საფრანგეთი ამ ისტორიულ მომენტს, რაც თეთრ სახლში ობამას მოსვლას უკავშირდება, ხელიდან არ გაუშვებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვაშინგტონში საერთაშორისო ურთიერთობების თავიდან ბოლომდე გადახედვა იგეგმება.
ამ დასვენების დღეებში, მიუნჰენის უშიშროების კონფერენციაზე ტრანსატლანტიკური კავშირის პირველი კონტაქტი შედგა. ამით რესპუბლიკის პრეზიდენტმა, როგორც ძველი კონტინენტის წინამძღოლმა ისარგებლა, რომ საერთაშორისო სცენაზე კვლავ გადამწყვეტი როლი ეთამაშა.
სურს თუ არა ევროპას მშვიდობა? რა სურს მას, რომ მშვიდად იყოს? მიუნჰენში, რომლის სახელიც ფაშიზმის აღორძინების წინაშე ევროპული სიძლიერის პასიურობის სიმბოლოდ საბოლოოდ იქცა, სახელმწიფოს მეთაურის მიერ აპოსტროფის დასმამ მნიშვნელოვანი ჟღერადობა შეიძინა.
”ევროპის ახალი ვოლუნტარიზმი”, რომელსაც ის გამოხატავს და რომლის ეფექტურობაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის თავმჯდომარეობის დროს სრულად დაამტკიცა, ევროპელთაგან მის სრულ ნდობას იმსახურებს.
ამერიკელები ასეთი სახის მხარდაჭერაზე უარს არ იტყვიან, რომ ბუშის მოწამლულ მემკვიდრეობას ანგარიში გაუსწორონ.
ასეთი სახის განსაზღვრებას ახლა ნიკოლა სარკოზი წარმოადგენს გადაწყვეტილებებში, რომლებსაც სიმბოლური დატვირთვა აქვთ: მაგალითად, საფრანგეთის მიერ სტრასბურგთან ახლოს, ბუნდესვერის ერთი ბატალიონის მიღება. 1945 წლის შემდეგ, განთავისუფლების დღიდან პირველად, ჩვენს ტერიტორიაზე გერმანელი ჯარისკაცები ბაზას გახსნიან.
გაბედული ქმედებაა და ის კარგად ეწერება თავის დროზე გენერალ დე გოლის მიერ წამოწყებულ გერმანულ-ფრანგულ შერიგებაში, რომელიც ჰელმუტ კოლმა და ფრანსუა მიტერანმა განაგრძეს ოცი წლის წინ ფრანგულ-გერმანული ბრიგადის შექმნით.
ალზასში გერმანული ნაწილის შესვლა იმის ნიშანია, რომ ნატოს საკომანდო საქმეებში საფრანგეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ ცივი ომის პერიოდში, 1966 წელს დავტოვეთ, დებატები გაიმართოს. მინიშნება ნათელია: ის, ვინც საფრანგეთში ჩვენი სტრატეგიული პოზიციების აუცილებელ ადაპტაციას ეწინააღმდეგება, წარსულს ებღაუჭება; ეს ალბათ იმაზეც მიანიშნებს, რომ ახლა, როდესაც დიდი ბრიტანეთი განმარტოებული რჩება, გერმანულ-ფრანგული პოლიტიკის შეთავსებადობას ევროპის ინტერესების დაცვა შეუძლია.
პოულობს რა ”თავის სრულყოფილ ადგილს” სივრცეში, რომელსაც ნიკოლა სარკოზი ”დასავლურ” ოჯახს უწოდებს, საფრანგეთი დამოუკიდებლობის მხრივ არაფერს კარგავს, ალბათ პირიქითაც კი. ის თავის ხმას ყველას გააგონებს. ამერიკაში ამ ხმას უკეთ მოისმენენ, ევროპაშიც. ეს სწორედ ის გახლავთ, რის დამტკიცებასაც სახელმწიფოს მეთაური აპრილის დამდეგს სტრასბურგში შეეცდება, ატლანტიკური კავშირის სამიტზე, რომელიც ნატოში საფრანგეთის სრულ დაბრუნებას მიეძღვნება.
ობამას ერის განთიადზე ეს მნიშვნელოვანი მიზანია, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა ასე დაახასიათა: ”ამერიკა მეტსაც გააკეთებს, მაგრამ მეტსაც მოითხოვს თავისი პარტნიორებისაგან”. საფრანგეთის მხრიდან პოლიტიკური ნება და ამასთან სიძლიერის სიმბოლოც გამჟღავნებულია. მაგრამ არავინაა დარწმუნებული იმაში, რომ ეს საკმარისი იქნება და ჩვენ მეტს არ მოგვთხოვენ. მაგალითად: ავღანეთისთვის.
No comments:
Post a Comment