რეი ფარლონგი
13 თებერვალი 2009
ბევრი ოპოზიციონერი საქართველოს პრობლემებში პრეზიდენტ სააკაშვილს ადანაშაულებს და მის გადადგომას მოითხოვს. რეი ფარლონგი მას ქვეყნის გარშემო თავბრუდამხევ ტურში ახლდა და გამომწვევად ოპტიმისტ ადამიანად მიიჩნია.
თბილისის ქუჩებში პრეზიდენტ სააკაშვილის ავტოკოლონით ვმოძრაობდი. გარშემო ყველაფერი გაჩერებული იყო. რამდენიმე ადგილას სვლა შევანელეთ. გამვლელებს სახეებზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდათ. მათი გამომეტყველება არფრისმთმქელი იყო. რას გრძნობდნენ - ზიზღს თუ აღფრთოვანებას? შეკითხვის დრო არ მქონდა. მანამდე უკვე ორი მშენებლობა მოვინახულეთ და მალევე აღმოვჩნდით აეროპორტის ”ვიპ” გასასვლელში - პირდაპირ ასაფრენ ბილიკზე და შემდეგ პრეზიდენტის თვითმფრინავში.
ჯერ დასავლეთისკენ ბათუმში გავფრინდით, შემდეგ ვერტმფრენით ქალაქ ქუთაისში, ცენტრალურ საქართველოში გავემგზავრეთ, სადაც ინდოელი ინვესტრორი საბჭოთა ეპოქის დანგრეული ცემენტის ობიექტის აღდგენითაა დაკავებული.
დადგმა
პრეზიდენტი სამშენებლო ტერიტორიაზე მიაბიჯებდა, მე და ჩემს ოპერატორს მის დასაწევად სირბილი გვიწევდა - დაცვის თანამშრომლები გაუთავებლად გვეუბნებოდნენ სწრაფად გვემოძრავა.
ეს კლასიკური დადგმული ფოტო სესია იყო და ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ ომის მიუხედავად, საქართველო უცხოელი ინვესტტორების კვლავ მიმზიდველია, რომ აქ სამუშაო ადგილები იქმნება.
რეალობა კი ის არის, რომ ქვეყნიდან ბევრი ინვესტორი გაიქცა. უმუშევრობა ახლა 13%-ს აღწევს, რაც კავკასიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
შემდეგი შეხვედრა დადგმული იყო. ჩვენ ზუგდიდში ჩავედით, სეპარატისტული რეგიონის აფხაზეთის მეზობლად. ჩვენი თანმხლები პირები მოკლედ შეჭრილ თმებსა და ტყავის შავ ქურთუკებში უკან შფოთვით მოგვყვებოდნენ.
თბილი შეხვედრა იყო. ადგილობრივი ბავშვები ”მიშა, მიშა”-ს სკანდირებდნენ, როდესაც ის ახალი სკოლის მოსანახულებლად მივიდა, რომელიც ომის დროს დაინგრა და შემდეგ აღადგინეს.
იქვე, სანაპიროზე, მან ბავშვების გადამწვარი სათამაშო მოედნის ნანგრევები მაჩვენა.
”რუსები აქ მხოლოდ იმისთვის მოვიდნენ, რომ ეს დაენგრიათ,” მითხრა მან. ეს იყო პირველად შესვენება მთელი ამ არანორმალური მოგზაურობის პერიოდში.
”შეძლებს საქართველო დანგრეულის აღდგენას და გლობალურ ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებას?” ვკითხე მე.
”რა თქმა უნდა,” თქვა მან. ”ჩვენ ღაზა და კოსოვო არ ვართ.”
გულისწყრომა
საუბარი ბათუმში დაბრუნების დროს, ვერტმფრენში განვაგრძეთ. მე მას ოპოზიციაზე ვკითხე, რომელიც მის გადადგომას ითხოვს და აცხადებს, რომ მას საქართველოს კრიზისიდან გამოყვანის უნარი არ აქვს, რომ იგი ავტოკრატია, რომელმაც მედიის თავისუფლება შეზღუდა.
საქართველოში პრესის თავისუფლების პრობლემებზე დასვლელი დიპლომატებიც საუბრობენ.
”უამრავი ოპოზიციური არხია,” ამბობს იგი. ”ისინი ჩემზე მართლაც საშინელ რაღაცეებს ლაპარაკობენ. დედაჩემი ძალიან შეწუხებულია. მაგრამ მე მიყვარს მათი ყურება და სიცილი.”
როდესაც ვკითხე, რომელ პროგრამებს გულისხმობდა, მან ახალი სატელევიზიო ”რეალითი” შოუ დაასახელა, სადაც თბილისზე საუბრობენ” ის ცნობილ მომღერალს მიყავს, რომელმაც თავი გამოიკეტა ციხის ცრუ საკანში და ამბობს, რომ ვიდრე ახალი არჩევნები არ დაინიშნება საკნის დატოვებას არ აპირებს.
”ბოლო დროს თუ ნახეთ?” ვკითხე მე.
”არა, რატომ?”
”რადგან ამ კვირაში მეც იქ ვიყავი.”
ამას ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა და შეიძლება სიტუაცია რეალურად გამეფუჭებინა. მე მომღერალს ინტერვიუსთვის მისსავე საკანში მივაკითხე, შემდეგ მათ ამ ინტერვიუს სრული ჩანაწერი იმ საღამოს ეთერში გაუშვეს. ეს თავისებურად პოპულარობის შეძენა იყო, მაგრამ საქართველოში ამისთვის ნამდვილად არ ჩავსულვარ.
საბედნიეროდ, მიშამ ეს სახალისო ამბად აღიქვა და მალე
მორიგ მშენებლობასთან მივედით - ამჯერად ბათუმის ახალ ჰილტონის სამსტუმროსთან, რომელიც შავ ზღვას გადაჰყურებს. მოგვიანებით ლანჩზე პრეზიდენტი სხვადასხვა მხატვრების შექმნილი ადგილობრივი სამშენებლო პროექტების ფოტოებს ათავალიერებდა.
”ეს რაღაც დუბაის მსგავსი იქნება,” თქვა მან და ხელით შემწვარი შავი პურის ნაჭერს წვდა.
სუფრა სავსე იყო კერძებით: შემწვარი თევზი, ბადრიჯანი, ბროწეული, და ლალისფერი წითელი ქართული ღვინო. მიშა აქტიური მჭამელი და სადილზე კონტაქტური პარტნიორი იყო, იხსენებდა, საბჭოთა დღეებში როგორ ჭამდნენ მისი მეგობრები ცივ ”ბურგერებს”, რომლებიც მან მოსკოვის პირველი მაკდონალდსის რესტორნიდან ჩამოუტანა. სწორედ ასეთმა უშუალობამ და კონტაქტურობამ გახადა იგი ასეთი პოპულარული. მაგრამ ახლა ის სერიოზულ გამოცდას გადის.
მძიმე დრო
საქართველოში ყოფნის დროს, თითქმის ყველას ვისაც ვესაუბრე სანდო შემოსავლის წყარო არ აღმოაჩნდა. გორის ბაზარში, ქალაქში, რომელიც აგვისტოს მძიმე ბრძოლის თვითმხილველი გახდა, პენსიონერები თესლს ჯამებით ყიდდნენ.
ახალგაზრდა ქალმა მითხრა, რომ მის ქმარს სამსახური არასდროს არ ქონია. ”ხალხი ძალიან განერვიულებულია,” ამბობს იგი. ”არავის არაფრის კეთების სურვილი აღარ აქვს.”
ახლომდებარე სოფლებში ადამიანთა ჯგუფები ქუჩაში უბრალოდ იდგნენ. ბევრს ომმა მოსავალი გაუნადგურა. თბილისში მე დევნილები ვნახე, რომლებიც გაყინულ თავშესაფარში ელექტროენერგიის და გაზის გარეშე ცხოვრობენ. ზოგიერთი მათგანი პირველი ომის შემდეგ, 1993 წლიდან, უსახლკაროა.
პრეზიდენტი აღიარებს, რომ ქართველების ნაწილი მართლაც რთულ მდგომარეობაშია. მაგრამ ამ სიტყვების შემდეგ მას ისევ ოპტიმიზმი იპყრობს.
”ჩვენ ისეთი პატარა ეკონომიკა გვაქვს,” ამბობს იგი. ”ბევრი არ არის საჭირო, რომ წინ დავიძრათ. სულ რაღაც რამდენიმე მილიონი ვართ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.”
საუბრის დროს მან ხელები თევზის ძვლებს გარშემო რკალისებურად შემოაწყო. შემდეგ წავიდა - გერმანიაში მიფრინავდა და მე კი თბილისში ვერტმფრენით ორსაათიანი მგზავრობისთვის მოვემზადე. ლიდერზე ფიქრის დროც დადგა, რომელმაც შარშან ზაფხულში ომი გადაიტანა და რომელიც დღეს სახლში სულ უფრო მეტი პრობლემების პირისპირ დგას.
ორიგინალი
No comments:
Post a Comment