Wednesday, April 9, 2008

აჰმადინიჯადი ობამას ულოცავს

LOGO_TehranTimes

8 ნოემბერი 2008

თეირანი - ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინიჯადმა აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს ბარაკ ობამას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

როგორც IRNA იტყობინება, წერილში, რომელიც ხუთშაბათს გაუგზავნა აჰმადინიჯადი წერს, რომ მთელი მსოფლიო და ამერიკელი ხალხი ვაშინგტონისგან ფუნდამენტურ და გამჭვირვალე ცვლილებებს ელოდება.

”როგორც მოგეხსენებათ, შესაძლებლობები, რომლითაც ყოვლისშემძლე უფალი გვასაჩუქრებს და რომელიც ერის ზეასვლის ან, ღმერთმა ნუ ქნას, მისი დაცემისთვის შეიძლება გამოვიყენოთ, წარმავალია” - ნათქვამია მილოცვაში.

”ვიმედოვნებ, რომ თქვენ ხალხის ინტერესებს ანგარებიანი უმცირესობის დაუსრულებელ მოთხოვნებზე მაღლა დააყენებთ, გამოიყენებთ თქვენთვის ბოძებულ შესაძლებლობას და ადამიანებისადმი მსახურებით დიდ პატივს მოიპოვებთ” - ამბობს აჰმადინიჯადი.

”ამერიკელები ყოველთვის ელიან თავისი ხელისუფლებისგან ენერგიულ მსახურებას... იმ კრიტიკული სიტუაციის გამოსწორებას, რომლის პირისპირაც დღეს ქვეყანა აღმოჩნდა, მისი შეალხული რეპუტაციის აღდგენას, აგრეთვე იმედებისა და სულის აღორძინებას, ადამიანის უფლებების პატივისცემას, ოჯახის ფასეულობათა განმტკიცებას”.

”სხვა ერებიც, ასევე ელიან, რომ ომის, ოკუპაციის, დაშინების, ერების უპატივცემულობისა და დისკრიმინაციის პოლიტიკა სამართლიანობის, ადამიანის უფლებათა პატივისცემის, მეგობრობის, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პოლიტიკით შეიცვლება”.

”სხვა ერებს ასევე სურთ, რომ აშშ-ს ინტერვენცია შეიზღუდოს მათი საზღვრებით, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში. ისინი მოელიან, რომ უსამართლო განწყობები პალესტინელთა, ერაყელთა, ავღანელთა უფლებების აღდგენისადმი გადაისინჯება”.

”ირანის უდიდესი ერი მიესალმება ფუნდამენტურ და სამართლიან ცვლილებებს აშშ-ს პოლიტიკასა და ქმედებებში, განსაკუთრებით რეგიონთან მიმართებაში”.

აჰმადინიჯადმა აგრეთვე იმის იმედი გამოთქვა, რომ ადამიანებს წარმატება, ჯანმრთელობა მიეცემათ და რომ პოლიტიკური ლიდერები არ გაუშვებენ ხელიდან დედამიწაზე სამართლიანობის დამყარებისა და ტირანიის აღმოფხვრის შესაძლებლობას.

ორიგინალი

No comments: