ჯოშუა კუჩერა
7 მარტი 2009
საქართველოს მაღალი რანგის ოფიციალური პირი ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება და ცდილობს განამტკიცოს კავშირები აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან, რომელმაც საქართველოს მტერთან, რუსეთთან ურთიერთობათა გაუმჯობესება თავის პრიორიტეტად გამოაცხადა.
პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ეკა ტყეშელაშვილი, პირველი მაღალი რანგის ოფიციალური პირია, რომელიც ბარაკ ობამას ახალი ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ათდღიანი ვიზიტით ვაშინგტონს ეწვია.
”აშშ და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ამ ურთიერთობებს დიდი ხნის ისტორია ქვს, ისინი არ არის დამოკიდებული პირად სიმპათიებზე და არც ადმინისტრაციის არჩევანზე ... არამედ ორივე ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებზე” - უთხრა ეკა ტყეშელეშვილმა ვაშინგტონის ნაციონალ პრესკლუბში შეკრებილი ჟურნალისტების ჯგუფს 5 მარტს.
”ძალიან იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ ყველა, ვისაც ვხვდები, სრულიად ეთანხმება საქართველოსთან და რეგიონთან დაკავშირებული საკითხების სირთულეს” - განაცხადა მან ევრაზიანეტისთვის მიცემულ ინტერვიუში.
შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ ”გადატვირთავენ” ურთიერთობებს რუსეთთან და ბევრი იმ საკითხთა შორის, რომელიც ამწვავებდა აშშ-რუსეთის ურთიერთობებს, უშუალოდ ეხება საქართველოს, ესენია ნატოს ექსპანსია და ვაშინგტონის მხარდაჭერა ენერგეტიკული დერეფნისადმი. ასე რომ, ობამას ადმინისტრაციამ ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობები განამტკიცოს და ამავე დროს უარი არ თქვას საქართველოზე.
რიტორიკაში აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა ეს ბეწვის ხიდი უკვე გადაიარეს. თებერვალში მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ თუმცა რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების დამყარება პრიორიტეულია, მიუხედავად ამისა, მისი მტკიცებით ვაშინგტონი ”არ დაეთანხმება რუსეთს ყველაფერში”. ბაიდენმა განაცხდა, რომ შეერთებული შტატები არასდროს სცნობს ქართული სეპარატისტული ერთეულების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და არც იმას აღიარებს, რომ ”რომელიმე ქვეყანას შეიძლება გავლენის სფეროები ჰქონდეს”.
”სუვრენულ ქვეყნებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და თავის მოკავშირეების არჩევის უფლება აქვთ” - ხაზი გაუსვა ბაიდენმა.
5 მარტს, სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ბრიუსელში საქართველოს წარმომადგენლებს შეხვდა და სიტყვიერად საქართველოს მხარდაჭერას დაპირდა. ”დღეს უკრაინასა და საქართველოთან შეხვედრების დროს მე კიდევ ერთხელ გავიმეორე - შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ამ ქვეყნების სვლას ნატოსკენ და ხაზს უსვამს ნატოსთან ერთად ამ ქვეყნებთან ჩვენს ურყევ ვალდებულებებს. ყველასთვის ცხადი უნდა გახდეს - ეს ქვეყნები უნდა იქცნენ რუსეთის დაშინების და აგრესიის ობიექტად” - განაცხდა მან.
თუმცა სიტყვიერი განცხადებების ტრანსფორმირება კონკრეტულ ქმედებებად, უფრო რთული იქნება და დღემდე უცნობია, როგორ დააბალანსებს შეერთებული შტატები რუსეთთან და საქართველოსთან დაკავშირებით არსებულ, ურთიერთგამომრიცხავ პრობლემებს. საქართველო თავის პოზიციონირებას ანტირუსული მიდგომით ცდილობს, ეს პოზიცია ტყეშელაშვილმა ვაშინგტონში ვიზიტისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
”საქართველო თავის სამეზობლოში თავისუფალ არჩევანს ინარჩუნებს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს... (ჩვენ ვგულისხმობთ) აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკულ დერეფანს და ამავე დროს არჩევანს, რომელიც პოლიტიკურ ტერმინებში გამიოთქმის და რაც დემოკრატიისა და პოლიტიკურ თავისუფლებათა გავრცელებას გულისხმობს” - განაცხდა მან.
”ქართული რიტორიკისთვის გამოწვევაა... იმის გაცნობიერება, რომ შეერთებული შტატები რუსეთთან ურთიერთობების მიმართულებით მიდის, (და ეს) არ ნიშნავს იმას, რომ ის საქართველოსთან ურთიერთობებზე უარს ამბობს” - განაცხდა გორი ველტმა, კავკასიის ექსპერტმა და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა - ”იმით, რომ ისინი რუსეთის ოპოზიად წარმოაჩენენ თავს, ეს სულაც არ შესძენს მათ დამატებით ღირებულებას ამ ადმინისტრაციის თავალში”.
ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ტყეშელაშვილმა განაცხდა, რომ საქართველო ვაშინგტონისგან არა იმდენად პოლიტიკურ მხარდაჭერას ელის, რამდენადაც ტექნიკურ დახმარებას, რომელიც შეაძლებინებს საქართველოს ჯარს ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსვლას. საქართველოს ისიც უნდა, რომ ობამას დამინისტრაციამ მკაცრად და საჯაროდ დაგმოს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და აგრეთვე ამ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები, რომელთა თანახმადაც მოსკოვი აფხაზეთის ქალაქ ოჩამჩირეში საზღვაო სამხედრო ბაზის დაფუძნებას აპირებს, განაცხდა ტყეშელაშვილმა.
მაგრამ გაურკვეველია, აპირებენ, თუ არა აშშ-ს ოფიციალური პირები ამგვარი ნაბიჯების გადადგმას, ამბობს ველტი. ”პრინციპებთან დაკავშირებით შეერთებული შტატები სწორ განცხადებებს აკეთებს” - აღნიშნავს ის - ”მაგრამ აპირებს თუ არა (აშშ-ს) ადმინისტრაცია რაიმეს გაკეთებას საქართველოს ნატოში გაწევრიანების დასაჩქარებლად ან ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ეს უკვე სხვა საკითხია. ისინი ფრთხილ ნაბიჯებს დგამენ. თუ ისინი გულწრფელად აპირებენ ორმხრივი პოლიტიკის გატარებას, მაშინ რა უნდა მოიმოქმედონ მათ კონკრეტულად რუსეთის საპირისპიროდ? მე ვერ ვხედავ, რომ ამ მიმართულებით ჯერეჯერობით ვინმე რაიმეს აკეთებდეს”.
No comments:
Post a Comment