მიშა ძინძიხაშვილი
10 ნოემბერი 2008
თბილისი, საქართველო (AP) - საქართველოს იფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქართულ სოფელში სეპარატისტული პროვინციიდან, სამხრეთ ოსეთიდან დაახლოებით 70 მებრძოლი შევიდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ კვირას სოფელ პერევში, სადაც დაახლოებით 1000 მოსახლეა, შეირაღებულმა მებრძოლებმა დაიწყეს შესვლა. სოფელი სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის დასავლეთითაა განლაგებული.
საქართველოში ევროპის კავშირის მეთვალყურეთა მისია გამოეხმაურა შეშფოთებას არსებული სიტუაციის გამო. მეთვალყურეებს მიაჩნიათ, რომ ეს ნაბიჯი ვითარებას რეგიონში კიდევ უფრო დაძაბავს .
ინტერფაქსის ცნობით, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტმა ლიდერმა, ედუარდ კოკოითიმ განაცხადა, რომ სოფელი ნაწილობრივ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა განლაგებული და ამიტომ შეიარაღებული ძალების შესვლა სავსებით ლეგიტიმური იყო.
უტიაშვილი ამბობს, რომ შეირაღებული ადამიანები მშვიდობიან მოქალაქეებს თავს არ დასხმიან, მაგრამ სოფლის შეშინებულმა მოსახლეობამ გაქცევა არჩია. უტიაშვილმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის კავშირის სამეთვალყურეო მისიასთან ეს შემთხვევა უკვე გააპროტესტა. რუსეთთან აგვისტოს ომის შემდეგ მისია საქართველოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საფრანგეთის შუამავლობით დადებული ხელშეკრულების შესრულების პირობებს აკვირდება.
ევროკავშირის მისიის მეთვალყურეებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების შესვლა სოფელში ”კიდევ ურო გაამწვავებს დაძაბულობას და ზარალს მიაყენებს მშვიდობიან მოსახლეობას”.
საჩივრებმა შეირაღებული პირების შემოსვლის გამო კიდევ ერთხელ დაადასტურა - მიუხედავად იმისა, რომ რუსული შეირაღებული ძალები გავიდნენ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საზღვრებს მიღმა ტერიტორიებიდან, დაძაბულობა რეგიონში ისევ მწვავეა. რუსეთი ამატკიცებს, რომ სამშვიდობო ხელშეკრულებით დათქმული ყველა პირობა შეასრულა, მაგრამ საქართველო კრემლს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს, რადგან რუსული ჯარები არ გავიდნენ ტერიტორიებიდან, რომლებსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა.
უტიაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარებმა საკონტროლო პუნქტებიდან გასვლა დაიწყეს, დაახლოებით 50-მა შეიარღებულმა მეომარმა სამხრეთ ოსეთიდან პერევში შემოსვლა დაიწყო.
მან განაცხადა, რომ 10-მდე რუსი ჯარისკაცი კვირას საღამოს კიდევ რჩებოდა სოფელში, ხოლო ოსი მეომრების რაოდენობა 70-მდე გაიზარდა.
უტიაშვილი უარყოფს კოკოითის განცხადებას იმის თაობაზე, რომ სოფელი ნაწილობრივ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა განლაგებული. ევროკავშირის მისიის მეთვალყურეებიც ამტკიცებენ, რომ პერევი ”მთლიანად სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის დასავლეთით მდებარეობს”.
რუსულ-ქართული ომი 7 აგვისტოს დაიწყო, როდესაც საქართველომ სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღდგენის მიზნით შეტევა დაიწყო. სამხრეთ ოსეთი საქართველოს კონტროლიდან 1990-იან წლებში გამოვიდა. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სწრაფად მოიგერიეს ქართველების შეტევა და ხუთდღიანი ომის დროს ღრმად შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე.
ხანმოკლე ომის შემდეგ რუსეთმა სცნო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა და თითოეულ რეგიონში 3800-იანი სამხედრო კონტინგენტის დატოვა - ეს ბევრად აღემატება ომამდე აქ დისლოცირებული რუსული შენაერთების რაოდენობას.
No comments:
Post a Comment