Monday, July 14, 2008

რატომ ველოლიავებით რუსეთის ილუზიებს?

wall_street_journal

მეთიუ კამინსკი
13 თებერვალი 2009

ზედემეტი პატივისცემა პუტინის ძალაუფლებას განამტკიცებს.

ბარაკ ობამას რუსეთთან მეგობრობა სურს, მისმა ვიცე-პრეზიდენტმა ურთიერთობების გადასინჯვა შემოგვთავაზა.

რა ნაცნობია ესყველაფერი. ბილ კლინტონი ბორის ელცინს ეხუტებოდა, ჯორჯ ბუში მისი მემკვიდრის სულს ჩაშტერებოდა. მაგრამ ასეთი ცუდი ურთიერთობები ჩერნენკოს კრემლში ყოფნის მერე აღარ გვქონია.

მაშ რა ხდება? კლინტონისა და ბუშის ერაში დემოკრატია, ღია ბაზრები და სტაბილურობა მთელს რეგიონს მოედო. ესტონეთიდან დაწყებული, საქართველოში და მაკედონიით დამთავრებული, თავისუფალი ხალხი დასავლეთთან შერწყმას ელტვოდა.

თავისი ყოველი ნაბიჯით რუსეთი პოსტ-ცვი ომის დიდი პროექტის დასამარებას ცდილობს. გასაგებია, რომ კრემლი თავისი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, მაგრამ აშშ-მაც იგივე უნდა გააკეთოს.

საუბარში ფოგი ბოთომი ერთვება: წარმოიდგინეთ მსოფლიო, სადაც რუსეთი მეგობრულადაა განწყობილი, გვეხმარება, ირანის ატომური იარაღის პროგრამას აჩერებს. ამიტომ, ნება დაგვრთეთ აღარ მივაწვეთ ანტი-ირანულ სარაკეტო სისტემების განთავსებას პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში, იდეას, რომელიც რუსეთს ასე სძაგს. თუ საჭიროა, მომვიმიზეზოთ, რომ ფასი და რეალიზაციის შესაძლებლობა შემდგომ კვლევას მოითხოვს. უარი ვთქვათ უკრაინისა და საქართველოს კავშირების განმტკიცებაზე ნატოსთან. რუსეთს ისეთი განცდა გავუჩინოთ, რომ მნიშვნელოვანია და მას აზრს ეკითხებიან. ჯო ბაიდენმა სწორეს ამ ტიპის გარიგების სურათი დახატა გასულ კვირას მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

დავიმშვიდოთ თავი იმით, რომ თუ საქციელს შევიცვლით, კრემლის გულს მოვიგებთ. სანამ ობამა მსგავს საქმიანობას შეეცდება, ამასწინანდელი ისტორიას უნდა გაეცნოს. სარაკეტო სისტემებზე ამერიკელი დიპლომატები რუსეთთან იმდენ ხანს აწარმოებდნენ მოლაპარაკებას, რამდენ ხანსაც ენტრალური ევროპის ქვეყნებთან და კრემლს თანამონაწილეობას სთავაზობდნენ. არაფერი გამოვიდა. კოსოვოს დამოუკიდებლობასთან და ირანისთან სანქციებთან დაკავშირებით, რუსეთმა გაეროში დასავლეთის გადაწყვეტილებებს ვეტოს დაადო.

გასულ ზაფხულს ნატომ საქართველო და უკრაინა გასწირა იმისთვის, რომ პუტინისთვის კეთილგანწყობის სიგნალი გაეგზავნა. ერთი დღის შემდეგ პუტინმა ბუშს პირად საუბარში განუცხადა, რომ უკრაინა ნამდვილი ქვეყანა არ არის და რუსეთის ნაწილია. ხუთი თვის შემდეგ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და მისი სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსირება მოახდინა.

ობამამ შესაძლოა რუსეთის გულის მოგების ცდუნებას აყვა. ბოლოსდაბოლოს მათ ამერიკა ბევრად უფრო მეტად სჭირდებათ, ვიდრე ამერიკას რუსეთი. ჩვენ მტრები არ ვართ. მთავარი სტრატეგიული პრობლემები რუსეთს აღმოსავლეთით ელოდება: ჩინეთი მშიერი თვალებით შეჰყურებს მოსკოვს მოწყვეტილ, უზარმაზარ, საბადოებით მდიდარ და თითქმის დაუსახლებელ ციმბირულ სტეპებს. სამხრეთით: ისლამური ექსტრემიზმი, ირანი, რომელიც კასპიირეთში ენერგორესურსებსა და გავლენაში ეჯიბრება.

პუტინი ყოველდღე ხედავს როგორ იძირება მისი ეკონომიკა, რის გამოც რუსეთი ვეღარ შეძლებს ნავთობზე მაღალი ფასებით მინიჭებული უპირატესობით სარგებლობას და თავისი ეკონომიკის დივერსიფიცირება. ის მსოფლიოს გაზის, ნავთობისა და მეორეხარისხოვანი იარაღის გარდა ვეფარეს ღირებულს ვერ მიყიდის. მისი ინფრასტრუქტურა ცვდება, ხოლო მოსახლეობა იკლებს.

რუსეთის ლიდერებმა უნდა დაინახონ ყველა ეს დამღუპველი საფრთხე და დასავლეთთან პარტნიორობა უნდა მოუნდეთ. მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი, რომ პუტინის პატარა, ყაჩაღი ავტორიტარული წრის ინტერესები რუსეთისას ემთხვეოდეს.

ობამას მაგია, როგორც ჩანს, ვერ გაჭრის რეჟიმთან, რომელიც ლეგიტიმაციას ამერიკისადმი ზიზღით იძენს. ამერიკის არჩევნების მეორე დღესვე, დიმიტრი მედვედევმა პუტინის ხელქვეითმა პრეზიდენტის ოფისში, ერს სიტყვით მიმართა და არჩევნების შედეგები შინაური აუდიტორიისთვის ასე დახატა. აშშ განაცხადა მან, იმ დროს, როდესაც მთელ მსოფლიოში ობამას გამრჯვების შემდეგ პორამერიკული განწყობები ჭარბობდა, ” თვითკმაყოფილი... მცდარი, ეგოისტი და ხანდახან უბრალოდ საშიშია”.

ობამას მობრძანებას თეთრ სახლში კრემლი იმით მიესალმა, რომ ადმინისტრაციას პირველი სერიოზული თავსატეხი გაუჩია. თავის სწრაფად განლევადი რეზერვებიდან რუსეთმა ყირგიზეთს $2 მილიარდი ქრთამი მისცა და ავღანეთში მიმავალი მთავარი სატრანსპორტო კვანძი, ამერიკული აეროპორტი გააუქმებინა. რუსეთისთვის სწრაფვა ”გავლენის სფეროებისადმი” მის სამხრეთით ისალმური ექსტრემიზმის საფრთხეზე უფრო მნიშვნელოვანია.

აქ ისევ ცივ ომთან გვაქვს საქმე. მაგრამ რუსებს სხვა ნარატივი არც არასდროს შეუთავაზებიათ. მიხეილ გორბაჩოვის ”ევროპული ოჯახების იდეა” და ელცინი, რეფორმების ინიციატორი. პუტინი ნაცნობ რეცეპტს დაუბრუნდა: რუსეთი იმპერიის მშენებელი და დასავლეთის რისხვა.

ცივი ომის მენტალიტეტი ამერიკასაც შემორჩა. საგარეო პოლიტიკური კასტა, რომელშიც ძალიან ბევრი სოვეტოლოგია რუსეთის მნიშვნელობას აზვიადებს. საელჩო მოსკოვში უზარმაზარია, ორმხრივი შეხვედრები, ისე როგორც წარსულში, ”სამიტებად” იწოდება.

ობამას სტარტი რეალობის გადამოწმების შესაძლებლობას იძლევა. აშშ-მ უნდა ითანამშრომლოს რუსეთთან, მაგრამ ისე, რომ კუთვნილი ადგილი მიუჩინოს. იმის ვარაუდი, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ან ჩეხეთის რესპუბლიკასთან ჩვენ ალიანსთან მიმართებაში რუსეთს განსაკუთრებული სიტყვა ეთქმის, მისი ძლევამოსილებისა და დიდებულების შესახებ პუტინის ილუზიებს გამოკვებავს და მას ხელისუფლებაში დარჩენის საშუალებას მისცემს.

ბოლოსდაბოლოს ეს რუსეთის გადასაწყვეტია, უნდა, თუ არ მას მეგობრობა. ერთ დღესაც კრემლში მკაცრი არჩევანის პირისპირ აღმოჩნდებიან: უნდა თუ არა იზოლირებულ და უფუნქციო რუსეთს მოდერნიზაცია და დასავლეთთან შერწყმა, თუ ნელ დაცემას განაგრძობს? მანამდე კი ობამამ ასპირინი უნდა მოიმარაგოს და რუსთთან დაკავშირებული ჩვენი და თავისი მოლოდინები ჩააცხროს.

ავტორზე: კამინსკი ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრია

ორიგინალი

No comments: