Friday, July 4, 2008

ჯარისკაც გლუხოვის დეზერტირობა

le_figaro 
რეჟი ჟანტე

საკვებით უკმაყოფილო რუსი სერჟანტი თბილისში თავშესაფარს ითხოვს, კავკასიაში დაძაბულობას აღვივებს, მოსკოვი კი ”გატაცებაზე” საუბრობს.

რუსული არმიის სერჟანტის ალექსანდრე გლუხოვის ახლახანს განხორციელებული დეზერტირობა თბილისს რთულ მდგომარეობაში აყენებს. ბოლო ორშაბათს 21 წლის ახალგაზრდა კაცმა, დიდი დასახლება, ახალგორი დატოვა, რომელიც ზაფხულში, ქართულ-რუსული ომი შემდეგ, რუსების ხელში გადავიდა. იქ გლუხოვის სამხედრო ნაწილი იყო განლაგებული.

ამით ქართველებმა ისარგებლეს და ქალაქის ერთ-ერთ მაკდონალდის რესტორანში, დეზერტირი სატელევიზიო კამერების წინ გამოაჩინეს. ეს ისტორია ნათლად აჩვენებს თუ როგორი არეულობა სუფევს მტრის არმიაში, რომელიც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში 26 აგვისტომდე იბრძოდა, ვიდრე კრემლმა ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ ცნო.

მიუხედავად იმისა, რომ სერჟანტს სამხედრო სამსახურის დიდი ნაწილი, სამი მეოთხედი გავლილი ჰქონდა, დეზერტირობისკენ ”საშინელმა” საკვებმა უბიძგა. ”წამოსვლა ბევრმა რამემ მაიძულა”. ”იქ ტანის დაბანა შეუძლებელი იყო. ჩემი უფროსი მთელ დროს ჩემთან უხეშ საუბარში ატარებდა. თუმცა, მთავარი რის გამოც ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, საშინელი კვება იყო. თვეების განმავლობაში დილით საუზმედ ”გრეჩკას” (წიწიბურა), სადილად - არც თუ კარგად მომზადებულ წვნიანს და ”კაშას” (წყალში სმოხარშული პურის დათქვეფილი მარცვალი) და პატარა პურის ნაჭერს გვაჭმევდნენ, საღამოს ”როჟკი” (პატარა ნამცხვარი) გვქონდა,” ცუდი რუსულით წუწუწნებს სერჟანტი. ”ჩვენ იქ მშივრები ვიყავით” - თქვა კარგ ფერზე მოსულმა ჯარისკაცმა.

”ჩემი ნაწილი უბრალოდ დავტოვე, მე მივდიოდი”
ეს ინფორმატიკის ტექნიკოსი, ირწმუნება რომ მსახურობის დროს ძალადობის მსხვერპლი არასდროს ყოფილა, ”დედოვშჩინის” პერიოდშიც კი, თუმცა ახალწვეულების დაცინვა რუსეთის არმიაში ხშირია. ”მე წასვლა არ დამიგეგმავს, ნაწილი უბრალოდ დავტოვე, მივაბიჯებდი და ერთ მომენტში ქართველ პოლიციელებს გადავეყარე”.

სამშაბათს, პრესის წინაშე, მან ”საქართველოს პრეზიდენტს მისი თბილისში დარჩენის უფლება სთხოვა,” მაშინ როდესაც მოსკოვი ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებს ჯარისკაცის ”გატაცებასა” და მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს.

თბილისს არ აქვს სურვილი სიტუაცია არსებულზე მეტად გააბუქოს. ”ქართველმა მოსამსახურეებმა მითხრეს, პოლიტიკური თავშესაფარი კამერების წინ მომეთხოვა,” აღიარებს ახალგაზრდა კაცი. ”მაგრამ მათ ჩემთვის არაფერი დაუძალებიათ. თუ რუსეთში დავბრუნდები, იქ გამასამართლებენ,” გვიხსნის ის, ხუთშაბათს საღამოს, მას შემდეგ, რაც საკუთარ დედას ესაუბრა. მშობლები, მოსკოვის აღმოსავლეთით 1 000 კმ-ის მოშორებით უდმურტიის რესპუბლიკაში ცხოვრობენ. საქართველოს მთავრობამ შვილის სანახავად ისინი თბილისში მიიწვია.

”ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ჩვენ მას რუსეთის ხელისუფლებას ვერ გადავცემთ,” აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, შოთა უტიაშვილი. ”ჩვენ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხს განვიხილავთ.”

ინციდენტი ცუდ დროს ხდება, მაშინ როდესაც თბილისი მოსკოვთან, ბოლო ზაფხულს განვითარებული მოვლენების შემდეგ ”მოდუს ვივენდის” ეძებს. დეკემბრის ბოლოს სახელმწიფო კომპანია ”ინტერ-რაო”-მ და რუსულმა EDF-მა საქართველოს ხელისუფლებასთან ენგურის ჰიდროელექტრო სადგურის გამოყენებაზე შეთანხმების აქტს ხელი მოაწერა. ელექტროსადგურის ნაწილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, ნაწილი კი აფხაზი სეპარატისტების მხარესაა და საქართველოს ელექტროენერგიას 40%-ით ამარაგებს.

ყველაფრის მიუხედავად, მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობები აუტანელ მდგომარეობაშია. ქართველების აზრით კრემლი მისი აჯანყებული პროვინციების ანექსიის პოლიტიკას განაგრძობს. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან უბედური შემთხვევები სულ უფრო გახშირდა. 10 ოქტომბრიდან დაწყებული, მას შემდეგ რაც რუსეთის არმიამ ქართული პროვინციების მიმდებარე ტერიტორიები დატოვა, რომ ევროპელი დამკვირვებლებისთვის ეფექტური მუშაობის საშუალება მიეცა, 10 ქართველი პოლიციელი დაიღუპა.

ორიგინალი

No comments: