14 თებერვალს (13.15 საათზე TVP2) ეთერში საქართველოზე დოკუმენტური ფილმის პირველი სერია გავა. ფილმში “მორალური შფოთვის” კაბარე (moralnogo nepokoja)-ს მსახიობი კატარჟინა პაკოსინსკა მონაწილეობს.
ფილმის ”ცეკვა საქართველოსთან” პროექტის ავტორები არიან კატარჟინა პაკოსინსკა და ქართველი რეჟისორი სერგი გვარჯალაძე. პროექტი 6 ფილმისგან შედგება და სავსეა მოულოდნელი თავგადასავლებით, ფანტასტიკური კადრებით და ორიგინალური მუსიკით. კატარჟინა ამ ფილმის უდაო მარილია.
კატარჟინა (კაშა) პაკოსინსკა საქართველოში ხან ცხენით, ხან მანქანით, ნავით და ველოსიპედითაც მოგზაურობს, ზოგჯერ კი მთებზე ფეხითაც გადადის. ფილმში ის ქართული სამზარეულოს დელიკატესებს ამზადებს.
პროექტის ბლოგზე სამუშაო ვერსიის ფრაგმენტები, ფოტოები და მოგზაურობაზე სიახლეები ქვეყნდება.
ორიგინალი
Friday, July 11, 2008
პოლონეთის საზოგადოებრივ არხზე (TVP) კავკასიაში მოგზაურობაზე დოკუმენტური ფილმის ჩვენება იწყება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment