ჯიმ ჰეინცი
14 თებერვალი 2009
აშშ-ს სამხედრო ტვირთის ტრანსპორტირება რუსეთის გავლით მალე დაიწყება, იტყობინებიან საინფორმაციო სააგენტოები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით.
საინფორმაციო სააგენტოების ინტერფაქსის, იტარ-ტასისა და რია-ნოვოსტის გადმოცემით სერგეი ლავროვმა ტვ ცენტრს განუცხადა, რომ: ”ტრანზიტი რამდენიმე დღეებში დაიწყება” .
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან დაკავშირება კომენტარისთვის შაბათს საღამოს ვერ მოხერხდა და შეტყობინებებში არ არის დაკონკრეტებული როგორ განხორციელდება ტრანსპორტირება საჰაერო, თუ სახმელეთო გზით. მაგრამ გასულ კვირას რუსეთმა განაცხადა, რომ ის დაუშვებს არალეტალურ სამხედრო ტვირთს ავღანეთში.
აშშ-ს ხელმძღვანელობით მიმდინარე საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებისთვის ავღანეთისკენ მიმავალი სატვირთო მარშრუტი ამ ბოლო თვეებში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან პაკისტანზე გამავალ სახმელეთო მარშრუტზე სულ უფრო გახშირდა შეიარაღებული ბანდების თავდასხმა. ამ მარშრუტით აშშ-ს მთელი ტვირთის 75%-ს გადააქვს.
წელს აშშ ავღანეთში დამატებით დაახლოებით 30,000 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას გეგმავს.
შეშფოთებამ იმატა მას შემდეგ, რაც ყირგიზეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცენტრალური აზიის ეს ქვეყანა აშშ-ს სამხედრო ბაზის გაუქმებას აპირებს. ეს ბაზა ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო პუნქტი იყო ავღანეთში გამომწყვდეული ჯარისთვის. ამ ბაზაზე იდგა ტანკერებიც, რომლებიც ავღანეთში სამხედრო თვითმფრინავებს საწვავს აწვდიდნენ.
ბაზის გაუქმების გეგმა, რომელიც ყირგიზეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, გამჟღავნდა სულ ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ ქვეყნას მდგომარეობის განმტკიცებისთვის $2 მილიარდით დაეხმარება. ბაზის დახურვის შესახებ გაკეთებული განცხადების დრომ უამრავი სპეკულაცია გამოიწვია - გაჩნდა ვარაუდი, რომ ბაზის დახურვა რუსულ დახმარებას უკავშირდება.
რუსეთის წარმომადგენლებმა უარყვეს, რომ არსებობს რაიმე კავშირი ამ ორ ფაქტს შორის, მაგრამ კრემლი ნამდვილად არაკომფორტულად გრძნობს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რომლებსაც ის ტრადციული გავლენის სფეროდა განიხილავს, ამერიკული ძალების ყოფნის გამო.
თუმცა რუსეთმა ამ ბოლო დროს გამოხატა იმის სურვილი, რომ დაეხმაროს ინტერნაციუონალურ ძალებს ავღანეთში თალიბების წინააღმდეგ ბრძოლაში. რუსეთი ასევე დადებითად გაოეხმაურა ბარაკ ობამას აუჩქარებელ მიდგომას ევროპაში სარაკეტო ფარის დაყენებასთან დაკავშირებით და ამ ბოლო დროს გამოხატულ ნიშნებს იმისას, რომ აშშ ეთანხმება მოსკოვს.
მას შემდეგ, რაც ამ თვეში აშშ-ს არასამხედრო ტვირთის ტრანსპორტირებაზე ავღანეთში თანხმობა ითქვა, ლავროვმა წამოსწია კიდევ ერთი საკითხი-რუსეთი დაეთანხმება აშშ-ს შეიარაღების გატარებას თავის ტერიტორიაზე, თუ აშშ დათმობაზე წავა, უკან დაიხევს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერაზე და ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში სარაკეტო თავდაცვითი სისტემების დაყენებაზე.
გასულ წელს კრემლმა ხელი მოაწერა ნატოსთან ავღანეთში კოალიციური ძალებისთვის არასამხედრო ტვირთის ტრანსპორტირების ჩარჩო ხელშეკრულებას და ალიანსის ზოგიერთ წევრს, მათ შორის გერმანიას, საფრანგეთსა და ესპანეთს თავის ტერტორიაზე ტვირთის გატარების ნება დართო.
რუსეთზე გამავალი სამხედრო მარშრუტი, ალბათ, გადაკვეთს ყაზახეთისა და უზბეკეთის ტერიტორიებს ჩრდილო ავღანეთამდე.
აშშ-მ უკვე მიაღწია წინასწარ შეთანხმებას ყაზახეთთან მისი ტერიტორიის გამოყენების შესახებ და ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი განიხილავენ სამხედრო თანამშრომლობის განახლებას უზბეკეთთან, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება.
ეს არჩევანი ვაშინგტონისთვის პრობლემატურია: უზბეკეთმა გამოაძევა აშშ-ს ჯარები ბაზიდან მას შემდეგ, რაც აშშ-მ მკაცრად გააკრიტიკა ეს ქვეყანა ადამიანის უფლებათა დარღვევებისთვის და 2005 წლის ამბოხის სასტიკი ჩახშობისთვის.
თანამშრომლობის განახლება გამოიწვევს ახალ ბრალდებებს აშშ-ს მიმართ იმ კონტექსტში, რომ ის მუშაობს ავტორიტარულ მთავრობებთან, რომლებიც აწამებენ თავის მოქალაქეებს. წარსულში უზბეკეთში ისლამისტ რადიკალისტთა უმნიშვნელო ამბოხებებიც ხდებოდა, მაგრამ მთავრობამ მათი უმეტესობა ჩაახშო.
No comments:
Post a Comment