Friday, July 4, 2008

ბირთვულ სფეროში გერმანულ-რუსული ღერძი იკვეთება

le_monde
ჟან მარი ბეზა და მარი ჟეგო
4 თებერვალი 2009

ევროპული ენერგეტიკა არ გაძლიერებულა აქციონერთა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ. ეს დოკუმენტი რეაქტორების მშენებლობის დარგში 2001 წლიდან გერმანულ “სიმენსსა’’ და ფრანგულ ’’ავერას’’ აკავშირებდა (’’ლე მონდი’’ 28 იანვარი). როგორც ჩანს, ამ სტრატეგიული სექტორის გასანვითარებლად, ამიერიდან გერმანია მართლაც პირს იბრუნებს რუსეთისაკენ. მიუნენის კონგლომერატსა და რუსეთის ატომურ სააგენტოს (რუსატომი) შორის სხვა შეთანხმებებიც არსებობს.

ჩვენ მზად ვართ, ’’სიმენსისა’’ და ’’რუსატომის’’ პერიოდული ურთიერთობებიდან, მათი სამეგობრო გეგმის მასშტაბურ შესრულებაზე გადავიდეთ, რაც თავისი აქტიურობით რუსეთს, გერმანიასა და მიმდებარე ქვეყნებს მოიცავს,’’ აღნიშნა რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა სამშაბათს, 3 თებერვალს ’’სიმენსის’’ თანამშრომლებთან შეხვედრაზე მოსკოვში კომპანიის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტთან პიტერ ლოშერთან ერთად. ბატონი ლოშერი ’’ამ მოწვევით გახარებულია... მხედველობაში მაქვს ( ჩვენი) თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივა ბირთვული სფეროს ტექნოლოგიებში’’.

ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ მან უკვე გამოაცხადა და აპრილის თვის დასრულებამდე, სრულად შეთანხმების მიღწევა არ გამორიცხა. თავის მხრივ, სერგეი კირიენკომ, ’’რუსატომის’’ პრეზიდენტმა, ივარაუდა , რომ მსგავსი პარტნიორობა ორივე მხარეს მსოფლიო ბაზარზე გაძლიერების შესაძლებლობას მისცემს, სადაც მძაფრი კონკურენციაა ’’არევას’’, ამერიკულ ’’ჟენერალ ელექტრიკს’’ (რომელიც ’’ჰიტაჩისთანაა” დაკავშირებული) და იაპონურ ’’ტოშიბა ვესტინგუს’’ შორის. გერმანულ-რუსული დაახლოება’’ალისტონის’’ საწინააღმდეგოდ სარკინიგზო ბაზარზე’’სიმენსის’’ შეღწევას გაადვილებდა.

მოსკოვსა და ვაშინგტონს თანამშრომლობაზე ხელი ჰქონდათ მოწერილი, რაც ამერიკული ბირთვული სფეროს ინდუსტრიის განვითარებას გაუხსნიდა გზას, მაგრამ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებით, ბუშის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება შეაჩერა. რუსეთი მშვიდობიანი ატომის სფეროში იზოლირებული აღმოჩნდა, ამიტომ ’’რუსატომის’’ შეიარაღებული მხარე ’’ატომენერგოპრომი’’ დიდი ხანია ევროპული კომპანიებიდან სტრატეგიულ პარტნიორს ეძებდა. ის ფაქტი, რომ გეგმა თავად ვლადიმერ პუტინმა გაახმოვანა და არა დაინტერესებული მხარის წარმომადგენელმა, იმას მოწმობს თუ რამდენად არიან მაღალ ეშელონებში დაინტერესებულები ამ გეგმის განხორციელებით,’’ აცხადებს ყოველდღიური გამოცემა ’’გაზეტა’’ 4 თებერვალს.

’’დერ შპიგელმა’’ გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ერთი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც აჩვენებს, თუ რა ’’წარმოუდგენლად მძიმეა’’, რუსეთისა და გერმანიის ტექნოლოგიური განსხვავებულობის გამო, ამ გეგმის შესრულება. ეს მხოლოდ ფრანგული ენერგეტიკული სფეროს ხელმძღვანელის აზრი არ არის. ’’ისინი ფრანგულ-გერმანული წყვილის, გერმანულ-რუსული წყვილის დახმარებით განდევნას ცდილობენ. ’’ეს ცუდია ევროპისთვის,’’ მსჯელობს ის. როდესაც ’’სიმენსმა’’ ’’არევა’’-ს თავისი 34 % დაუთმო, მას ’’რუსატომთან’’ კონტაქტები უკვე წინასწარ ჰქონდა გაბმული, დასძენს იგი.

ბირთვულ სფეროში ფრანგულ- გერმანულ წყვილს შორის გაწყვეტილი ურთიერთობები, რეინის გაღმა ყველას როდი ახარებს. უკეთესი იქნებოდა ’’სიმენს’’ თანამშრომლობა ’’ავერასთან’’ გაეგრძელებინა, რომელთანაც E.ON-იც დაკავშირებულია’’, აცხადებს ვულფ ბერნოტა ’’ფრანკფურტერ ალგემაინ ცაიტუნგში”. მაგალითად E.ON-მა დიდ ბრიტანეთსა და ცენტრალურ ევროპაში განვითარებისთვის ფრანგულ- გერმანული რეაქტორი EPR-ი შეარჩია.

ეძებეთ პასუხისმგებლები! ეს თითქმის ბრძანებაა პარიზში იმათთვის, ვინც ’’ სიმენსის’’ ხელშეკრულებიდან გამოსვლას ნანობს. ისინი რესპუბლიკის პრეზიდენტს ადანაშაულებენ. მართლაც, 2007 წელს ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ ’’სიმენსის’’ ყოფნა ’’არევაში’’ გერმანიის პოლიტიკასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა, რომელიც 2021 წლისათვის თავისი უკანასკნელი სადგურის დახურვას განიხილავდა. ელისეიში აცხადებენ, რომ როდესაც გერმანელების ჯგუფს ამ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება სურდა, მათ ’’სიმენსის’’ გაფართოებაზე ’’ ავერაში’’ უარი განუცხადეს.

აირის დუბლიკატები

ეს ყველაფერი ბატონ პუტინის ჩანაფიქრს უწყობს ხელს, რომლის მოქმედებებიც არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკურიცაა - ენერგეტიკის სფეროში რუსეთის ექსპორტის თანდათანობითი გაფართოებით, ევროპელები გათიშოს. და ეს მოლაპარაკებებიც ბირთვული სფეროს სექტორში, გაუგონარი ენერგეტიკული კრიზისის მეორე დღეს მიმდინარეობს, როდესაც რუსეთის პრემიერ მინისტრმა ევროპელებისთვის აირის მიწოდების შეწყვეტა გადაწყვიტა. ამ კრიზისმა ევროკავშირის წევრი ქვეყნები დააბნია. საფრანგეთი, გერმანია და იტალია რუსეთთან ურთიერთობაში უფრო დამყოლები აღმოჩდნენ, ვიდრე დიდი ბრიტანეთი და ცენტრალური ევროპის ქვეყნები.

ზოგიერთ მიმომხილველში ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ მოსკოვსა და ბერლინს შორის შეთანხმებას ბირთვული სფეროს დარგში, აირის სექტორში შეთანხმებებიც დაემატება. ბატონი ლოშერი სამშაბათს, გიგანტი ’’გაზპრომის’’ ხელმძღვნელმა ალექსეი მილერმა შეხვედრაზე მიიწვია. გერმანიის კანცლერმა კი, რომელმაც რუსეთის მიმართ ტონი შეარბილა, პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე შეთანხმების ფარგლებში, ენერგეტიკული საკითხების გადაწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრა და იქვე აღნიშნა, რომ ამისთვის ორი მსხვილი აირსადენის პროექტის ’’გაზპრომისა’’ და ’’ნაბუქოს’’ მშენებლობების დამთავრებისთვის ძალისხმევაა საჭირო.

ორიგინალი

No comments: