Sunday, July 13, 2008

საქართველო ომის კვალის წაშლას ჩქარობს

lacroix 
ალენ ვილემორელი ერგნეთიდან
13 თებერვალი 2009

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან 6 თვის შემდეგ, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე წყალგაუვალი ფრონტის ხაზი მოეწყო, მაგრამ 54 000 ლტოლვილი, სწრაფი, მასობრივი გეგმის წყალობით, შეიძლება საცხოვრებელ სახლებში განთავსდნენ.

გზა, რომელიც ვაშლის ხეხილის ბაღებზე გადის, თბილისის ჩრდილოეთით უეცრად ბეტონის ზღუდეებს და მავთულხლართებს აწყდება, რომელსაც ქართველი პოლიციელები იცავენ. სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის, ცხინვალის შენობები აქედან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებითაა, მაგრამ იქ გასვლა შეუძლებელია. რუსებსა და ქართველებს შორის აგვისტოს ომის შემდეგ, ეს გასასვლელი ჰერმეტულადაა დახურული. მეორე მხარეს, 150 მეტრის მოშორებით, მეორე წინაღობაა აღმართული, რომელსაც რუსული და სამხრეთ ოსური დროშები ამშვენებს.

რუსეთის გენერალური პროკურორის მონაცემებით, ოსების მხრიდან 162 ადამიანია დაღუპული. ქართული მთავრობა თავის რიგებში 364 დაღუპულს, აქედან 170 სამხედრო მოსამსახურეს და 194 სამოქალაქო პირს ითვლის. კონფლიქტის გამო ქართულ მხარეს 27 ათასი დევნილი გაჩნდა. გარკვეულმა ნაწილმა, 11 ოქტომბერს რუსული ჯარების ნაწილობრივი გასვლის და ნიკოლა სარკოზის ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების წყალობით, საკუთარ სახლებში დაბრუნება მოახერხა. მაგრამ 54 000 მცხოვრებმა, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან და პატარა ქალაქ ახალგორიდან გამოდიოდნენ რუსეთის არმიის მიერ ტერიტორიების ანექსიის გამო, ამის გაკეთება ვეღარ შეძლეს. ომიდან 6 თვის შემდეგ, რადგან ლტოლვილები პირველ ზამთარს ასეთ პირობებში ატარებდნენ, საქართველოს მთავრობისთვის მათი განსახლება ნამდვილი გამოწვევა იყო.

იმ გზის გასწვრივ, რომელიც თბილისიდან ცხინვალისაკენ მიემართება, საქართველოს მთავრობამ დევნილებისთვის დროებითი საცხოვრებლები სასწრაფოდ ააგო. სულ რამდენიმე თვე საკმარისი აღმოჩნდა, რომ მიწაზე ასობით, ერთმანეთის მსგავსი ოთხკუთხა სახლები აღმოცენებულიყო, რომლებიც ერთმანეთს სოკოებივით ებმის. მთლიანად, 1000-მდე ასეთი საცხოვრებელი აშენდა, რომლებიც შედგება: აუცილებელი ოთახის, მისაღების, სააბაზანოსა და სამზარეულოსაგან. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, მომცრო მასშტაბისაა, მაგრამ იმ თავშესაფრებს გაცილებით ჯობს, სადაც დევნილები თვეების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ჰუსეინ მენელაშვილი, რომელიც 70 წლისაა, უკვე რამდენიმე თვეა რაც ასეთ სახლში, გორის წინ ცხოვრობს. ის ლიახვის ხეობის ერთ-ერთი სოფლის სკოლის დირექტორი იყო და 8 აგვისტოს იქიდან ჯერ მანქანით, ხოლო მას შემდეგ რაც მანქანა დაუცხრილეს, ფეხით გარბოდა.

ომამდე შეძლებულმა ადამიანებმა ”სიცოცხლის გარდა, ყველაფერი დაკარგეს”

დღეს მათ არ იციან მათი სახლები რა მდგომარეობაშია, სახლები სადაც ომამდე ცხოვრობდნენ. ”ერთი ორსართულიანი შენობა და კიდევ ორი სახლი მქონდა, ჩემი ბიჭებისთვის. იქ სულ 20 ოთახი იყო. დღეს ვცხოვრობ სახლში, რომელიც სიდიდით, ჩემს ძველ საქათმეს თუ შეედრება, თავს კი ჰუმანიტარულ პროგრამით მოწოდებული საკვებით ვირჩენ.” ომის წინ საკმაოდ შეძლებული ადამიანი იყო, მაგრამ სიცოცხლის გარდა, ყველაფერი დაკარგა. ის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს დაბრუნდებოდა, მაგრამ ეთნიკური წმენდის შემდეგ, რომელიც კონფლიქტიდან მეორე დღეს დაიწო, დაბრუნება წარმოუდგენელია, რადგან ლიახვის ქართველობა შეიძლება ოსეთის მილიციის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდეს, რომლებსაც რუსეთის არმია ეხმარება. ამ სწრაფად შექმნილ სოფლებში, რომლებსაც ლტოლვილებმა თავი შეაფარეს, ადმინისტრაციული შენობები და სკოლებიც შენდება. ამჟამად დასახლებების ირგვლივ გზები არ არსებობს. პატარა წვიმის შემთხვევაშიც კი, ყველაფერი წყლით ივსება. თბილისმა მოახერხა ის, რისი მოხერხებაც შეიძლებოდა: თითოეულ მათგანს ზამთრისთვის ჭერი მისცა. ლტოლვილები შუქისა და გაზის ფულს არ იხდიან. როდესაც მათ სახლები მიიღეს, ორი ოთახში ავეჯით უკვე გაწყობილი იყო: მაგიდა, საწოლი, ტელევიზორი და ცოტა თეთრეულიც. ისინი პურს ყოველდღიურად იღებენ და 100 ევროს ექვივალენტის კომპენსაციასაც მიიღებენ.

რეგიონისთვის, რომელსაც ოცი წლის განმავლობაში კონფლიქტი არ აკლდა, ასეთი პირობების მოწყობა უჩვეულოა. ხელისუფლებას სურს, ომის კვალი რაც შეიძლება სასწრაფოდ წაშალოს. გორის შესასვლელში, ომის დროს დაბომბილი კაზარმები უკვე აღდგენილია, ბომბებისაგან გზებზე წარმოქმნილი ორმოები - ამოვსებული. ეხლა უკვე რთული მისახვედრია, რომ სულ ცოტა 6 თვის წინ აქ ომი იყო.

თუკი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა ასეთი ხარჯების გაღება შეძლო, ეს სწორედ ძლიერი საერთაშორისო დახმარების შედეგია. შეერთებულმა შტატებმა ომის შემდეგ საქართველოს 250 მილიონი ევრო გადმოურიცხა. დონორი ქვეყნების კონფერენციის შემდეგ, ბრიუსელში, საქართველომ 3,8 მილიარდი ევროს დახმარება მიიღო, რომლის ნახევარი საჩუქარია, ნაწილი კი კრედიტის სახითაა ჩარიცხული. მხოლოდ კონფლიქტით გადაადგილებულთა დახმარების ფონდი 500 მილიონი ევროა.

ლტოლვილები ომის გამო, საქართველოს მთავრობას დიდად არ კიცხავენ

მიღებული ტრამვის მიუხედავად, დევნილები საქართველოს მთავრობას მაინც და მაინც არ კიცხავენ. ”ჩემთვის ნათელია: რუსები შემოვიდნენ, მათ ჩვენი ტერიტორიები დაიკავეს და ჩვენ უნდა წავიდეთ. საქართველოს მთავრობა აქ არაფერ შუაშია,” გვიხსნის 24 წლის გიორგი, ახალგორის მეტეოროლოგიური სამსახურის ყოფილი მოსამსახურე. მუდმივად ამ რეგიონში მცხოვრები იგი თხუთმეტი წლის განმავლობაში ომის წინა ხაზზე იმყოფებოდა, კონფლიქტი კი რეალურად 1991 წელს დაიწყო. იგი რუსების შემოჭრის, ამ კონფლიქტის ერთი ეპიზოდის მსხვერპლი გახდა.

ისინი კი, ვინც საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ, სულ სხვა სახის პრობლემებს წააწყდნენ. 57 წლის მადონა ქარაძის სახლში დღეიდან მხოლოდ ღორღსა და დამსხვრეულ მინაზე შეიძლება სიარული. ”აქ სამზარეულო იყო,” გვითხრა მან და ნახევრად დამწვარი კარი გამოაღო. სახლი 28 აგვისტოს, ომის შემდეგ დაიწვა, როცა ძარცვა დაიწყო. ორსართულიანი სახლის ჩონჩხიც კი ვერ გადარჩა.

ერგნეთში, ოსეთის ფრონტისპირა უკანასკნელ საცხოვრებელ სოფელში, ათობით სახლი მიწასთანაა გასწორებული. დღეიდან მადონა ქარაძე უბრალო საცხოვრებელ ფარდულში ცხოვრობს, რომელიც დანიელი კონსულის მიერ ლტოლვილების დასახმარების ფონდში შენატანის წყალობით მიიღო. ფარდული თავისი ბაღის სიღრმეში ჩადგა. იქ მხოლოდ საწოლისა და მაგიდის ადგილია და პატარა შეშის ღუმელით თბება. მას არც წყალი და არც სანიტარული ნორმების დამცავი საშუალებები გააჩნია და სულ იმაზე ფიქრობს, როგორ სახლი ხელახლა როგორ ააშენოს. ”ეს სახლი ჩემმა ქმრიმა და მამამისმა ააშენეს. ეს იყო ყველაფერი, რაც ჩვენ გაგვაჩნდა”...

მან საქართველოს მთავრობისგან ზარალის ანაზღაურების სახით 12 ათასი ევროს მიღებას მიაღწია, მაგრამ ეს სახლის ასაგებად და მუშებისათვის ფულის გადასახდელად საკმარისი სულაც არ არის.

ორიგინალი

No comments: