Saturday, July 12, 2008

ანალიტიკოსები: რუსეთთან აშშ-ს ურთიერთობების გაუმჯობესება ადვილი არ იქნება

afp_logo

11 თებერვალი 2009

ვაშინგტონი - აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი სწორ სიმებს შეეხო, როდესაც განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა რუსეთთან ურთიერთობები განაახლოს, მაგრამ კავშირების გაუმჯობესება არ იქნენა იმდენად იოლი, როგორც ეს ერთის შეხედვით მოსჩანს, მიაჩნიათ ანალიტიკოსებს.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციას შეუძლია წარმატებას მიაღწიოს რუსეთთან შეიარაღების კონტროლის საქმეში და ითანამშრომლოს მოსკოვთან ირანისა და ავღანეთის პრობლემების მოგვარებაში, მაგრამ, თუ ნატოს გაფართოვებას მიემხრობა, მაშინ კონფრონტაციის რისკი ისევ გაჩნდება, ამბობენ ანალიტიკოსები.

”არსებობს უთანხმოების უამრავი მიზეზი” - უთხრა ჯეიმს გოლდგეიერმა, ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წამყვანმა თანამშრომელმა AFP-ს, მას შემდეგ, რაც ბაიდენის შენიშვნებმა მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთიდან თბილი გამოხმაურება მიიღო.

”მე ვფიქრობ, რომ ურთიერთობათა გაუმჯობესების მოწმენი გავხდებით” - განუცხადა გოლდგეიერმა AFP-ს და კიდევ ერთხელ ახსენა სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების შეთანხმების მიღწევის კარგი პერსპექტივები. ამ შეთანხმებას ვადა 31 დეკემბერს ეწურება. ”მაგრამ თუ სიმართლე გინდათ, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს მოსფლიოში მიმდინარე პროცესებისადმი მკვეთრად განსხვავებული მიდგომა აქვთ” გვაფრთხილებს ის.

ობამამ ორშაბათს საღამოს განაცხადა, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი სათავეში უნდა ჩაუდგნენ ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენციას და მოლაპარაკებები უნდა განაახლონ.

”მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი ამ პროცესებს ჩაუდგნენ სათავეში” - განაცხადა ობამამ თავის პირველ პრესკონფერენციაზე. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტ მედვედევს უთხრა- ”ჩვენთვის მნიშვნელოვანია საუბრის განახლება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დავიწყოთ ბირთვული არსენალის შემცირება”.

მაგრამ გოლდგეიერი იმაზე გვაფრთხილებს, რომ მიუხედავად მოცემულ მომენტში საკითხის უკანა პლანზე გადაწევისა, აშშ-ს მხარდაჭერა ყოფილ საბჭოთა ტერიტორიებზე ნატოს მომავალი გაფართოვებისადმი, შესაძლოა ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდეს.

აშშ-ს თვალთახედვით უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანება ამ ქვეყნებს დემოკრატიას, მშვიდობასა და კეთილდღეობას მოუტანს, ამბობს გოლდგეიერი. მაგრამ მოსკოვს მიაჩნია, რომ ეს დასავლეთის ექსპანსიას უდრის, რაც რუსეთის ინტერესებს დარტყმას აყენებს.

ორშაბათის ბრიფინგზე, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა რობერტ ვუდმა განაცხადა, რომ ობამას ახალი ადმინისტრაცია მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის დეკლარაციას და უკრაინისა და საქართველოს საბოლოო გაწევრიანებას ნატოში.

აშს-ს მოკავშირის, საქართველოს ტერიტორიაზე გასული აგვისტოს რუსეთის აგრესიის გარშემო უთანხმოება დღემდე არსებობს.

პარასკევს სახელმწიფო დეპარტამენტმა ”წუხილი” გამოთქვა იმის თაობაზე, რომ რუსეთი აპირებს ბაზების დაფუძნებას საქართველოს ტერიტორიაზე, რაც დეპარტამენტის აზრით, არღვევს რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების სულისკვეთებას.

ალექსანდრე პეტერსენი, შავი ზღვის ცენტრის ატლანტიკის საბჭოს ასოცირებული დირექტორი, ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში ამბობს, რომ ”რუსეთის აგრესიული დამოკიდებულება თავისი ევრაზიელი მეზობლებისადმი, როგორც ჩანს, არ შეიცვლება აშშ-დან მომავალი წინადადების მოიუხედავად”.

მოსკოვი მოიგებს იმით, თუ შეერთებული შტატები დაიწყებს კონტრაბანდის, ორგანიზებული დანაშაულისა და ექსტრემისტული ქსელების კონტროლს ავღანეთში, მაგრამ მაშინ ის უნდა დაეთანხმოს აშშ-ს ყოფნას რუსეთის სამეზობლოში, განაცხადა მან.

არა მხოლოდ დასავლეთ ევროპაა დამოკიდებული რუსეთის ენერგეტიკულ რესურსებზე, შეერთებულ შტატებსაც სჭირდება რუსეთთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ ავღანეთში სამხედრო ტვირთის ტრანსპორტირება შეძლოს, თქვა მან.

”სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები თითქმის აუცილებლად მიგვიყვანს კომპრომისამდე ნაკლებად მნიშვნელოვან, ანუ ნატოს გაფართოვების საკითხში” - მიაჩნია მას.

გოლდგეიერი არ გამორიცხავს რუსეთის პოზიტიურ მონაწილეობას ორმხრივ მოლაპარაკებებში, რომელთა მიზანია ირანის ურანის გამდიდრების პროცესის შეჩერება. შეერთებული შტატები შიშობს, რომ ამ პროცესს ირანი ატომური იარაღის შესაქმნელად გამოიყენებს.

”ჯერ კიდევ გაურკვეველია რამდენად პოზიტიურ როლს ითამაშებენ ისინი ამ პრობლემის გადაწყვეტაში” - მიაჩნია გოლდგეიერს.

ანატოლი ლივენი, ლონდონის კინგს კოლეჯიდან ეჭვობს, რომ ობამას ადმინისტრაცია რეალურად მოინდომებს ნატოს გაფართოვებას.

ჯერ ერთი, შეერთებულ შტატებს მილიარდობით დოლარის გადახდა მოუხდება უკრაინისთვის რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის კომპენსირებისთვის. ექსპანსია ასევე შესაძლოა რუსეთთან ომის მიზეზი გახდეს.

მას ისიც ეეჭვება, რომ ახალი ადმნისტრაცია შეეცდება ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში ბუშის ადმინისტრაციის მიერ დაწყებული სარაკეტო გეგმის განხორციელებას. მოსკოვისთვის ეს საკითხი ყველაზე მტკივნეულია.

როგორც ჩანს, ვაშინგტონი საგარეო პოლიტიკაში ახალ მიდგომებს შეიმუშავებს, მაგრამ არა იმდენად ”ფილოსოფიური ცვლილებების” გამო, არამედ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამერიკა ახლა უფრო ნაკლებად ძლევამოსილია, ვიდრე ეს ყოველთვის იყო” - ამბობს ლევინი.

ორიგინალი

No comments: