Saturday, April 12, 2008

სააკაშვილი ხუთშაბათს სარკოზისთან შეხვედრას გეგმავს (საქართველოს საელჩო)

le_monde

12 ნოემბერი 2008

AFP – საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მიერ ოთხშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხუთშაბათს, პარიზში მის ფრანგ კოლეგას ნიკოლა სარკოზის უნდა შეხვდეს, რათა მასთან რუსეთის მხრიდან 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშკრულების პირობების შეუსრულებლობაზე ისაუბროს.

შეხვედრა პარასკევს, ნიცაში საფრანგეთის ხელმძღვანელობით დაგეგმილი ევროკავშრი-რუსეთის სამიტის წინა დღეს გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტი აპირებს რუსეთსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე "მოლაპარაკებების აღდგენასთან დაკავშირებული ყველა საკითხის განხილვას", განაცხადა საქართველოს ელჩმა საფრანგეთში მამუკა კუდავამ.

სააკაშვილი იმედოვნებს, რომ ამხელს "რუსეთის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობას, რომელიც მას 12 აგვისტოს სამშვიდობო გეგმით აქვს დაკისრებული". შეთანმება სარკოზის და მის რუს კოლეგას მედვედევს შორის შედგა.

ევროპელებმა ორშაბათს რუსეთთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების განახლება გადაწყვიტეს. მოლაპარაკებები დროებით შეწყვეტილი იყო საქართველოსა და მის სეპარატისტულ რეგიონებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან კონფლიქტის გამო.

ამ მოლაპარაკებების განახლების ზუსტი თარიღი შეიძლება პარასკევს სარკოზის და მედვედევს შორის ნიცაში შეხვედრის დროს გამოცხადდეს. სარკოზის იმედი აქვს, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულბებს ბოლომდე შეასრულებს.

სააკაშვილი პარიზში პოლონეთიდან ოთხშაბათს საღამოს ჩამოვა. სარკოზისთან შეხვედრის გარდა, ის მონაწილეობას მიიღებს რაფაელ გლუკსმანის წიგნის "მე გელაპარაკებით თავისუფლებაზე" პრეზენტაციაზე, დასძინა დიპლომატმა.

სარკოზი სააკაშვილს თბილისში ორჯერ, 12 აგვისტოს და 9 სექტემბერს, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების ფარგლებში შეხვდა.

ორიგინალი

No comments: