ანტონ ფედიაშინი
13 თებერვალი 2009
თავისი სიტყვის ერთგულმა ობამამ ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ახალი ერა დაიწყო. აშშ-დან გაგზავნილი სიგნალები პოზიტიური და გამამხნევებელია. ჰენრი კისინჯერი დეკემბერში უხმაუროდ ეწვია მოსკოვს. ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიუნჰენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე რუსეთთან თანამშრომლობაზე ოპტიმისტურად ილაპარაკა. თავის პირველ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა გაუვრცელებლობის მოლაპარაკებები ახსენა და ის, თუ რა როლი შეიძლება შეასრულოს რუსეთმა სხვა რეჟიმების მიერ ბირთვული შესაძლებლობების შეძენის აღკვეთის პროცესში. სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი აშშ-რუსეთის პარტნიორობის განახლებისთვის მარტში მოსკოვში ვიზიტს გეგმავს. და ბოლოს, პრეზიდენტი ობამა და პრეზიდენტი მედვედევი აპრილში G-20-ის სამიტზე შეხვდებიან ერთმანეთს.
მოსკოვი ცვლილებებს მიესალმა, მაგრამ მოლოდინის რეჟიმში ყოფნა არჩია. მოსკოვმა აღმოსავლეთ ევროპაში თავდაცვითი სარაკეტო სისტემების განთავსების გეგმის შეჩერების საპასუხოდ კალინინგრადში სარაკეტო სისტემების ინსტალირების პროექტი გააუქმა. თუმცა რამდენიმე კვირის წინ საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა არად ჩააგდო ჰილარი კლინტონის სატელეფონო ზარი, რადგანის იმ დროს დაკავებული აღმოჩნდა პრეზიდენტ მედვედევთან ერთად ცენტრალურ აზიაში მოგზაურობის გამო. რუსეთმა კიდევ უფრო განამტკიცა თავისი გავლენა რეგიონში და ყირგიზეთს ფინანსური დახმარება შესთავაზა. ამავე დროს მოსკოვმა აშშ-ს ავღანეთში არასამხედრო ტვირთის ტრანსპორტირებისთვის თავისი საჰაერო სივრცე გაუხსნა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ობამამ ხაზი გაუსვა სამხედრო ოპერაციების მნიშვნელობას ავღანეთში, რუსეთთან თანამშრომლობა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. საიდან უნდა დაიწყოს სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის ევრაზიულ მოკავშირესთან ურთიერთობების აღდგენა? მან უნდა გადააფასოს თავისი პოლტიკა რუსეთის მეზობლებთან.
მოსკოვი ისტორიულად ძალიან მგრძნობიარეა თავისი მოსაზღვრე ტერიტორიების მიმართ. გასული მილენიუმის განმავლობაში რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები ბევრად უფრო ნელა იცვლებოდა, ვიდრე მისი მთავრობები. ბუშის ადმინისტრაციამ მისი ორი სუსტი წერტილი ამოიღო მიზანში: დასავლეთის საზღვრები და ”აქილევსის ქუსლი” კავკასიაში. 2003 წლის შემდეგ, თეთრმა სახლმა მოსკოვთან ურთიერთობების ხარჯზე თავისი ფსონები საქართველოს პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე და უკრაინის პრეზიდენტზე, ვიქტორ იუშჩენკოზე დადო. მაგრამ გასული ზაფხულის ომმა საქართველოსთან და კიევსა და მოსკოვს შორის გაზის გამო ატეხილმა ამასწინანდელმა დავამ აჩვენა, თუ რამდენად უფრო გართულდა ვითარება რეგიონში. რუსეთის ურთიერთობა თავის მეზობლებთან სულაც არ არის ისეთი შავ-თეთრი, როგორც ამას ამერიკული მედია წარმოაჩენს. სააკაშვილმა და იუშჩენკომ დაადასტურეს, რომ ისინი არა მარტო სირთულეებს წარმოადგნენ, არამედ ახალ ვალებსაც. ობამას ადმინისტრაციას ახლა უკეთესი პარტნიორების შერჩევის შანსი ეძლევა.
ამასწინანდელმა გაზის დავამ უკრაინის პოლიტიკური სისტემის სისუსტე დაადასტურა. პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო გაუთავებლად იმუქრებოდა, რომ უგულვებელყოფს შეთანხმებას, რომლებზეც მოლაპარაკებებს უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო იანვარში რუსეთის პრემიერ-მინისტრთან, ვლადიმერ პუტინთან ატარებდა. ახლა კი მოვლენები ისე წარიმართა, რომ მოსკოვი კიევს ფინანსური კრიზისის დასაძლევად სესხს აძლევს. ბუშის ადმინისტრაციის მიერ პატრიოტად და რეფორმატორად გამოცხადებულმა იუშჩენკომ გამოსავალი იმაში ნახა, რომ მთელი პასუხისმგებლობა გაზის დავისთვის რუსეთს დააკისრა, რაც ცოტა არ იყოს გადაჭარბებულია. უკრაინის ეკონომიკა კატასტროფისკენ მიექანება. გაზთან დაკავშირებული გართულებები იუშჩენკოსა და ტიმოშენკოს ურთიერთობათა ჩიხური მდგომარეობის მხოლოდ ერთ-ერთი მორიგი გამოვლინება იყო. უკრაინის გაზის სახელმწიფო კომპანია ნეფტოგაზი და მისი რეპუტაციაშელახული შუამავალი როსუკრაინენერგო სხვადასხვა მხარეებს მიემხრო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტს ზოგიერთი დემოკრატიის მშობიარობის პროცესში ბუნებრივ გამოვლინებად მიიჩნევს, გლობალური ფინანსური კრიზისის პირობებში ეს სახიფათო წინაღობას ქმნის და ბუშის ადმინისტრაციასაც მმართველობის ბოლო დღეებში ბევრი უხერხულობა შეუქმნა. იყო მომენტები, როდესაც ვერც მოსკოვი და ვერც ევროკავშრი ვერ ხვდებოდა, ორი ლიდერიდან რომელი ლაპარაკობდა უკრაინის სახელით.
სამწუხაროდ, რომ იუშჩენკომ უკრაინული პატრიოტიზმი ანტირუსულ პოლიტიკაზე ააგო, რაც ზუსტად შეესაბამებოდა ბუშის შეკავების პოლიტიკას რუსეთისიდამი. მოსკოვი თავისი ბუნებრივი გაზის რესურსებს მართლაც პოლტიკურ ინსტრუმენტად იყენებს. მაგრამ რადგან რუსეთი უკრაინის ეკონომიკას სუბსიდირებას უკეთებდა იმით, რომ გაზს საბაზრო ფასებზე იაფად აძლევდა, მას სრული უფლება ჰქონდა საპასუხოდ თანამშრომლობა მოეთხოვა. სამწუხაროდ, პრეზიდენტმა იუშჩენკომ ”ვესტერნიზაცია” ნატოს წევრობასთან გააიგივა, რასაც ბუშის ადმინისტრაცია მხარს უჭერდა, ხოლო რუსეთი ოპონირებდა.
მაგრამ სამხედრო ალიანსში მეზობლების გაერთიანებისადმი წინააღმდეგობის გაწევას, ძნელად აღწერ, როგორც იმპარიალისტური ზრახვების გამოვლინებასა და მუქარას. უფრო მეტიც, რუსეთი არასდროს აპროტესტებდა უკრაინის მონაწილეობას ევროპის, ან ეკონომიკური თანმაშრომლობისა და განვითარების კავშირში, ნებისმიერ დასავლურ არასამხედრო ალიანსში. სააკაშვილიც ვაშინგტონმა ნატოში გასაწევრიანებელ ფავორიტად აირჩია.მაგრამ სააკაშვილს იღბალმა მაშინ აქცია ზურგი, როდესაც სეპარატისტულ რეგიონზე, სადაც რუსული სამშვიდობო შენაერთები იმყოფებოდნენ, შეტევა განახორციელა. რუსეთს ძალიანაც აწყობდა, რომ საქართველოში არსებულიყო ტერიტორიები, რომლებიც მუდმივად შეუქმნიდნენ პრობლემას, რადგან ნატოში არ აწევრიანებს ქვეყნებს, რომელთა ტერიტორიული მთლიანობა დაცული არ არის.
ამასობაში, გაზის დავამ ტიმოშენკოს სასარგებლოდ ითამაშა. მისმა დინამიკურმა დიპლომატიამ მოსკოვთან უკრაინელთა და ევროპელთა თვალში ტიმოშენკო მხსნელად აქცია. სანამ იუშჩენკო, იმის ნაცვლად, რომ ფუნქციური და ქმედითი ეკონომიკა შექმნას, ქვეყნის გეოპოლიტიკური საკითხების ნატოს მეშვეობით მოაგვარებას ეცდება, გაზის პრობლემა დარჩება. რუსეთს ევროპის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრუქტურებთან ინტეგრირებულ უკრაინასთან თანამშრომლობა სურს, მაგრამ არ სურს ურთიერთობა მთავრობასთან, რომელიც უდიერად ეპყრობა თავისი მფარველის გეოპოლიტიკურ ინტერესებს. თუ უკრაინისა (და საქართველო) ნატოში გაწევრიანების ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას შეაჩერებს, ობამას ადმინისტრაცია რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას შეძლებს.
ვაშინგტონისთვის უკეთესი იქნება, თუ ტიმოშენკოს დაუჭერს მხარს. მან გაზის დავა იმისთვის გამოიყენა, რომ საკუთარი თავი უკრაინის პატრიოტად, ევროპული აზროვნების პოლიტიკოსად წარმოედგინა, ისეთად, რომელსაც ამავე დროს რუსეთთან მოლაპარაკება ძალუძს. მან პრეზიდენტი იუშჩენკო დაჩრდილადა 2009 წლის უკრაინული პოლიტიკაში გამარჯვებულის სახელი მოიპოვა. გარდა იმისა, რომ ტიმოშენკომ თავისი დასავლელი მეზობლები გაზის მიწოდებით უზრუნველყო, მან, ნამდვილად მიაღწია კიდევ ერთ რამეს - მოსკოვი აღარ ჩაერევა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა 2004 წელს ის მსგავს არჩევნებში პროცესებზე ზეგავლენას ცდილობდა. ეს კი მოსკოვის პროტოჟეს, იანუკოვიჩს ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე ტოვებს. სანაცვლოდ ტიმოშენკო შეარბილებს უკრაინის ნატოში გაწევრიანების სწრაფვას, აღადგენს სტაბილურ და მომგებიან ურთიეთობებს რუსეთთან. მან უკვე მოიპოვა რუსული სესხი. გაზის კონფლიქტის დასრულებამ უკრაინაში საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დასაწყისი გვაუწყა და ამ კამპნიაში ტიმოშენკოს უკვე აქვს უპირატესობა. ერთ რამეს ვიმოდევნობთ, რომ საქართველოშიც გამოჩნდება ასეთი პრაქტიკული პოლიტიკოსი.
პრეზიდენტმა ობამამ და სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი იმით უნდა მოიპოვონ, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოსა და უკრაინაში უფრო სანდო პოლიტიკოსებს. ტიმოშენკო ხისტი პარტნიორია, მაგრამ ის არ სვამს ტოლობის ნიშანს უკრაინის ინტერესებსა და ანტირუსულ პოლიტაკას შორის, რაც პრობლემების გადაწყვეტის ნაცვლად, კიდევ უფრო ამწვავებს მათ. რადგან აშშ-ს ადმინისტრაცია ავღანეთში თავისი მონაწილეობის გაზრდას გეგმავს, თეთრმა სახლმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთთან თანამშრომლობა უნდა აღადგინონ.
ავტორზე: ანტონ ფედიაშინი ამერიკის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია.
No comments:
Post a Comment