Sunday, July 13, 2008

ობამა და რუსეთი

new_york_times

სარედაქციო წერილი
11 თებერვალი 2009

ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა შაბათს ევროპის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ დადგა დრო ურთიერთობათა გადაწყობისა და მიმოიხილა ბევრი სფერო, რომელშიც შეერთებულ შტატებსა და რუსეთს ერთად მუშაობა შეუძლიათ. კვირას სერგეი ივანოვი, პრემიერ-მინისტრის მოადგილე, რომელიც არასდროს გამოირჩევა შემრიგებლური ტონით, ინიციატივას მიესალმა..

ჩვენ დაგვამშვიდეს იმით, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი თანამშრომლობაზე ალაპარაკდნენ. ამ ურთიერთობებში მართლაც უამრავი რამ მოითხოვს გადაწყობას. ყველაფერი კი იმით უნდა დაიწყოს, რომ გამომცოცხლდეს მოლაპარაკებები, რომელთა მიზანიც  ბირთვული იარაღის დიდი მარაგების თავიდან მოცილება იქნება. მაგრამ ურთიერთობათა გადაწყობა არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ვლადიმერ პუტინის კრემლს ავტორიტარული გზით სვლა ვაპატიოთ.

პრეზიდენტი ბუშმა წლები დაახარჯა განსხვავებული გზების ძიებას, ამ დროს კი პუტინი სდევნიდა თავის ოპონენტებს, ზღუდავდა პრესის თავისუფლება და ემუქრებოდა თავის მეზობლებს. სანამ ის პუტინის თვალებში ცქერით იყო დაკავებული, ბუშმა რუსეთის განაწყენების ბევრი მიზეზი უყურადღებოდ დატოვა. მათი უმეტესობა უკანონო იყო, მაგრამ ყველა- არა.

პრეზიდენტმა ობამამ ასეთი შეცდომები არ უნდა გაიმეოროს. რუსეთმა გასულ კვირას გარკვევით აგრძნობინა, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს ურთიერთობა. ბაიდენის სიტყვამდე ზუსტად ერთი დღით ადრე, კრემლმა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, ყირგიზეთი შეაგულიანა და $2.15 სესხის მიცემის დაპირებით ის ათქმევინა, რომ აუქმებს ამერიკულ ბაზას, საიდანაც შეერთებული შტატებს შეიარაღებულ ძალებს ავღანეთში ტვირთს აწვდიდდნენ.

შეიარაღების კონტროლი პროგრესისთვის შესაძლოა ყველაზე იმედის მომცემ სივრცედ იქცეს. 2002 წლის მოსკოვის ხელშეკრულება, ბუშის მიერ მიღებული ერთადერთი შეთანხმება, ნებას რთავს თითოეულ ქვეყანას  შორი დამიზნების ბირთვული იარაღი 1700-დან 2200 ერთეულამდე ჰქონდეს. თითოული მათგანი ადვილად შეიძლება შეთანხმდეს 1000 ერთეულზე. სწრაფი შეთანხმება ჩრდილო კორეასა და ირანს, სხვებს, ვინც უდიერად ეპყრობა კანონს, ძალიან მნიშვნელოვან სიგნალს გაუგზავნის.

ადმინისტრაციამ მიანიშნა იმაზე, რომ ბუშის სარაკეტო თავდაცვითი სისტემების პოლონეთსა და ჩეხეთში განთავსების გეგმასთან დაკავშირებით კომპრომისისთვის ღია. ჩვენ საკმაოდ სკეპტიკურად ვართ განწყობილნი იმისადმი, რომ ტექნოლოგია მზად იქნება საჭირო მომენტისათვის. ჩვენ იმისადმიც სკეპტიკურად ვართ განწყობილნი, რომ სისტემა რუსეთის უფართხოებას ემუქრება. პრობლემასთან მიმართებაში ჯანსაღი დიალოგის დაწყება ნამდვილად დგას დღის წესრიგში.

კრემლი ნატოს ავღანეთთან, პრეზიდენტ ობამას ყველაზე მთავარ გამოწვევასთან, დაკავშირებით დახმარებას სთავაზობს. მოსკოვს თალიბები არ უყვარს. და ამის გამოცდა მართლაც ღირს. მაგრამ თუ ვაშინგტონმა რაიმე გაკვეთილი მიიღო, ის იმაში უნდა მდგომარეობდეს, რომ  საომარი მოქმედებებისათვის ტვირთის ტრანსპორტირების მარშრუტის შერჩევის ბევრი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

ადმინისტრაციამ ისიც უნდა გაარკვიოს, თუ რამდენადაა მზად მოსკოვი ირანის ბირთვულ პროგრამაში დახმარებისთვის. ესეც რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებში შედის, თუმცა კრემლი ამას აქამდე ვერ აცნობიერებს.

აქამდე ობამა არაფერს ამბობდა რუსეთის მიერ ამ ბოლო დროს თავისი მეზობლების დაშინების მცდელობებზე. მან თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს. გასულ წელს რუსეთში შეჭრის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობით, არად ჩააგდო საერთაშორისო სამართალი. ამ ბოლო დროს ის კიდევ უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ ომამდელ პოზიციაში ჯარების გაყვანის მაგიერ, რის დაპირებასაც იძლეოდა, აქ ბაზების აშენებას გეგმავს. საქართველოს კონფლიქტი სწრაფად ვერ გადაწყდება, მაგრამ მოსკოვს არ უნდა მიეცეს იმის ფიქრის უფლება, რომ მსოფლიო უსიტყვოდ შეეგუება მის გაურკვეველ ყოფნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

არ ვიცით, როგორ უნდა მოახერხოს ობამამ ბალანსის დაცვა - ითანამშრომლოს კრემლთან და ამავე დროს თავიდან აიცილოს მის მიერ მეზობლების დაშინების პრაქტიკა. მაგრამ მხოლოდ მსგავსი დამოკიდებულება შეიძლება გახდეს გონივრული ურთიერთობის საფუძველი.

ორიგინალი

No comments: