12 ნოემბერი 2008
მოსკოვი (AP) - ტრანს-ატლანტიკური უასფრთხოების ერთ-ერთი საკვანძო ორგანიზაციის თავმჯდომარე აგვისტოში რუსულ-ქართულ ომთან დაკავშირებით თავის მოქმედებებს იცავს და ამბობს, რომ მის ორგანიზაციას ბრალდებების წაყენება არ ევალება.
ყოფილმა ბრიტანელმა ოფიცერმა, რომელიც ომის დაწყების მომენტისათვის საქართველოში ეუთოს წარმომადგენელი იყო, ბრიტანულ სამაუწყებლო კორპორაციას კვირას უთხრა, რომ ის აფრთხილებდა ორგანიზაციას საქართველოს სამხედრო აქტივობებზე, მაგრამ მისი ანგარიშები ხელმძღვანელობამდე ვერ აღწევდა.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე სტაბმა, რომელიც ამჟამად ეუთოს თავმჯდომარეობს, განაცხადა, რომ აგვისტოში, ომის დაწყების მომენტისათვის სამხრეთ ოსეთში ორგანიზაციის მხოლოდ სამი მეთვალყურე იმყოფებოდა.
”მე არ მევალება იმის შეფასება, თუ ვინ დაიწყო ომი, ან საერთოდ როგორ დაიწყო ომი”-თქვა სტუბმა ბრიფინგზე მოსკოვში. ”ეუთო სადაზვერვო სამსახური არ არის. ჩვენი შესაძლებლობები, სამწუხაროდ, ძალიან შეზღუდულია”.
სტუბმა განაცხადა, რომ ეუთომ ევროკავშირთან ერთად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ცეცხლი შეწყვეტილიყო.
სტუბმა ისიც თქვა, რომ ეუთო ომის წინაპირობების გასარკვევად შვეიცარიის ხელმძღვანელობით მიმდინარე გამოძიებასთან ითანამშრომლებს.
ხუთდღიანი ომი მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველომ სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღსადგენად შეტევა დაიწყო. რეგიონი საქართველოს კონტროლიდან 1990-იანების დასაწყისში გამოვიდა. რუსეთის ჯარებმა სწრაფად შეაჩერეს შეტევა და საქართველოს ტერიტორიაზე ღრმად შეიჭრნენ.
No comments:
Post a Comment