Monday, July 14, 2008

რუსეთი აშშ-ს ავღანეთში გარკვეულ ფასად დაეხმარება

logo_reuters_media_us

კონორ სვინი
13 თებერვალი 2009

მოსკოვი - რუსეთი მზადაა ითამაშოს უფრო აქტიური როლი ავღანეთში თალიბების დამარცხებაში, თუ შეერთებული შტატები უკან დაიხევს სარაკეტო თავადაცვითი სისტემების განთავსების გეგმასთან და ნატოს გაფართოვებასთან დაკავშირებით.

კვირას საბჭოთა ჯარის ავღანეთიდან დამამცირებელი გამოსვლის 20 წლისთავი შესრულდება და ამიტომ რუსეთი, რომელიც დასავლეთივითაა შეშფოთებული თალიბების ამბოხის გამო, მზადაა აშშ-ს თაოსნობით მოქმედ ჯარებს დახმარება აღმოუჩინოს.

აშშ პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში სარაკეტო თავდაცვითი სიტემების განთავსებას გეგმავდა და ცდილობდა ექსსაბჭოთა რესპუბლიკები უკრაინა და საქართველო ნატოში გაეწევრიანებინა - ამ ორ მომენტს მოსკოვი იმ ”საზღვრად” აღიქვამს, რომელიც ვაშინგტონმა არ უნდა გადალახოს.

”რუსეთი მზადაა დახმარება გაუწიოს შეერთებულ შტატებს ამერიკული საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხებში, პირველ რიგში კი ავღანეთში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში” - განაცხადა რუსეთის ელჩმა ნატოში, დიმიტრი როგოზინმა როიტერთან ინტერვიუში.

”მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ურთიერთობები საერთო კონტექსტში იყოს განხილული, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ დავეხმარებით აშშ-ს გარკვეულ საკითხში, ისინი ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაში უნდა დაგვეხმარონ”.

აშშ-ს პრეზიდენტი, ბარაკ ობამას ისურვებდა, რომ რუსეთი დახმარებოდა ავღანეთში დამატებით შეყვანილი შეიარაღებული ძალებისათვის აღჭურვილობის ტრანსპორტირებაში, მით უფრო, რომ მეორე მარშრუტზე, პაკისტანის გავლით შეიარაღებული ბანდები მუდმივად ესხმიან თავს სატვირთო კოლონებს.

მაგრამ რუსეთთან გარიგება ძნელი იქნება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ის თავს წარსულში მოტყუებულად აღიქვმას.

2001 წლის 9 სექტემბრს, აშშ-ს ქალაქებზე თავდასხმის მერე, რუსეთმა ექსსაბჭოთა ქვეყნებში, ავღანეთი მახლობლად, რომლებსაც მოსკოვი თავისი ინტერესების სფეროში განიხილავდა, აშშ-ს საჰაერო ბაზების განთავსების სანქციონირება მოახდინა.

სანაცვლოდ, მოსკოვი იმედოვნებდა, რომ შეერთებულ შტატებთან თანაბარუფლებიანი პარტნიორობა ექნებოდა, მაგრამ ამის მაგივრად აღშფოთებით ადევნებდა თვალს იმას, თუ როგორ უჭერს მხარს ვაშინგტონი ნატოს გაფართოვებას, მათ შორის რუსეთის მეზობლების, უკრაინასა და საქართველოში და ამავე დროს ევროპაში სარაკეტო ფარის ინსტალირებასაც გეგმავს.

მაგრამ ახლა კრემლი ფრთხილი ოპტიმიზმითაა განმსჭვალული და ვარაუდობს, რომ ობამას თეთრი სახლი სხვანაირად იმოქმედებს, განაცხადა ფიოდორ ლუკიანოვმა, რუსეთის გლობალურ საკითხთა ჟურნალის რედაქტორმა.

”რუსეთი არც იმდენად მიამიტია, რომ დაიჯეროს - ვაშინგტონი დაეთანხმება რუსეთის განცხადებებს ინტერესების სფეროზე, მაგრამ სულ ცოტა ისინი მიანიშნებენ, რომ ახალი ადმინისტრაცია არ უნდა მოქმედებდეს პოსტსაბჭოთა სივრცეში ისე აგრესიულად, როგორც ამას წინა ადმინისტრაცია აკეთებდა” -ამბობს ლუკიანოვი.

ამ თვეში ყირგიზეთის განცხადებამ აშშ-ს საჰაერო ბაზის გაუქმებაზე, რომელიც ავღანეთისთვის მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენდა, იმას ადასტურებს, რომ რუსეთთან თანამშრომლობას გარკვეული საზღვრები აქვს - მიაჩნია ზოგიერთ ანალიტიკოსს.

რუსეთი უარყოფს, რომ რაიმე როლი ითამაშა ამ გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ ყირგიზეთის პრეზიდენტმა განცხადება მოსკოვში მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთმა ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად $2 მილიარდი სესხი შესთავაზა.

სუსტი ქვეყნები

საბჭოთა კავშირმა ავღანეთში 1980-იანებში ათასობით ჯარისკაცი დაკარგა და ეს ქვეყანა დღემდე ძალიან მნიშვნელოვანია კრემლის ახალი ლიდერებისთვის .

ხელისუფლება გრძნობს, რომ თუ ავღანეთში ისლამური შეიარაღებული რაზმები არ შეაჩერეს, პროცესი შეიძლება ყოფილ პოსტსაბჭოთა, შუა აზიის არასტაბილურ ქვეყნებში, რუსეთის საზღვრებისკენ გადმოვიდეს.

ხელისუფლება ამბობს, რომ რუსეთი ავღანური ჰეროინის ყველაზე დიდი მომხმარებელია და ნარკოტიკების გადინება მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიკვეთება, თუ ავღანეთში წესრიგი აღსდგება.

მოსკოვი სულ უფრო მეტი მოუთმენლობით შეჰყურებს საერთაშორისო ძალების მარცხს თალიბების ამბოხის ჩახშობაში.

2001 წლიდან დღემდე, ავღნეთში აშშ-ს თაოსნობით დაწყებულ ოპერაციაში  კოალიციის 1,100 მეომარი დაიღუპა, 12 თებერვლისთვის აშშ-ს დანაკარგებმა  647-ს მიაღწია.

”შვიდი წელი გავიდა და რას მივაღწიეთ?... მხოლოდ იმას, რომ ადამიანები იღუპებიან... ჩვენ მხოლოდ დანაკარგებს ვიღებთ” - განაცხადა რუსმა მაღალჩინოსანმა, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან, ვლადიმერ პუტინთან ახლო ურთიერთობა აქვს.

პოლკოვნიკი ოლეგ კულაკოვი, მოსკოვის თავდაცვის უნივერსიტეტის ლექტორი ამბობს, რომ აშშ-ს თაოსნობით მოქმედ ჯარებს მიდგომების შეცვლა სჭირდებათ.

”კოალიციის ძალები სამხედრო ძალით მიზანს ვერ მიაღწევენ, ვერც ვერავინ მიაღწევდა, ამიტომ მათ ახალ სტრატეგიას უნდა მიმართონ”- უთხრა მან როიტერს.

კულაკოვი, რომელიც ავღანეთში საბჭოთა ჯარში მსახურობდა, ამბობს, რომ მოსკოვს იქ დაბრუნება არ სურს. ”რუსეთი ავღანეთში ჯარს არავითარ შემთხვევაში არ გააგზავნის”- განაცხადა მან.

ორიგინალი

.

No comments: