4 თებერვალი 2009
ბერლინი - აშშს პრზიდენტი ბარაკ ობამა გერმანიაში კვირის ბოლოს მნიშვნელოვან პერსონებს გააგზავნის. სწორედ აქ, უსაფრთხოების კონფერენციაზე გაუსინჯავენ პირველად გემოს მის საგარეო პოლტიკურ მიზნებს და აქვე შესაძლოა ნაკლებად გათათამამებული რუსეთიც ვიხილოთ.
მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციას პარასკევიდან კვირის ჩათვლით ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიმს ჯონსი და პაკისტანსა და ავღანეთში ობამას მიერ ახლად დანიშნული რიჩარდ ჰოლბრუკი დაესწრებიან.
ასევე გაემგზავრება იქ დევიდ პეტრაეუსი, აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მეთაური, ვინც იმედევნობს, რომ ავღანეთში ერაყში მიღწეულ წარმატებას გაიმეორებს და მეამბოხე სუნიტ მუსლიმებს კონტროლის ქვეშ მოქცევას მოახერხებს.
შეხვედრას არ დაესწრება თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი, რომელიც თანამდებობაზე ჯორჯ ბუშმა დანიშნა და რომელიც თეთრი სახლის ახალმა ცოცხმა თანამდებობაზე დატოვა. იქ არც ჰილარი კლინტონი, საარჩევნო კამპანიაში ობამას გააფთრებული მეტოქე და მისი ამჟამინდელი სახელმწიფო მდივანი ჩავა.
”ეს ყოველთვის იყო ადგილი, სადაც ამერიკელები თავის დოქტრინას წარადგენდნენ. ყველა ელოდება იმის გაგებას, თუ როგორი იქნება პირველი გზავნილი” - უთხრა ევროკავშირის ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა AFP-ს.
სხვა დამსწრეთა შორის იქნებიან, ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი, ნატოს ხელმძღვანელი იაპ დე ჰოოპ სხეფერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ირანის პარლამენტის სპიკერი ალი ლარიჯანი.
მაგრამ მიუნჰენში აშშ-სა და ირანის მაღალჩინოსანთა შორის პირველი მოლაპარაკებები არ შედგება. მიუხედავად იმისა, რომ ობამას განცხადების თანახმად, აშშ-ს ისლამისტურ რესპუბლიკასთან დიალოგი სურს, მიმდინარე კვირას ლარიჯანიმ მიუნჰენში ასეთი კონტაქტების დაწყება გამორიცხა.
300-მდე დელეგატს გასააზრებლად მწვავე საკითხების დეფიციტი არ შეექმნებათ.
განსახილველ საკითხთა ნუსხის სათავეში თალიბების გაავებული ამბოხი, ობამას გეგმები რეგიონთან მიმართებაში, ირანის ბირთვული პროგრამა, რუსეთის ზღურბლზე და აღმოსავლეთ ევროპაში სარაკეტო თავდაცვითი სისტემების ვაშინგტონური გეგმა იდგება.
იმსჯელებენ სხვა საკითხებზეც, მათ შორის შეიარაღების კონტროლზე, ახლო აღმოსავლეთზე, ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, რუსეთისა და საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ ცენტრალურ კავკასიაში შექმნილ ვითარებაზე, ბალკანეთზე.
ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორც ყოველთვის, რუსეთი იქნება.
ორი წლის წინ ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, მიუნჰენი იმისთვის გამოიყენა, რომ ამერიკას, როგორც ერთპოლარულ, უგუნურ სახელმწიფოს თავზე დასხმოდა და განეცხადებინა, რომ ამერიკა სამყაროს კიდევ უფრო დიდ ხიფათს უჩენს.
ამჯერად რუსეთს სერგეი ივანოვი, პრემიერ-მინისტრის მოადგილე წარმოადგენს, თუმცა, როგორც გერმანული ჟურნალი შპიგელი იუწყება, აშშ-ს წარმომადგენლობითმა დელეგაციამ შესაძლოა რუსულ დელეგაციაში ცვლილებები გამოიწვიოს და მიუნჰენში პრეზიდენტი მედვედევი ჩამოიყვანოს.
ალექსანდრე რაჰს, გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ექსპერტს ბერლინში, მიაჩნია, რომ აქ, მიუნჰენში შეიძლება აშშ-რუსეთის ურთიერთობები გადაიხედოს.
აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ და რუსეთის სერიოზულმა ეკონომიკურმა პრობლემებმა მოსკოვი ნაკლებად აგრესიული გახადა. გასულ კვირას, დავოსში, მსოფლიოს ეკონომიკურ სამიტზე პუტინს ”ძალიან შემრიგებლური ტონი” ჰქონდა - ამბობს რაჰი.
”თუ მედვედევი მიუნჰენში მართლაც ჩამოვიდა, ამას ისე გავიგებდი, რომ რუსეთს დასავლეთთან ჩახუტება და ვითარების გამოსწორება უნდა” - უთხრა AFP-ს რაჰმა.
ამავე დროს, რეცესიამ სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის შეერთებულ შტატებსაც შესაძლოა თავდაცვითი ხარჯების შემცირება აიძულოს, მიაჩნია ჯოზეფ ჯენინგს, ბერთელსმენის ფონდის თანამშრომელს.
შესაძლოა ვაშინგტონმა მიუნჰენის კონფერენცია იმისთვის გამოიყენოს, რომ განაცხადოს - ის აღარ აპირებს პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში სარაკეტო ფარის ელემენტების განთავსების დაჟინებით მოთხოვნას, მიაჩნია ორივეს, ჯენინგსაც და რაჰსაც.
”ის, რაც (აშშ-ს ოფილმა პრეზიდენტმა) ბილ კლინტონმა გააკეთა რეიგანის SDI-სთან (ვარსკვლავურ ომებთან) მიმართებაში, იგივე შეიძლება მოიმოქმედოს ობამამ სარაკეტო ფართან დაკავშირებით” - უთხრა ჯენინგმა AFP-ს.
ბუშის მეორე პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც თავს აბეზრებდა რუსეთს, ნატოში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაც, ალბათ, უკანა პლანზე გადაინაცვლებს. ამაში არც თუ უკანასკნელ როლს ისიც ითამაშებს, რომ უკრაინა ”თითქმის გაკოტრებულია” - ამბობს რაჰი.
ნატოს ხელმძღვანელის, სხეფერის განცხადებითაც ივანავოთან დაგეგმილი შეხვედრა საქართველოს კონფლიქტის შემდეგ მოსკოვსა და ალიანსს შორის ურთიერთობებისადმი ახალი ”მიდგომის” გამომუშავებაში ”პირველი ნაბიჯი იქნება”.
ყველაზე მწვავე საკითხი, რომელიც ობამას ველაზე დიდ საგარეო პოლიტიკურ თავის თკივილად უნდა დავასახელოთ: ავღანეთია.
ობამამ განაცხადა, რომ იქ დისლოცირებულ 30000-იან სამხედრო კონტიგენტს 20000 მეომრის დამატებას უპირებს. მიუნჰენი ის ადგილი გახდება, სადაც ვაშინგტონის მოკავშირეებთან რთული მოლაპარაკებების ღიად გაცხადებული თამაშიც წინ წამოიწევს.
ერთი ქვეანა, რომელიც პროცესს არ მიუერთდება, კონფერენციის მასპინძელი, გემანიაა. მერკელმა, მას შემდეგ, რაც გერმანულმა შენაერთებმა 4,500 მიაღწია კონტინგენტის შემდგომი ზრდა გამორიცხა. და თან გერმანული შენაერთები შედარებით მშვიდობიან ჩრდილოეთში აპირებენ დარჩენას.
საკითხი კვლავ ამოტივტივდება ნატოს მომავალ ორ სამიტზე. ერთი მათგანი მომავალ თვეში, სტრასბურგის 3 აპრილის სამიტის წინ გაიმართება. სტრასბურგის სამიტს კი თავად ობამაც დაესწრება.
No comments:
Post a Comment