თბილისი - პრომოსკოვური სეპარატისტული რეგიონების გამო მოსკოვთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე, საქართველო თავისი თავდაცვის სისტემის განმტკიცების მიზნით, არმიას აღადგენს.
თავდაცვის მინიტრმა, დავით სიხარულიძემ აფპ-ს ინტერვიუში უთხრა, რომ ათასობით რუსი სამხედრო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს უსაფრთხოებას ”სერიოზულად” ემუქრება.
”ჩვენ უნდა მზად უნდა ვიყოთ ჩვენი სამშობლოს დასაცავად” - განაცხადა მან - ”ეს ოკუპირებული ტერიტორიები და რუსული სამხედრო ყოფნა ქართულ მიწაზე... შეშფოთებას იწვევს და საქართველოს უსაფრთხოებაზე მძიმე ზეგავლენას ახდენს”.
საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა აგვისტოში, სამხრეთ ოსეთში რეგიონის დაბრუნების მიზნით ჯარი გააგზავნეს. ამ რეგიონს მოსკოვი წლების განმვალობაში უჭერდა მხარს.
საპასუხოდ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ტანკები და ჯარი შემოუშვა, განახორციელა საჰაერო თავდასხმა, რითაც მოსკოვსა და დასავლეთს შორის ამ ბოლო წლებში ყველაზე მძიმე კრიზისის პროვოცირება მოახდინა.
სიხარულიძემ განაცხდა, რომ მთავრობის მიერ უსაფრთხოების პოლიტიკის გადაფასების შედეგად საქართველო ”ჩადებს სულ უფრო მეტს და მეტს თავდაცვით ოპერაციებში”.
მან აღნიშნა, რომ საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად, ძალისხმევას წვრთნასა და განათლებაზე მიმართავენ. სიხარულიძემ დამატებით აღნიშნა, რომ ანტისაჰაერო და ანტისატანკო თავდაცვა ორი ”ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაა, რომელზეც უახლოეს მომავალში ვფოკუსირდებით”.
მან განაცახდა, რომ ძალიან მალე დასაწყებია მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რა სახის ახალი აღჭურვილობა უნდა ჰქონდეს საქართველოს რეფორმების კონტექსტში.
”ეს კომპლქსური საკითხია და არ ეხება მხოლოდ აღჭურვას, არამედ უპირველეს ყოვლისა, უფრო წვრთნასა და განათლებას, ვიდრე შეიარაღების შეძენას” - თქვა მან.
ქართულ ჯარს შინაც და გარეთაც, უცხოელი მოკავშირეები კონფლიქტის ცუდად წარმართვაში სდებენ ბრალს.
ომის შემდეგ პენტაგონის მიერ გაკეთებული შეფასების თანახმად, ქართული ჯარი ცუდად იმართება, ყავს არაკვალიფიციური ხელმძღვანელობა და სტანდარტებთან შეუსაბამო პრაქტიკა, იტყობინებოდა ნიუ-იორკ თაიმსი.
სიხარულიძემ განაცხადა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმირების პროცესში დასავლეთის დახმარების იმედი აქვს.
”საერთაშორისო თანამშრომლობა, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეფორმებისთვის” - განაცხდა მან.
ვაშინგტონმა ბოლო წლებში თავისი მოკავშირისთვის, საქართველოს დახმარებისთვის ასობით მილიონი დოლარი გამოყო, მათ შორის სამხედრო დახმარებისთვის, რამაც რუსეთთან დაძაბულობა შექმნა.
პარასკევს, ბრიუსელში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხდა, რომ მოსკოვთან განახლებული ურთიერთობანი ”არ გამოუთხრის ძირს” ვაშინგტონის მხარდაჭერას საქართველოსადმი, ბალტიისპირეთის ქვეყნებისადმი და ბაკანეთისადმი.
სიხარულიძემ თქვა, რომ სამშვიდობო აქტივობიდან თავდაცვაზე ფოკუსის გადატანის მიუხედავად, საქართველო საერთაშორისო მისიებში მაინც მიიღებს მონაწილეობას.
მან დაადსატურა, რომ საქართველო ავღანეთში ნატოს თაოსნობით მოქმედ ჯარებში 160 ჯარისკაცს გააგზავნის. საქართველომ 2,000 სამხედრო, რომლებიც ერაყში აშშ- ხელმძღვანელობით მოქმედ ჯარში მსახურობდნენ, აგვისტოში უკან გამოიძახა.
მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოებაში და ნატოში გაწევრიანება ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.
”ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს პროცესი, ჩვენი მსვლევობა ინტეგრაციისაკენ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სვლა საქართველომ შეინარჩუნოს” - განაცხადა მან.
მინისტრმა განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც აფხაზი სეპარატისტების ლიდერმა, სერგეი ბაღაფშმა ინტერფაქსიის საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, რომ აფხაზეთი მალე მოაწერს ხელს შეთანხმებას, რომელიც ნებას დართავს რუსებს ამ რეგიონში სამხედრო ბაზა 49 წლით განათავსოს.
რუსეთის გეგმამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ათასობით სამხედრო დატოვოს, აღაშფოთა თბილისი და დასავლელი მოკავშირეები, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს არღვევს რუსეთ-საქართველოს საზავო შეთანხმებას, რომლითაც დასრულდა ომი.
ომის შემდეგ, რუსული ჯარი ძირითადად სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე გავიდა. ეს ორივე რეგიონი მოსკოვმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად სცნო.
No comments:
Post a Comment