13 ნოემბერი 2008
"მოდით, ღარიბ, მაგრამ მშვიდობიან ქვეყნაში ვიცხოვროთ", ამბობს ვასილი შოვა, მოლდოვას მთავარი მომლაპარაკებელი ქვეყნის სეპარატისტულ რეგიონთან, დნესტრისპირეთთან, როდესაც მას აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოზე დახარჯულ მილიარდებზე ეკითხებიან. მებრძოლი საქართველოსგან განსხვავებით, მოლდოვამ რუსების მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან რბილი მიდგომა შეარჩია, და ნატოში გაწევრიანებას არ ცდილობს. ის უფრო ახლოსაა საკუთარი დაკარგული ტერიტორიის პრობლემის მოგვარებასთან, ვიდრე საქართველო.
რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ამ კვირაში მოლდოვაში ახალი ინიციატივის წარსადგენად ჩავიდა. რუსეთი დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობას არ ცნობს, მაგრამ ამ ტერიტორიაზე ჯარების შენარჩუნება უნდა – პირობა, რომელიც ყველა სხვა მხარისთვის მიუღებელია. მოლდოვის და დნესტრისპირეთის ლიდერები ერთმანეთს ჯერ არ შეხვედრიან. მოლდოვას პრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი უკან მოაბრუნეს, როდესაც შეეცადა დნესტრისპირეთის მშობლიურ სოფელში საკუთარი სახლი მოენახულებინა. ბატონმა ვორონინმა დნესტრისპირეთის ლიდერს, იგორ სმირნოვს უწოდა "ბოროტი ძალა, რომელმაც დნესტრისპირეთი მოლდოვას სხეულზე მოუშუშებელ ჭრილობად აქცია".
და მაინც ამ დავას კავკასიის მსგავსი მტრული შემართება არ აქვს. ვაჭრობა დნესტრის მიდამოებში ყვავის. დნესტრისპირეთის საფეხბურთო გუნდი, შერიფი, მოლდოვას ლიგის ლიდერია. ტირასპოლი თავისი ლენინის ძეგლით და კარლ მარქსის სახელობის ქუჩით საბჭოთა ნოსტალგიის მუზეუმს მოგაგონებთ. მაგრამ სერგეი ჩაბანი, დნესტრისპირეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, ცდილობს საკითხს კეთილგონივრულად მიუდგეს. რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე, იგი ამბობს "ასეთი აღიარება ჩვენ არ გვსურს", იტოვებს რა სუვერენიტეტზე შეთანხმების შანსს მოლდოვასთან.
ევროკავშირი აქედან სულ რაღაც 100 კილომეტრშია. როგორც თაფლის კვერი, ასევე მათრახიც მის განკარგულებაშია. ევროკავშირთან ვაჭრობაზე დაპირებას მოლდოვას დედაქალაქში, კიშინოვში 500-მდე დნესტრისპირული კომპანიის დარეგისტრირება მოჰყვა. ამის საპირისპიროდ, მოლდოვასა და უკარინაში მოქმედი და ოდესაში ბაზირებული ევროპის საზღვრის დახმარების მისია (EUBAM) აქტიურად ცდილობს რეგიონში კონტრაბანდის შესვლას წინ აღუდგეს. EUBAM-ის მონაცემებით ვარაუდობენ, რომ ჭორების უმრავლესობა იარაღისა და ნარკოტიკის კონტრაბანდაზე, მართლაც მითია. მაგრამ არსებობს უფრო ცოცხალი და შემოსავლიანი, უფრო ბანალური თუ არა, ავტომობილებით და ქათმებით ვაჭრობა, რომელსაც დნესტრისპირეთის შავი ხვრელის სახით, საბაჟო გადასახადებისგან თავის დასაღწევად უკრაინელი და მოლდოველი ბიზნესმენები იყენებენ. 2006 წელს, EUBAM-მ აღმოაჩინა, რომ დნესტრისპირეთის ღარიბმა მოსახლეობამ ნომინალურად 12-ჯერ მეტი ქათამი შეჭამა, ვიდრე ერთმა გერმანელმა.
დნესტრისპირეთის პრობლემის გადაწყვეტა, მოლდოვას და უკრაინას ევროპასთან სიახლოვისკენ უბიძგებდა. ამით რუსეთიც მოიგებდა, ეყოლებოდა რა მეგობრული სახელმწიფო ევროკავშირის საზღვართან. ჯერჯერობით რუსეთის სიჯიუტესთან ერთად ევროპაც გულგრილია. თუკი ორივე მხარეს უფრო მეტად კონსტრუქციული ურთიერთოებები სურს - რადგან ამ კვირაში ევროკავშირმა რუსეთთან პარტნიორობაზე მოლაპარაკებების განახლება გადაწყვიტა - დნესტრისპირეთი შესძალოა დაწყებისთვის, კარგი ადგილი იყოს.
ორიგინალი
No comments:
Post a Comment