ანდრე ალმანდი
24 თებერვალი 2009
საქართველო - სატელევიზიო ”რეალითი” შოუს მომხრეები ეკრანზე ინაცვლებენ. ხელოვნურ საკანში დატყვევებული ერთი იუმორისტი სახელმწიფოს მეთაურის გადადგომამდე ტელე- კამერების გარემოში ცხოვრობს.
თბილისში ამის გარდა, არაფერზე აღარ ლაპარაკობენ. უკვე ერთი თვეა იუმორისტი გიორგი გაჩეჩილაძე ხელოვნურ საკანში ცხოვრობს და მისი ყოფა 24 საათის განმავლობაში ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში გადაიცემა. მომღერალი, პოეტი და განსაკუთრებით კი პოლიტიკური ოპონენტი გვარწმუნებს, რომ ”საკანში მანამ დარჩება, ვიდრე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თეთრ ქსოვილს არ გადმოფენს”.
სახელმწიფო მეთაურის წინააღმდეგ მიმართული ეს საპროტესტო შოუ სულ უფრო და უფრო ძლიერდება. მას შემდეგ, რაც აგვისტოში რუსეთის წინააღმდეგ ომი გაჩაღდა, ოპოზიცია ზეწოლას აძლიერებს. იანვარში თორმეტამდე პოლიტიკურმა პარტიამ პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა, მათ შორის იყვნენ ნინო ბურჯანაძე - ერთ დროს სააკაშვილის მოკავშირე და საქართველოში საყოველთაოდ პატივცემული პიროვნება ირაკლი ალასანია, საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში, რომელიც თანამდებობიდან გადადგა, რომ ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
მაშასადამე, სატელევიზიო შოუ ”საკანი 5” თავის თავზე ვალდებულებას იღებს. გიორგი გაჩეჩილაძემ თავის საკანში უკვე 150-მდე ადამიანი მიიღო, მათ შორის რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელი რობერტ სტურუა, და ქვეყნის მთავარი უფლებადამცველი სოზარ სუბარი.
პრეზიდენტ სააკაშვილს შეშფოთების საფუძველი აქვს, თუმცა იგი დაბეჯითებით აცხადებს, რომ მეორე ვადის დასრულებამდე - 2013 წლამდე - თანამდებობაზე დარჩება. სააკაშვილი დასძენს, რომ იგი თავად არის ”საკანი 5”-ის გულშემატკივარი.
ორიგინალი
Thursday, July 24, 2008
ის ჩაიკეტა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი გადააყენოს
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment