Thursday, July 10, 2008

საქართველო: კიდევ ერთი მაღალი რანგის დიპლომატი სააკაშვილის გუნდს ტოვებს

Eurasianet-logo

ჟან-კრისტოფ პუჩი
9 თებერვალი 2009

ქართველ დიპლომატთა რიგებში ბუნტის ქარმა დაბერა. გაეროში თბილისის ელჩის, ირაკლი ალასანიას განდგომის შემდეგ, ახლა საქართველოს ელჩი ავსტრიასა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო), ვიქტორ დოლიძეც გადადგა თანამდებობიდან .

4 თებერვალს, 35 წლის დიპლომატმა გაამხილა, რომ პოსტიდან მიდის. თბილისში გამგზავრებამდე ევრაზიანეტისთვის მიცემულ ინტერვიუში, დოლიძემ განაცხადა, რომ ის ვეღარ უწყობს ხმას სააკაშვილის ადმინისტრაციას და ოპოზიციაში გადასვლას აპირებს. ”მე ვერ წავალ ჩემი პრინციპების წინააღმდეგ, მე ვეღარ ვიმუშავებ იმ პრეზიდენტისა და მთავრობის ხელმძღვანელობის ქვეშ, რომლისაც არ მჯერა” - განაცხადა მან.

მან დაამატა, რომ, ”ყველაზე სავარაუდოა”, რომ ის ”თავისი ბავშვობის” მეგობრის, ირაკლი ალასანიას გუნდს შეუერთდეს. ირაკლი ალასანიას ბევრი ქართველი მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პრეზიდენტობის პოტენციურად კანდიდატად განიხილავს.

ალასანია დეკემბრის დასაწყისში გადადგა . მან საქართველოს მთავრობას ბრალი დასდო იმაში, რომ საკუთარ თავს ნება მისცა და აგვისტოს რუსეთთან ომში ”ჩათრეული” აღმოჩნდა. მან ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მოითხოვა, განაცხადა, რომ საკუთარი ”პოლიტიკური გუნდის” ჩამოყალიბებას და სააკშვილის მთავარ ოპონენტებთან თანამშრომლობას გეგმავს. მაგრამ არაფერი უთქვამს იმის შესახებ, აპირებს თუ არა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

დოლიძე ამბობს, რომ ის ორივე ვადამდელ არჩევნებს უჭერს მხარს, საპრეზიდენტოსაც და საპრალამენტოსაც. ”საპრეზიდენტო არჩევნები საპარლამენტომდე უნდა ჩატარდეს, რადგან არსებული ადმინისტრაციის პირობებში ვერ შეიქმნება ტრანსპარენტული საპარალემნტო არჩევნების ჩატარების გარანტია” - უთხრა მან ევრაზიანეტს.

დოლიძე პირველად შეეხო მთავრობის ქმედებებს 2007 წლის ნოემბერში, როდესაც პოლიციამ ძალადობრივად დაშალა ოპოზიციური საპროტესტო გამოსვლები, ხოლო სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მაგრამ განსხვავებით ლევან მიქელაძესგან, საქართველოს ელჩისგან ჟენევაში, რომელიც პროტესტის ნიშნად გადადგა, მაშინ დოლიძემ დათრგუნა გრძნობები და დიპლომატიური მოვალეობების შესრულება განაგრძო.

”სიტუაციამ სამხრეთ ოსეთში დამარწმუნა, რომ უნდა დავრჩენილიყავი თანამდებობაზე” - ამბობს დოლიძე.

დოლიძემ კიდევ უფრო დიდი იმედგაცრუება 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განიცადა, რადგან, როგორც ის ამბობს, ამ არჩევნებს არავითარი დემოკრატიული ცვლილებები არ მოუტანია.

მაგრამ შემობრუნების წერილი მისთვის აგვისტოს ომის შემდეგ დადგა. ”მიუხედავად იმისა, რომ არ მეპარება ეჭვი - რუსეთი აგრესორი იყო, ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, ჩვენს მთავრობას შეეძლო მოვლენათა ამგვარი განვითარება თავიდან აეცილებინა. მისი თვალთახედვით სააკაშვილის ადმინისტრაციის მთავარი შეცდომა ის იყო, რომ ისინი უარს ამბობდნენ სეპარატისტულ რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მთავრობებთან დიალოგზე, თუმცა მუდმივად მოჩვენებითი ღიაობის დემონსტრირებას ახდენდნენ.

2008 წლის მაისში სააკაშვილმა ალასანიას აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან სოხუმში დიალოგის მანდატი მისცა. როგორც ცნობილია, საიდუმლო კონსულტაციები ორივე მხარის წინასწარი შეთანხმებით დამთავრდა - შემუშავდა გეგმა, რომლის მიხედვითაც სეპარატისტულ ხელმძღვანელობას ხელი უნდა შეეწყო 1992 – 1993 წლის დროს გალის რაიონიდან იძულებით გადაადგილებული ბევრი ქართველის დაბრუნებისათვის, კოდორის ხეობიდან ქართული პოლიციის გამოსვლისა და აფხაზეთის წინააღმდეგ თბილისის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის სანაცვლოდ. მაგრამ, ამბობს დოლიძე, სააკაშვილმა ამ გეგმაზე უარი თქვა.

მომდევნო მოლაპრაკებები შვედეთში 2008 წლის ივნისში, ყოველგვარი გადაწყვეტილების გარეშე დამთავრდა.”თუ (ალასანიას) გეგმას ხელი მოეწერებოდა, ის დაიცავდა საქართველოს ბევრი იმ მარცხისგან, რომელიც აგვისტოში გადაიტანა”, გააკეთა კომენტარი, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პარალელურად თბილისი სამხრეთ ოსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატში ცვლებების შეტანას ითხოვდა. ის ეუთოს დაფინანსებით მოქმედი გაერთიანებული საკონტროლო კომისიიდან გამოსვლით იმუქრებოდა, მონიტორინგის ოთხმხრივი სტრქუტურიდან, რომელიც 1992 წლის საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზავო ხელშეკრულების შესრულებასა და კონფლიქტის ზონაში ნდობის აღდგენის პროცესს აკონტროლებდა. თბილისი პროცესში ევროპის კავშირისა და პროქართული, დროებითი ოსური ადმინისტრაციის ჩართვას ითხოვდა. საქართველოს მოთხოვნები მიზნად ისახავდა საკონტროლო კომისიაში რუსეთის გადამწყვეტ უპირატესობასთან დაპირისპირებას.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ეუთოს მიერ ინიცირებული კონფლიქტის მოგვარების ყველა მექანიზმიდან მხოლოდ აგვისტოს ომის შემდეგ გამოვიდა, კომისია კონფლიქტამდე ბევრი თვით ადრე პარალიზებული იყო. ”კომისია დიალოგის წარმოების ერთადერთი არსებული პლატფორმა იყო და ჩვენ ის უნდა გამოგვეყენებინა” - ამტკიცებს დოლიძე.

ქართველი დიპლომატი თავისი მთავრობის მქედებების კონფლიქტის მსვლელობისა და მას შემდეგ ერთნაირად აკრიტიკებს. ”მე ვერ ვხედავ, რომ მათ ახლად გაჩენილ 120 000 იძულებით გადაადგილებულ ადამიანზე, ზრუნვის სურვილი ჰქონდეთ ” - ამბობს დოლიძე. ის ვერც სეპარატისტებთან დიალოგის განახლების, ან ეუთოს, ევროკავშირისა და ნატოს რეკომენდაციების მიხედვით საქართველოს ინსტიტუტების მოდერნიზაციის მზადყოფნას ხედავს.

”ჩვენ არ უნდა ვთქვათ უარი; ჩვენ უნდა განვაგრძოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება დემოკრატიული ღირებულებების თანახმად. ამ შემთხვევაში, ვითარება სხვა სფეროებშიც გაუმჯობესდება” - ამბობს დოლიძე.

კომენტარებში, რომლებიც ალასანიასას გახსენებს, ის ამბობს, რომ კონფლიქტების გადაწყვეტის ქართული პოლიტიკა რამდენიმე პრინციპს უნდა დაეფუძნოს. პირველ რიგში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებს პროცესი არ უნდა გასცდეს რუსეთსა და ნიკარაგუას. მეორე, თბილისმა უნდა მისდიოს ”ნაკლებად აგრსიულ”, ”შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას”, რომელიც სეპარატისტებთან უშუალო მოლაპარაკებებს დაეფუძნება. მესამე, მან უნდა მოახერხოს კონფლიქტის მოგვარების პროცესის შემდგომ ინტერნაციონალიზაციას და აღადგინოს მოპალაპარაკებები მოსკოვთან. და ბოლოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო დამკვირვებლები უნდა დაუშვან, რასაც რუსეთი ეწინააღმდეგება.

სხვა საკითხებთან მიმართებაში დოლიძე ნაკლებად კომპრომისულია. მაგალითად, მას მიაჩნია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები არ უნდა დაეშვათ სრულფასოვან წარმომადგენლებად საქართველოსთან ჟენევის მოლაპარაკებებზე. მისი აზრით, არსებული ფორმატი, რომლის თანახმადაც სეპარატისტთა წარმომადგენლები შეზღუდული უფლებებით მხოლოდ სამუშაო ჯგუფებში, ოფიციალური აღიარების გარეშე მონაწილეობენ - ”ძალიან კარგია”.

დოლიძე იმასაც ამტკიცებს, რომ საქართველომ არ უნდა მოაწეროს ხელი არააგრესიულ პაქტებს სეპარატისტულ რესპუბლიკებთან. ”ჩვენ წარსულში აფხაზეთთან იმდენ დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი, რომ ახლები აღარ გვჭირდება”. გარდა ამისა, სარკოზი-მედვედევის გეგმა უკვე შეიცავს ძალის გამოუყენებლობის პირობას” - განაცხადა მან 12 აგვისტოს საზავო შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომლის დადების დროსაც აფხაზეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა იშუამდგომლეს.

შამბამ ამას წინათ განაცხადა, რომ ალასანიას ერთ-ერთ იმ კაცად მიიჩნევს, რომელთანაც აგხაზეთის ხელისუფლებას შეიძლება ჰქონდეს ”კონსტრუქციული დიალოგი”. მაგრამ, თქვა მან, აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ უნდა დაივიწყოს აფხაზეთთან კონფედერაციული ურთიერთობების შესახებ. ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება საქართველოს ჰქონდეს, ეს მის ”დამოუკიდებელ” მეზობლებთან კონტაქტების ნორმალიზებაა.

ორიგინალი

No comments: