ნატალი ნუგაირედი და თომას ფერენცი ბრიუსელიდან     
12 ნოემბერი 2008 
რუსეთ-საქართველოს ომიდან სამი თვის შემდეგ ევროკავშირმა მოსკოვთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების განახლების შესახებ განაცხადა. კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა, მაგრამ აღნიშნული პერსპექტივა იმ ერთ კონკრეტულ ღონისძიებას აუქმებს, რომელშიც ევროპელებმა საკუთარი უკმაყოფილება გამოხატეს - რუსეთის მიერ ძალის "არაპროპორიცულ გამოყენებაზე" კონფლიქტში და კრემლის გადაწყვეტილებაზე ეღიარებინა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა.
საფრანგეთმა, რომელიც მოსკოვთან ურთიერთობების დარეგულირების ყველაზე აქტიური მხარდამჭერია, უკვე რამდენიმე კვირაა ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის იბრძვის, მაგრამ 27-ივე წევრი ქვეყნის დათანხმება ვერ შეძლო.
განცხადება 10 ნოემბერს, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის შემდეგ გაკეთდა, რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირი-რუსეთის სამიტამდე ნიცაში, რომელიც პარასკევს გაიმართება, და რომლის მეორე დღესაც, შაბათს, დაგეგმილია G20-ის ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებული შეხვედრა ვაშინგტონში.
ექსტრემიზმმა, რომელიც ბოლო დროს პარიზმა "ჩაატრიალა" მოსკოვთან დიალოგის აღდგენის მიზნით, ზოგიერთი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხელმძღვანელს სერიოზული დარტყმა მიაყენა. მათ მიაჩნიათ, რომ საფრანგეთი ძალიან ჩქარობს რუსეთის შემტევი ტონის ფონზე, როდესაც კალინინგრადში რაკეტების განთავსებით იმუქრება.
ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის აზრით, კავკასიის კონფლიქტის დროს დაპირისპირება გამწვავდა, ერთი მხრივ მოსკოვთან შერიგების მომხრეებსა (საფრანგეთი, გერმანია, იტალია) და მეორე მხრივ, საკუთარი უსაფრთოხების პრობლემებით შეშფოთებულ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის.
კრემლთან დამოკიდებულების გარდა, ფინანსური კრიზისი, რომელიც მწვავედ იგრძნობა სწორედ ბალტიისპირეთში "ევროპის პერიფერიაზე არსებულ ამ ქვეყნებს დაუცველობის განცდას კიდევ უფრო უძლერებს", აცხადებს დიპლომატი.
მაგრამ მათ, ვისაც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მიაჩნია, რომ რუსეთის მიმართ სიფხიზლის შენარჩუნება აუცილებელია, რადგან მოსკოვმა ბოლომდე არ შეასრულა ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული ვალდებულებები, შვედეთი და დიდი ბრიტანეთიც შეუერთდნენ.
სწორედ ამიტომ, ორშაბათს ევროკავშირის სხდომის მიერ მიღებულ განცხადებაში იმ ტექსტის ფრაგმენტებიც შევიდა, რომლებიც სტოკჰოლმმა და ლონდონმა ერთობლივად მოამზადეს, და სადაც საუბარია რომ მოსკოვს არ უნდა შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ევროკავშირმა საბოლოოდ დაივიწყა კავკასიის კონფლიქტი. დეკლარაციაში მართლაც ხაზგასმულია, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების განახლება "არანაირად არ აკანონებს საქართველოში შექმნილ სტატუს-ქვოს ან რუსეთის ქმედებებს, რომლებიც ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება".
ევროპელები აცხადებენ, რომ რუსეთისგან "პასუხისმგებლიან, ყველა ვალდებულებისადმი ერთგულ ქმედებებს ელოდებიან" და პირობას დებენ, რომ მომავალშიც "ფხიზლად" იქნებიან. მათ მიაჩნიათ, რომ "საქართველოს კონფლიქტმა ნდობა შეარყია, რისი არსებობაც ევროკავშირისა და რუსეთის პარტნიორობისთვის აუცილებელია". ისინი კვლავ იმეორებენ, რომ ყოველთვის გააგრძელებენ "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის მხარდაჭერას".
პირველ სექტემბერს, ბრიუსელში გამართულ სამიტზე, რომელიც საგანგებოდ იქნა მოწვეული, რუსების მტკიცე უართან დაკავშირებით - საკუთარი არმია საქართველოს ტერიტორიიდან გაეყვანა, ეროკავშირის ოცდაშვიდივე ქვეყნამ გადაწყვიტა მოსკოვთან მოლაპარაკებები პარტნიორობისა და თანამშრომლობის ახალ ხელშეკრულებაზე იმ დრომდე "გადაევადებინა", ვიდრე რუსული ძალები "7 აგვისტომდე დაკავებულ პოზიციებს არ დაუბრუნდებოდნენ".
ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, მას შემდეგ რაც ეივანში ნიკოლა სარკოზის და მისი რუსი კოლეგას, დიმიტრი მედვედევის ორმხრივი სამიტი შედგა, საფრანგეთი მოლაპარაკებების აღდგენაზე ინტენსიურად ალაპარაკდა და აცხადებდა, რომ რუსეთმა ნაკისრი ვალდებულებები ზოგადად შეასრულა. პარიზი იმასაც ამტკიცებდა, რომ პარტნიორობაზე შეთანხმების ბლოკირებით ევროკავშირი კარგავდა რუსეთთან საერთო პოზიციის შემუშავებისთვის აუცილებელ ინსტრუმენტს.
ამ პოზიციას ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი ჰავიერ სოლანაც იზიარებდა, რომელმაც 30 ოქტომბერს, პარიზში სიტყვით გამოსვლისას, ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობების განმტკიცებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ისინი ენერგეტიკულად "ურთიერთდაკავშირებულნი" არიან.
ცოტა ხნის წინ მიღებულ დოკუმენტში, ბრიუსელის კომისიამ საჭიროდ მიიჩნია, ევროკავშირი-რუსეთის მოლაპარაკებების აღდგენა, მაგრამ ისე რომ საქართველოში არსებულ სტატუს-ქვოს არ მიიღებს. მოლაპარაკებების აღდგენის ზუსტი თარიღი შესაძლოა იმის მიხედვით განისაზღვროს, თუ რით დასრულდება ჟენევაში 18 ნოემბერს დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც სეპარატისტული პროვინციების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მომავალზე დისკუსიისთვის იგეგმება.
ორშაბათს, ლიტვამ, ქვეყნამ, რომელიც მოლაპარაკებების განახლებას ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდა, ცალკე ბანაკი შექმნა, იცოდა რა რომ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენდა. თანხმობა განაცხადა პოლონეთმაც. ჩეხეთი, რომელმაც როგორც ჩანს გაითვალისწინა, რომ ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარეა, ასევე დაეთანხმა უმრავლესობის გადაწყვეტილებას.
 
No comments:
Post a Comment