gaascoret. PLZ

foreign press said...

ironia? ver gaviget.an gazeti ra shuashia...

Tazo Kupreishvili said...

სამწუხაროდ ხალხი სერიოზულ მსჯელობას გაურბის. ბევრი საინტერესო სტატია ქვეყნდება აქ, რომელზეც მსჯელობა შეიძლება. საავტორო სტატიები უფრო ხსირად თუ გამოქვეყნდება, მთლად უკეთესი, ამას რა სჯობს. კარგ საქმეს აკეთებთ და დარწმუნებული ვარ, მალე პოპულარობასაც მოიპოვებთ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ხარისხიან თარგანებს აქვეყნებთ და თემებსაც კარგად არჩევთ.ახლა ეგრე იყოს და მერე გაგაკრიტიკებთ კიდევაც, სულ ქებაც არ შეიძლება(აქ წარმოიდგინეთ სმაილი).

P.S. ია ანთაძემ თსუ–ში, ლექიაზე სტუდენტებთან თქვენს ბლოგს რეკომენდაცია გაუწია და შეაქო კიდეც.