ფრანსუა ნორდმანი
4 თებერვალი 2009
ის აკეთებს იმას, რაც თქვა. ჯერ კიდევ თეთრ სახლში ფაქტობრივად მოწყობილიც არ იყო და მუშაობის დაწყებამდე მის მიერ წარმოთქმული დინჯი და ბუნდოვანი სიტყვის გამო, ხმაურიც არ იყო ჩამცხრალი, რომ ბარაკ ობამამ სახელმწიფო დეპარტამენტს მიაშურა, სადაც ამ დროს ქალბატონი კლინტონი შედიოდა. დიდება დილომატებს, ზოგადად კი დიპლომატიას, რომლის პირველ პლანზე წამოწევასაც იგი ცდილობს - რადგან პენტაგონს ის მხოლოდ რვა დღის შემდეგ ეწვევა.
ის აკეთებს იმას, რაც თქვა. ჯერ კიდევ თეთრ სახლში ფაქტობრივად მოწყობილიც არ იყო და მუშაობის დაწყებამდე მის მიერ წარმოთქმული დინჯი და ბუნდოვანი სიტყვის გამო, ხმაურიც არ იყო ჩამცხრალი, რომ ბარაკ ობამამ სახელმწიფო დეპარტამენტს მიაშურა, სადაც ამ დროს ქალბატონი კლინტონი შედიოდა. დიდება დილომატებს, ზოგადად კი დიპლომატიას, რომლის პირველ პლანზე წამოწევასაც იგი ცდილობს - რადგან პენტაგონს ის მხოლოდ რვა დღის შემდეგ ეწვევა.
მუშაობას ბრძანების გაცემით იწყებს - ამერიკის სამხედრო ძალებმა 2010 წლის ზაფხულამდე თანდათანობით ერაყი უნდა დატოვონ. შემდეგ წამების გახმაურებული ამბებით ცნობილ, გუანტანამოს უბედურების ბანაკს იშორებს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში უნდა დაიხუროს.
ამის შემდეგ ორ სპეციალურ წარმომადგენელს ასახელებს: ერთ-ერთი მათგანი ძველი, თავისი პირდაპირობით ცნობილი რიჩარდ ჰოლბრუკია, რომელმაც ავღანეთსა და პაკისტანში ალ-ქაიდას წინააღმდეგ ბრძოლის რეორგანიზაცია უნდა მოახდინოს და მეორე, ჭკვიანი, ძველი სენატორი, ერთ დროს ჩრდილოეთ ირლანდიაში მომრიგებლის როლის შემსრულებელი ჯორჯ მიტჩელია, რომელიც ახლო აღმოსავლეთის საქმეების წარმმართველად შეირჩა. იმავდროულად, იგი ირანის მიმართ ამერიკელების პოლიტიკის ფუნდამენტურ გადახედვაზე საკითხს აყენებს. 6 და 7 თებერვალს, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუს და ევროპელ მოკავშირეებს, მათი ხელისუფლებების წარმომადგენლებს შეხვდება. პრეზიდენტის პირველი ვიზიტი უცხოეთში, ტრადიციულად კანადის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის 19 თებერვლისთვისაა დაჯავშნული (მექსიკის პრეზიდენტი, მან მუშაობის ოფიციალურად დაწყებამდე, ერთი კვირით ადრე მიიღო).
მისი ტელეფონი შეუსვენებლად მუშაობს, ერთ დღეში ოთხი სხვადასხვა სახელმწიფოს ხელმძღვანელს ესაუბრა: ჯერ მაჰმუდ აბასს, პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტს, შემდეგ მის ისრაელელ კოლეგას, ეგვიპტისა და იორდანიის მეთაურებს, მეორე დღეს კი საუდის არაბეთის მმართველებთან მართავს მოლაპარაკებებს. ევროპელთაგან პირველი გორდონ ბრაუნი იქნება, შემდეგ, მეშვიდე დღეს რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი, მერე გერმანიის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი და პრეზიდენტი სარკოზი. ის მათ 2 აპრილს ლონდონში G20-ის ფარგლებში შეხვდება. ამ შეხვედრების გარდა, მისი გადაადგილებები ევროპაში ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციის მე-60-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, სტრასბურგში, კელში, და ბადენ-ბადენის სამიტებში მონაწილეობას ითვალისწინებს და ალბათ ევროპა-ამერიკის სამიტისთვის ბრიუსელშიც და პრაღაშიც მოუწევს ჩასვლა. რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას, ორივე მხრიდან სარაკეტო და ბირთვული შეიარაღების შემცირების საკითხებზე გარკვეული იმედები უკავშირდება. პირველ სატელევიზიო ინტერვიუს, ისლამისთვის ხელის გაწვდის მიზნით, მუსლიმებთან მისი პირადი კავშირების აღდგენის, ღირსებასა და პატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობის ხაზგასასმელად, საუდის არაბეთის ტელევიზიას აძლევს.
ავღანეთთან მიმართებაში უკეთ მუშაობისთვის, ადგილზე ხელისუფლების კონსოლიდაციისთვის - თალიბებთან საბრძოლველად ახალი ძალების გადასროლით ზოგიერთი მოკავშირის უკმაყოფილების მიუხედავად - სამხედრო სამოკავშირეო ძალების გაძლიერების და ნარკომაფიის დაძლევისთვის, ეკონომიკური და სოციალური სფეროს განვითარებისთვის ახალ პროგრამების ინიციტივით გამოდის. პაკისტანმა თალიბებთან ბრძოლაში სერიოზული როლი უნდა ითამაშოს და ფრონტისპირა რეგიონებში სამხედრო რეიდები გაახშიროს. ელჩი ჰოლბრუკი, რომელიც თავის მტკიცე ხასიათითაა ცნობილი, მისიას ადგილზევე შეასრულებს.
ჯორჯ მიტჩელი უკვე ახლო აღმოსავლეთშია. პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის გადაწყვეტისთვის ყველაზე სასწრაფოდ გადასაწყვეტი და ყველაზე მნიშვნელოვანი - ღაზას ირგვლივ ცეცხლის შეწყვეტით მიღწეული ჯერ კიდევ სუსტი მდგომარეობის განმტკიცებაა. გარდა ამისა, პალესტინის ხელისუფლებისა და ჰამასის შერიგებისთვის იგი ეგვიპტის შუამდგომლობას უნდა დაეყრდნოს, გააძლიეროს ფრონტისპირა ტერიტორიებზე ცივილიზაციის დამკვიდრების შესაძლებლობა და ისრაელთან მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებას პირდაპირ, ერთი დარტმით გაუხსნას გზა.
პრეზიდენტმა ობამამ ისრაელის უსაფრთხოებაზე ამერიკის დამოკიდებულების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა, თუმცა გამოხატა სერიოზული და მგრძნობიარე დამოკიდებულება პალესტინელთა ტანჯვის გამოც. მისმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უნდა მოისმინოს, იფიქროს და მოიხმოს რეგიონის შესახებ საკუთარი ცოდნა და მოამზადოს არსებული სიტუაციის ანალიზი. ეგვიპტის, პალესტინისა და ისრაელის პრეზიდენტებთან, იორდანიის მეფესთან მოლაპარაკებების შემდეგ საუდის არაბეთის დამატებით, მან თავისი მოქმედების არეალი გააფართოვა, რადგან ეს უკანასკნელი წუხს სამშვიდობო პროცესში მისი მონაწილეობის შემცირებით. მის მიერ შეთავაზებული წინადადება არაბთა ლიგის წევრ ქვეყნებსა და ისრაელს შორის ურთიერთოებების ნორმალიზაციის შესახებ, ისრაელის სამხედრო ძალების 1967 წლის ფრონტის ხაზზე დაბრუნებისა და პალესტინელთა სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფოს შემქნაზე, სერიოზულ განხილვას იმსახურებს.
ჯორჯ მიტჩელი, რომელიც კოსოვოში, პირველ რიგში, ევროპის უმაღლეს წარმომადგენელს ჰავიერ სოლანას შეხვდა, სტამბოლში უნდა გამგზავრებულიყო (თურქ მედიატორებთან შეხვედრაზე, თუმცა ეს კონცეფცია დროსთან დაკავშირებული პრობლემების გამო გადაიდო), ახლა კი სანამ ლონდონში დაბრუნდება, სადაც ის თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში, მოგზაურობას პარიზული ეტაპით დაასრულებს, სადაც ის პრეზიდენტ სარკოზის შეხვდება.
ძალით გაწყვეტილი ბილიკების ამგვარი გახსნით, ბარაკ ობამა ხაზს უსვამს საკუთარ ნებისყოფას, აღადგინოს დიდი დემოკრატიული ადმინისტრაციების (ვილსონიდან რუზველტამდე, ტრუმენიდან კენედიმდე და ჯონსონამდე, კარტერიდან კლინტონამდე) დანერგილი პრინციპები და მეთოდები: პოლიტიკური განვითარების მრავალმხრივობა, მოკავშირეების პატივისცემა, გულუბრყვილობის გარეშე მშვიდობის მეთოდების ძიება და თუ საჭიროება მოითხოვს, ამ საქმეში ძალის ჩვენებაც.
ახლო მომავლისთვის საინტერესო იქნება თვლი ვადევნოთ ირანთან დიალოგის დაწყებას, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების მცდელობას - ავღანეთსა და ერაყში მდგომარეობის შეცვლას და ამ დიდ მცდელობებში რუსეთის როლი და ტრანსატლანტიკური კავშირების გაძლიერების მოლოდინი დავინახიოთ.
ორიგინალი
Friday, July 4, 2008
შეერთებული შტატების ახალი საგარეო პოლიტიკური კურსი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment