Saturday, April 12, 2008

ობამასთან დაბუდებული ცივი ომის ძერები

newsLogo_San_Francisco_Chronicle

რობერტ სჩირი
12 ნოემბერი 2008

მაშ ასე, ვლადიმირ პუტინი მართალი იყო: ომი რუსეთთან საქართველომ დაიწყო-პრეზიდენტი ბუში კი კიდევ ერთხელაა მხილებული ტყუილში. როგორც გასულ კვირას New York Times-ი წერდა: ”საქართველოსა და რუსეთს შორის გასული ზაფხულის ომის შესახებ დამოუკიდებელ სამხედრო მეთლაყურეთა ახლად გამომზეურებული ანგარიშები საქართველოს განცხადებებს, რომლის თანახმად ის სეპარატისტებისა და რუსი აგრესორებისგან მხოლოდ თავს იცავდა, ეჭვს ქვეშ აყენებს”.

ბუშის თეთრმა სახლმა იცოდა, მაგრამ ამერიკის საზოგადოებას უმალავდა, რომ აშშ-ს მიერ გაწვრთნილი ქართული ჯარი სამხრეთ ოსეთის დედაქალაქში რუსული შეიარაღებული ძალების შესვლამდე მშვიდობიან მოქალაქეებს ესროდა. ყველაფერი ეს BBC-ის დოკუმენტურ ფილმშიც და სხვა სანდო წყაროებს შორის მზარდ კონსენსუსშიც აისახა.

გასაოცარი არაფერია, თუმცა ერთი რამ უნდა გვახსოვდეს-არსებობენ ისინი, ვისაც ძალიან უნდა ახალი ცივი ომის გაჩაღება და სულ არ ანაღვლებს სიმართლე. პროფესიონალი ძერები ორივე პოლიტიკურ პარტიაში მრავლად არიან, ეს კონფლიქტზე ორივე პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის ინსტიქტურმა რეაქციამაც დაადასტურა-რუსებმა სრულიად არაპროვოცირებული შეტევა განახორციელეს.

სენატორი მაკკეინი, რომლის მთავარი მრჩეველი საგარეო ურთიერთობებში ქართველების ყოფილი ფასიანი ლობისტია, უფრო იყო მოწადინებული რუსეთთან კონფრონტაციაში. სენატორმა ობამამ ოდნავ უფრო უფრო ფრთხლი პოზიცია დაიკავა. თუმცა უკვე 29 ოქტომბრის საინფორმაციო რეკლამაში ობამამ ”რუსეთის აგრესიის ალაგმვის” პირობა დადო, რაც სულაც არ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ბუშის საგარეო პოლიტიკურ კურსს ვცვლით და აგრესიულ ცალმხრივ გადაწყვეტილებებზე უარს ვამბობთ.

ასეთი პოლიტიკა, სულ უფრო გვაშორებს ქვეყანას, რომელთან თანამშრომლობა, ბირთვული შეიარაღების გავრცელების გასაკონტროლებლად, უკიდურესად გვჭირდება. რუსეთი ხომ მსოფლიო ბირთვული არსენალის თითქმის ნახევარს ფლობს და მზადაა ეს მარაგი კიდევ უფრო გაზარდოს. იმის ნაცვლად, რომ ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობისთვის ერთიანი ფრონტით გვემოქმედა, ქართულ სკანადალმდეც, ბუშის ადმინისტრაციამ პუტინთან მიღწეული შეთანხმების საპირისპიროდ, რუსეთის საზღვრებთან სარაკეტო ფარის განთავსება დაიჟინა, თუმცა თავიდან პუტინს ის აღფრთოვანებით შეეგება.

ობამა გვპირდებოდა, რომ მსოფლიოში უფრო მშვიდობიანი გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს, ამისთვის კი რუსეთთან თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შეშფოთებას ის იწვევს, რომ მის მრჩეველთა შორის მრავლადა არიან გამოცდილი ძერები, რომლებიც ცივი ომის ეპოქაში ყოველგვარი საჭიროების გარეშე ძაბავდნენ ურთიერთობას რუსეთთან. მათ შორის ყველაზე საკვანძო ფიგურა ზბიგნევ ბზეჟინსკია, რომელმაც პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის სტატუსში, აშშ-ს ავღანეთში ისლამისტ ფანატიკოსთა მხარდაჭერისკენ უბიძგა.

მაშინდელი ოფიციალური ვერსია ასე ჟღერდა: საბჭოთა კავშირი ავღანეთში თავისი მოკავშირეების, ქაბულის იმდროინდელი მმართველებისა და მოჯაჰედ მეამბოხეებთან დაპირისპირებული ხელისუფლების დასაცავად შეიჭრა. მოგვიანებით, პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა მათ ”თავისუფლებისათვის მებრძოლები” უწოდა. სწორედ ”თავისუფლებისათვის მებრძოლი” ეს ძალა გააერთიანა ჩვენმა CIA-მ ოსამა ბინ ლადენისა და ხალიდ შეიხ მოჰამედის მსგავს ადამიანებთან, რომლებმაც 9 სექტემბრის თავდასხმა მოგვიწყვეს.

მხოლოდ წლების შემდეგ გაირკვა, რომ საბჭოთა კავშირი ავღანეთში აშშ-ს ძერების მიერ დაგეგმილი პროვოკაციის საპასუხოდ შეიჭრა. ამ ძერებს შორის იყო რობერტ გეითსიც, რომელიც კარტერის ადმინისტრაციაში ბზეჟინსკისთვის მუშაობდა და რომლის დატოვებასაც თავის ადმინისტრაციაში ბარაკ ობამაც აპირებს. 1996 წლის პრეს- რელიზში, რომელიც გეითსის მემუარების რეკლამირებას ისახავდა მიზნად, გვპირდებოდნენ, რომ გამოამზეურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებოდა ფარულად კარტერის ადმინისტრაცია ავღანელ მოჯაჰედებს რუსეთის შეჭრამდე 6 თვით ადრე.

გეითსის აღსარების შემდეგ 1998 წელს ფრანგულმა გამოცემამ Le Nouvel Observateur-მა ბზეჟინსკის შემდეგი კითხვა დაუსვა, ხომ არ ნანობს, რომ: ” მომავალ ტერორისტებს აირაღებდა და კონსულტაციებს უწევდა”. ბზეჟინსკიმ ასე უპასუხა: ”ვნანობ რას, იმას, რომ საიდუმლო ოპერაცია ბრწყინვალე იდეა იყო? მისი მეშვეობით რუსები ავღანურ ხაფანგში მოვიმწყვდიეთ და თქვენ გინდათ, რომ მე ეს ვინანო? რა უფრო მნიშვნელოვანია მსოფლიო ისტორიისთვის რამდენიმე აღგზნებული მუსლიმი, თუ ცენტრალური ევროპის გათავისუფლება და ცივი ომის დასასრული?”

ამ განცხადებიდან 3 წლის შემდეგ 9 სექტემბერს ”აღგზნებულმა მუსლიმებმა” ჩვენ შემოგვიტიეს, მაგრამ ბზეჟინსკის ომების გაჩაღების ხალისი არ დაუკარგავს. ის ობამას მრჩევლის სტატუსში რუსეთის ”შეჭრას” საქართველოში ყველა ინტერვიუში აბუქებდა და ამბობდა, რომ ეს მიზეზია ახალი გლობალური დაპირისპირებისთვის. ჟურნალისტ ნათან გარდელსთან ინტერვიუში ბზეჟინსკი აცხადებდა, რომ პუტინის ქმედება ”ისეთივე ავისმომასწავებელია, როგორიც იყო სტალინის და ჰიტლერის ქმედებები 1930-იანი წლების დასასრულს”.

ვიცი, ობამა ჯერ მოვალეობების შესრულებას არ შედგომია. მე მას ხმა ენთუზიაზმით ნაწილობრივ იმიტომაც მივეცი, რომ მეჩვენებოდა - ობამა ცივი ომის ცნობიერებას გასცდა. მაგრამ, როგორც დამკვეთს, მე სიფრთხილე მმართებს, რადგან ცივი ომის დემოკრატი ძერები, რომლებსაც არაფერი მოუნანიებიათ, დღესაც თავზე დაგვტრიალებენ.

ორიგინალი

No comments: