ნინა-მარია პოტსი
11 თებერვალი 2009
რუსეთსა და უკრაინას შორის გაზთან დაკავშირებული უთანხმოების შუქზე, ევროპის კავშირი კიდევ ერთხელ ეჭვობს მოსკოვის, როგორც ენერგეტიკული პარტნიორის საანდოობაზე.
ევროკავშირის ხელმძღვანელობამ სულ ახლახანს გადაწყვიტა მოსკოვთან პარტნიორული მოლაპარაკებები აღედგინა. ეს ურთიერთობები სამი თვით, საქართველოსთან მოსკოვის ხანმოკლე ომის შემდეგ იყო შეჩერებული.
ახლა გაზთან დაკავშირებული უთანხმოებისა და ენერგიტეკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გამო, ევროკავშირი მოსკოვთან და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასათან ურთიერთობების გადაფასებას იწყებს.
რუსეთსა და უკრაინას შორის უთანხმოებაში ევროკავშირმა მედიატორის ფუნქცია იკისრა. ევროკავშირს უკიდურესად სჭირდება რუსული გაზი, არადა ათასობით ევროპელთა სახლი, ბოლო წლების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე ცივი ზამთრის დროს, სითბოს გარეშე აღმოჩნდა.
ევროკავშირი მეზობლებს შორის წამოჭრილმა კონფლიქტმა იმიტომაც აღაშფოთა, რომ უთანხმოება მათ შორის გასცდა ამ ორი ქვეყნის საზღვრებს.
ევროკავშირის აღშფოთებული ხელმძღვანელობა ახლა უკვე ორივე ქვეყნის, რუსეთისა და უკრაინის, როგორც ენერგეტიკული პარტნიორების, სანდოობაში არის დაეჭვებული.
ევროპის კავშირის კომისიის პრეზიდენტი, ხოსე მანუელ ბაროზო იმასაც კი ვარაუდობს, რომ ორ მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოში შეიძლება უჩივლონ. ”მე მინდა გავუგზავნო ძალიან ღია შეტყობინება მოსკოვს და კიევს. თუ ევროკავშირის თაოსნობით დადებული შეთანხმება არ შესრულდება, კომისია, საგანგებო ვითარებაში, ევროპის ქვეყნებს საქმის განხილვას სასამართლოში ურჩევს”.
გასული წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომმა დაძაბა ევროკავშირისა და მოსკოვის ურთიერთობები.
მაგრამ მოგვიანებით, მანამდე, სანამ რუსეთი ბუნებრივი გაზის მიწოდებას შეაჩერებდა, ევროკავშირი მოსკოვთან ურთიერთობათა დათბობაში ძალიან იყო დაინტეესებული.
გასული წლის დეკემბერში ევროკავშირმა რუსეთთან საკვანძო პარტნიორული მოლაპარაკებები აღადგინა.
გარდა ამისა, ევროკავშირმა რუსეთის ექვს აღმოსავლელ მეზობელთან: სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელორუსიათან, საქართველოსთან და უკრაინასთან მეგობრული ურთიერთობების გაფართოვება გადაწყვიტა.
ევროკავშირმა განაცხადა, რომ მას, პარტნიორული შეთანხმებების მეშვეობით, რეგიონში ”კარგი მმართველობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის” გავრცელება უნდა.
ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი არ მიდიოდა, მაგრამ ევროკავშირმა შორს მიმავალი ნაბიჯები გადადგა და დასჭირდა იმის უარყოფა, რომ გავლენის სფეროს გაფართოვებას აპირებს.
”ცივი ომი დასრულდა, ხოლო, თუ ცივი ომის არ მიდის მაშინ, გავლენის სფეროებიც აღარ არსებობს” - განაცხადა ბაროზომ - ”ჩვენ გავლენის სფეროების იდეის არსებობის წინააღმდეგნი ვართ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს წარსულიდან შემორჩენილი მცდარი კონცეფციაა, რადგან მიმაჩნია, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავად აირჩიოს გზა, რომელსაც გაყვება”.
მაგრამ საქართველოს, როგორც ეს პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა განაცხადა, ევროპის გავლენა ესაჭიროება. ”განვითარების ამ ეტაპზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვლაპარაკობთ გაწევრიანებაზე, რადგან ვიცით, რომ მზად არ ვართ, ევროპაც არ არის მზად ამისთვის, მაგრამ ეს ის გზაა, რომლისკენაც, ჩვენი მიზნების მისაღწევად, წასვლასაც ვიმედოვნებთ. ეს უნდა განხორციელდეს მოდერნიზაციის მეშვეობით, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებით, თანამშრომლობით” - განაცხადა მან.
თანამშრომლობა ევროპისათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამბობს ნიკო პოპესკუ, ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს თანამშრომელი. ”უსაფრთხოების, კეთილდღეობის კონტექსტში ყველა ოჯახზე უნდა ვიფიქროთ, მათი შვილების უსაფრთხოებაზე, მეზობელ რეგიონებზე” - განაცხადა პოპესკუმ.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს ჯერ რეალურად არ შეუძლია თავისი გავლენის გაფართოვება რეგიონში, მას გეგმა უნდა ჰქონდეს, ამბობენ ანალიტიკოსები.
”ევროკავშირი ცდილობს თანამშრომლობის მეშვეობით გაზარდოს თავისი მონაწილეობა ეკონომიკაში, პოლტიკაში, ნაკლებად გააგზავნოს დემოკრატიასთან დაკავშირებული გზავნილები იმ იმედით, რომ ერთხელაც, ასე 5-6 წელიწადში ევროკავშირი რეგიონში უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი და უფრო ეფექტურად შეძლებს გაავრცელოს დემოკრატია აღმოსავლეთით” - ამბობს პოპესკუ.
მთავარი კითხვა, რომელსაც ევროპამ პასუხი უნდა გასცეს ასე ჟღერს: შეუძლია კი დამოკიდებული იყოს რეგიონზე, რომლის ენერგეტიკული რესურსებიც ესაჭიროება და რომელიც მის საზღვრებს მიღმა არსებობს?
No comments:
Post a Comment