ტომ ლასეტერი
12 თებერვალი 2009
თბილისი , საქართველო - დაახლოებით ოთხი წლის წინ ის ათიათასობით მოზეიმე ადამიანის პირისპირ იდგა, ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და საქართველოს პროდასავლურ მთავრობაზე ლაპარაკობდა: ”დემოკრატიული რეფორმატორების სულისჩამდგმელები ... მთელს მსოფლიოში”.
საქართველო ხელისუფლებისგან, რომელიც რუსეთთან იყო კავშირში, 2003 წელს, ვარდების რევოლუციის მეშვეობით გათავისუფლდა. მოგვიანებით უკრაინაში აშშ-ს მხარდაჭერით ნარინჯისფერი რევოლუცია მოხდა და მსოფლიომ ასეთი შეტყობინება მიიღო: ”თავისუფლება ყველა ერის მომავალია” - წორედ ასე განაცხადა ბუშმა.
მაგრამ დღეს საქართველოსა და უკრაინის მთავრობები თავისუფლების სიმბოლოდ აღარ გვევლინებიან. ისინი უფრო, აშშ-ს საგარეოპოლიტიკური შეცდომებს განასახიერებენ: აგულიანებენ რუსეთს, რომელმაც თავისი მოწინააღმდეგეების სისუტით სარგებლობს და ამერიკის მოკავშირეებს ჩრდილს აყენებენ.
რუსეთისა და მისი მეზობლების გამო ბარაკ ობამასთვის შექმნილი დიპლომატიური ამოცანის სირთულე სცილდება ორი ქვეყნისა და მოსკოვის სამეზობლოს ფარგლებს. გასული თვის დასაწყისში, რუსეთმა ძალა კიდევ ერთ, ”ცისარტყელის რევოლუციის” ქვეყანაში, ყირგიზეთში მოსინჯა, სადაც დემოკრატიულ რეფორმებს ბოლომდე არც არასდროს გაუდგამთ ფესვი.
რუსეთმა ცენტრალური აზიის ამ ქვეყანას $2 მილიარდი სესხი დახმარების სახით შეაძლია. თითქმის დაუყოვნებლივ, მოსკოვშივე, ყირგიზეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის თავის ქვეყანაში აშშ-ს საჰაერო ბაზის გაუქმებას გეგმავს, ბაზის, რომელსაც აშშ-ს მისიისთვის ავღანეთში საკვანძო როლი ენიჭებოდა.
უკრაინასა და საქართველო ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული სასტარტო პოზიციები ჰქონდა. უკრაინის მოსახლეობა დაახლოებით 46 მილიონს უტოლდება, საქართველოს მოსახლეობა უკრაინის მოსახლეობის მეათედს შეადგენს, ყირგიზეთთან ერთად ორივე რუსული კამპანიის სამიზნედ იქცნენ. ამ კამპანიის ამოცანა იყო აშშ-ს გავლენის შემცირება სივრცეში, რომელსაც რუსული ხელისუფლება თავის ”ახლო საზღვარგარეთს” უწოდებს.
ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი და ანალიტიკოსი ორივე ქვეყანაში ამბობს, რომ პრეზიდენტმა ბუშმა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც მთლიანად და საჯაროდ დაუჭირა მხარი მიხეილ სააკაშვილს, საქართველოში, და ვიქტორ იუშჩენკოს, უკრაინაში, მას შემდეგაც კი, როდესაც ცხადი გახდა, რომ ორივე გზას ასცდა.
ექსპერტთა აზრით, როდესაც ბუშმა კიევსა და თბილისში ოპოზიციონერ პოლიტიკოსთებთან მჭიდრო კავშირების დამყარებაზე უარი თქვა, მან ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, რომ აშშ მხოლოდ ამ ორი კაცის, მათი შეცდომების ერთგულია და არა ყოვლისმომცველი დემოკრატიული რეფორმების.
საქართველოში მზარდი ოპოზიციური ფრონტის წარმომადგენლები, რომელთა შორის სააკაშვილის მთავრობის ყოფილი ლიდერებიც არიან, ამბობენ, რომ არასწორმა ნაბიჯებმა ავტორიტარულ რეჟიმი განამტკიცა, რაც საბოლოოდ რუსეთისთვის დახმარების ტოლფასი აღმოჩნდა.
”ჩვენ ვცდილობდით აგვეხსნა ჩვენი ამერიკელი და დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ ის, რასაც აქ სააკაშვილი აკეთებს, ავტორიტარულად მართავს ქვეყანას, მალე გამოიწვევს მასობრივ პროტესტს” - განაცხდა ამასწინანდელ ინტერვიუში კახა კუკავამ, ოპოზიციის ლიდერმა თბილისიდან. მისი თქმით, ბუშის თეთრ სახლში ამით არავინ დაინტერესებულა.
უკრაინაში ოპოზიციისა და ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების თქმით, იუშჩენკოს მთავარი ინიციატივისთვის, ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისთვის ბუშის მხარდაჭერამ მთავრობას მხოლოდ ავნო, რადგან ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში ეს იდეაცა და ბუშიც ძალიან არაპოპულარულნი იყვნენ.
”უკრაინაში ეს უკან დაგვიბრუნდა” - ამბობს ოლეგ რიბაჩუკი, იუშჩენკოს ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი-”ბუშის ყველა კრიტიკოსი იუშჩენკოს ბუშის მორჩილ მარიონეტად ასახელებდა, რადგან ასე აგრესიულად (ატარებდა) ნატოს მხარდასაჭერ პოლტიკას”.
კუკავა და რიბაჩუკი ხაზს უსვამენ იმას, რომ მათ ისევე, როგორც მათი პრეზიდენტების ბევრ ოპონენტს, დემოკრატია უნდათ და ეთანხმებიან რუსეთის ძალაუფლების კონტროლის მნიშვნელოვნებას.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ მალავს, რომ არ უყვარს სააკაშვილი და იუშჩენკო და რომ მათ რუსეთის ”პრივილიგირებული” გავლენის სივრცეებში აშშ-ს წარგზავნილებად განიხილავს.
პუტინს არც ის უარყვია, რომ ის სააკაშვილის ”ერთ ადგილით” დაკიდებით იმუქრებოდა. როდესაც, ამას წინათ, ნაციონალური ტელევიზიით გამოსვლისას ჰკითხეს, მართლა უნდოდა, თუ არა საქართველოს პრეზიდენტის დაკიდება სხეულის ერთი, კონკრეტული ნაწილით, პუტინმა უპასუხა ”რატომ ერთით?”.
პუტინის მიერ მართულმა კრემლმა, სააკაშვილისა და იუშჩენკოს ყველა შეცდომას სათავისოდ გამოიყენა.
პრეზიდენტის პოსტზე სააკაშვილმა კორუპციასთან ბრძოლაში პროგრესს მიაღწია და ქვეყნის ეკონომიკას განვითარების სტიმული შეუქმნა, მაგრამ მან სამოქალაქო თავისუფლებანი შეზღუდა და ძალაუფლების კონსოლიდაცია დაიწყო. 2007 წლის ნოემბერში ის თბილისში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლას ჯარის გამოყენებით, ძალადობრივად გაუსწორდა (მთავრობის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ეს მოძრაობა რუსეთის მიერ იყო მართული) და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მას შემდეგ, რაც გასულ აგვისტოს სააკაშვილი რუსეთის პროვოკაციას წამოეგო და საქართველოს სეპარატისტული რესპუბლიკის, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ შეტევა დაიწყო, რუსეთი საქართველოში შეიჭრა და სამხრეთ ოსეთსა და მეორე სეპარატისტულ რეგიონზე დე ფაქტო კონტროლი დაამყარა. ამ არეულობის ფონზე სულ ახლახანს, მმართველობის მეხუთე წელს, სააკაშვილის მთავრობამ თანამდებობაზე მეხუთე პრემიერ-მინისტრი წარადგინა.
გასული თვის ანგარიშში Freedom House-მა, ამერიკულმა ორგანიზაციამ, რომელიც დემოკრატიის გავრცელებისთვის მუშაობს, განაცხადა, რომ მან საქართველო ელექტროლარი დემოკრატიების სიიდან ამოიღო . ქვეყანა, რომელიც ერთ დროს ”ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში მცირერიცხოვან ნათელ წერტილთა შორის ერთ-ერთი იყო” დაადგა განვითარების ”არასტაბილურ გზას”, რაც ”ბოლო ორი წლის ყველაზე შემოშფეთებელ მოვლენებს განეკუთვნება”, ნათქვამია ანგარიშში.
უკრაინიდანაც ცუდ ამბებს ვიგებთ. პრეზიდენტ იუშჩენკოს რეიტინგი ერთნიშნა რიცხვებით გამოიხატება. მან თითქმის მთლიანად დაკარგა ამომრჩეველთა მხარდაჭერა თავის ყოფილ მოკავშირესთან, პრემიერ-მინისტრთან, იულია ტიმოშენკოსთან გაუთავებელი მტრობის გამო.
სანამ ეკონომიკური კრიზისი დარტყმას მიაყენებდა, ქვეყანამ კინაღამ 2008 წლის ბოლოს მესამე საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.
ამ მოვლენების შემდეგ მალევე, რუსეთმა უკრაინას იანვარში გაზი გადაუკეტა. მოგვიანებით ხელმოწერილი კონტრაქტის პირობებით უკრაინამ, რომელიც მრავალი წლის განმვალობაში გაზს შეღავათიან ფასად იძენდა, ახლა ბუნებრივი აირი საბაზრო ფასად უნდა იყიდოს. ეს კი თითქმის აუცილებლად კიდევ უფრო დაასუსტებს უკრაინის ეკონომიკას.
გასულ კვირას ტიმოშენკომ განაცხდა, რომ მისი ქვეყანა ბიუჯეტის მხარდასაჭერად სესხს აიღებს. რუსული და უკრაინული მედია იტყობინებოდა, რომ მოსკოვმა კიევს $5 მილიონი შესთავაზა. სესხის პირობები საჯაროდ არ გახმაურებულა. რუსულ ტელევიზიებში ამ ამბავს ასეთი ჰედლაინით ავრცელებდნენ ”უკრაინამ სამათხოვროდ ხელი გამოიშვირა”.
იუშჩენკოს პოლიტიკური სისუსტე ვიქტორ იანუკოვიჩს, რუსეთის კანდიდატს 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ მთავარ პრეტენდენტად აქცევს. დღემდე ბევრი უკრაინელი არც რუსეთს და არც იუშჩენკოს წინააღმდეგ მიმართულ რუსულ პროპაგანდას პრეზიდენტის განადგურების გამო ბრალს არ სდებს.
”რა თქმა უნდა, რუსებმა პრეზიდენტის, როგორც ნარინჯისფერი რევოლუციისა და დემოკრატიული ღირებულებების განსახიერების, დისკრედიტაციისთვის ყველაფერი გააკეთეს” - ამბობს ბორის ტარასიუკი, იუშჩენკოს კოალიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი.
მაგრამ მანვე აღიარა, რომ იუშჩენკოს პრობლემათა უმრავლესობა პრემიერ-მინისტრთან კონფრონტაციიდან გამომდინარეობს - ”ის საკუთარი შეცდომების მსხვერპლია” - ამბობს ტარასიუკი.
ერთმა დასავლელმა დიპლომატმა კიევში ასეთი რამ შენიშნა: კრემლი ”ალბათ სიამოვნებით ადევნებს თვალს ყველაფერს”.
No comments:
Post a Comment