Monday, July 14, 2008

გაერომ საქართველოში საზავო შეთანხმების მეთვალყურეთა მისიას ვადა გაუგრძელა

ap_logo

ჯონ ჰეილპრინი
13 თებერვალი 2009

გაერთიანებული ერები - გაეროს უშიშროების საბჭომ თანხმობა განაცხადა სამშვიდობო მისიის მოქმედების ვადის ოთხი თვით გაგრძელებაზე. მისია საქართველოსა და სეპარატისტულ რეგიონს, აფხაზეთს შორის საზავო შეთანხმების შესრულებას დააკვირდება.

საბჭომ ერთხმად (15-0) დაადგინა, რომ გაერომ ივნსის შუა რიცხვებამდე უნდა შეაფასოს დატოვებს, თუ არა თავის 400 კაციან მისიას რეგიონში რუსულ-ქართული ომის შუქზე.

აგვისტოს ხუთდღიანმა ომმა და რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობამ დაძაბა ურთიერთობა მოსკოვსა და დასავლეთს შორის.

საბჭოს მთავარი წევრი ქვეყნები დაეთანხმნენ გენერალური მდივნის, ბან კი-მუნის შესაფესებებს, რომელთა თანახმადაც კონფლიქტმა და რუსეთის მიერ ორივე რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ შეცვლა კონტექსტი, რომელშიც გაერო ბოლო 14 წლის განმავლობაში ოპერირებდა.

”ჩვენ გვინდა უფრო მდგრადი შეთანხმების მიღწევა, ისეთის, რომელშიც აისახება სიტუაცია რეგიონში” - განუცხადა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს ბრიტანეთის ელჩმა, ჯონ სეივერმა.

რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ ”საბჭომ დაამტკიცა ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომელმაც არა მხოლოდ მისიის მანდატი გააგრძელა, არამედ გააგზავნა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი”.

საერთაშორისო საზოგადოებამ პირველად გამოთქვა კმაყოფილება და მიიღო ევროპის კავშირის შუამდგომლობით დადებული საზავო ხელშეკრულების პირობები, განაცხადა ჩურკინმა.

შავი ზღვის პროვინცია აფხაზეთი დამოუკიდებლად იმართება 1993 წლიდან. იმ დროისთვის ორი წლის განმავლობაში მიმდინარე ომი ქართულ ჯარებთან, გაეროს საზავო შეთანხმებით დასრულდა.

ომი 7 აგვისტოს ქართველთა შეტევით დაიწყო და მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღდგენას. მეზობელმა რუსეთმა საპასუხოდ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ჯარი გააგზავნა და ქართულ ჯარს მალე დაახევინა უკან.

საბჭოს მოახსენეს, რომ რუსეთის ჯარმა უარყოფითი ზეგავლენა იქონია ქართულ-აფხაზურს კონფლიქტზე და მის მიღმაც. ოპერაციაში მონაწილეობდა ათასობით ჯარისკაცი და ჯავშანტექნიკა.

ევროკავშირის თაოსნობით დადებული საზავო ხელშეკრულების თანახმად, საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურენი განთავსდნენ და რუსულმა ჯარმა დატოვა საქართველოს ტერიტორია. მაგრამ რუსეთმა დატოვა თავისი ჯარი სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში, რაც აშშ-ს, ნატოსა და ევროკავშირის თქმით, საზავო შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევაა.

მიმდინარე კვირას რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განკარგულება გასცა დუწესდეს ეკონომიკური სანქციები ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს იარაღს აწვდიან. მას არ დაუზუსტებია ”რა სპეციალური ეკონომიკური ზომების” დაწესება შეუძლია რუსეთს.

რუსეთმა რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის უკრაინას, მეორე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ბრალი დასდო იმაში, რომ იარაღის მიწოდებით მან საქართველოს ომისკენ უბიძგა. რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ იარაღის საერთაშორისო ემბარგოს დაწესებას ითხოვს.

ორიგინალი

No comments: