როგორც სჩვევიათ ხოლმე, რუსებმა დეტალურად შეისწავლეს თავიანთი ქმედებები საქართველოში შეჭრის დროს გასულ აგვისტოში. მიუხედავად იმისა, რომ დასახულ მიზანს მიაღწიეს, რუსმა სამხედრო ექსპერტებმა უამრავი შეცდომა და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა აღმოაჩინეს. უფრო სასტიკი მოწინააღმდეგის პირობებში ასეთი ნაკლოვანებების გამო ისინი დამარცხდებოდნენ.
მეორე მხრივ რუსმა სამხედროებმა სერიოზული სიახლეების და შემოქმედებითობის დემონსტრირებაც მოახდინეს. ეს ეხება სტრატეგიულ დაგეგმვას, რადგან ომი აშკარად კარგად გათვლილი იყო. რუსეთმა შეჭრისთვის მხოლოდ ერთი ქვეითი ქვედანაყოფი გამოიყენა და სასწავლო მანევრებს ივლისში ატარებდა. რუსებმა ქართველებს ”სტრატეგიული სიურპრიზი” მოუწყვეს, რითაც მათ სტრატეგებს ნამდვილად შეუძლიათ იამაყონ.
სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან რეგიონის საზღვართან ძალადობის ზრდამ ქართველებს აფიქრებინა, რომ ისინი დაკარგული (1991 წელს) რეგიონის ძალით დაბრუნებას შელებდნენ. ერთი დღეც არ იყო გასული მას შემდეგ რაც ქართველები სამხრეთ ოსეთში შეიჭრნენ, რომ 20 000-იანმა რუსულმა სამხედრო ძალამ (მათი ჩათვლით ვინც ჩეჩნეთის ბრძოლებში გამობრძმედა და ჩრდილო ოსეთური მილიციის ჯგუფმა) საზღვარი გადმოლახა. ქართველები ამისთვის მზად არ იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე, კვირეების განმავლობაში, ინტერნეტში რუსები საკმარისად ხმაურობდნენ სამხრეთ ოსეთში მზარდი კრიზისის გამო.
8 აგვისტოსთვის ცხადი გახდა, რომ რუსეთი კარგად მომზადებული იყო. ქართული მედიის დიდი ნაწილისა და სამთავრობო ვებ-გვერდების უმრავლესობა რუსული თავდასხმების გამო დაიბლოკა. ეს ბლიცკრიგის ინტერნეტ ვერსია და საქართველოს სამხედრო და სამოქალაქო მორალზე მიტანილი დარტყმა იყო. ადგილებზე რუსული არმიის საბრძოლო გამოცდილებამ სწრაფად დაამარცხა გამოუცდელი ქართული ჯარი. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ისრაელელების და ამერიკელების მეთვალყურეობის ქვეშ იწრთვნებოდა, ქართველები რუსებივით ეფექტურები (რომლებიც ათ წელზე მეტხანს იბრძოდნენ ჩეჩნეთში) ვერ აღმოჩნდნენ. მართალია ქართულმა საზენიტო ერთეულებმა რამდენიმე რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ჰაერს ძირითადად რუსები აკონტროლებდნენ. რუსულმა ავიაციამ ქართველებს ეფექტური თავდაცვითი პოზიციების ორგანიზების საშუალება არ მისცა.
არადა რუსულმა სამხედრო ავიაციამ, ყველაზე მეტი კრიტიკა დაიმსახურა ცუდი დაგეგმვისა და არასწორი ქმედებების გამო. იმ დროს, როდესაც რუსებისთვის ქართული ქვეითი ჯარების ტერიტორიიდან განდევნა რთული არ აღმოჩნდა, ქართული საჰაერო ძალები ქვეითებზე გაცილებით ეფექტურები იყვნენ. რუსებმა აღიარეს, რომ ოთხი თვითმფრინავი დაკარგეს (სამი Su-25 სახმელეთო შეტევის ბომბდამშენები და Tu-22 სადაზვერვო თვითმფრინავი). უმრავლესობა, და შესაძლოა ყველა მათაგანიც ჩამოგდებულ იქნა უკრაინიდან მიღებული SA-11 BukM1 სარაკეტო სისტემებით ”დედამიწა-ჰაერი”.
SA-11 SA-6-ის მემკვიდრეა, რომელმაც ისრაელის საჰაერო ძალებს 1973 წლის ომში საშინელი ზიანი მიაყენა. თვითმავალი SA-11 ოთხ 1 500 ფუტიან რაკეტას ატარებს. რაკეტებს 30 კილომეტრიანი მოქმედების დიაპაზონი აქვთ, და შეუძლიათ თვითმფრინავი 72 000 ფუტის მანძილიდან ჩამოაგდონ. რაკეტების ისჩქარე საათში 2 900 კილომეტრია. რადარს, რომელიც ასევე თვითმავალია, თვითმფრინავის აღმოჩენა 85 კილომეტრზე შეუძლია. სისტემის აწყობა და მისი მზადყოფნაში მოყვანა 5 წუთში შეიძლება. რაკეტას 150 ფუტიანი ქობინა აქვს.
ქართველებს ასევე აქვთ რამდენიმე Tor-M1 სისტემა, რომლებიც ასევე უკრაინისგან შეიძინეს. ასევე ნატოსთვის ცნობილი როგორც SA-15 (SA-15 Gauntlet), რომლის მაქსიმალური მოქმედების დიაპაზონი 12 კილომეტრია და მხოლოდ 6 000 მეტრის სიმაღლეს აღწევს. აღნიშნული სისტემა SA-N-8 Gecko-ს მემკვიდრეა. თითოეულ გამშვებ დანადგარში 6 რაკეტაა, და როგორც ამტკიცებენ მას ერთდროულად ორი ამოცანის შესრულება შეუძლია. ეს სისტემა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ტაქტიკური ბრძოლისთვის შეიმუშავეს და განსაზღვრული იყო დაბალ სიმაღლეზე მფრინავი ისეთი ობიექტების მხარდასაჭერად, როგორებიცაა A-10 ან ტაქტიკური გამანადგურებელი ბომბდამშენები F-4, F-16 და F-18.
რუსული დაზვერვა ქართული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტებს ვერ პოულობდა და მათ ლოკალიზებას ვერ ახდენდა. რუსი პილოტები ფიქრობდნენ, რომ წინააღმდეგობა არ შეხვდებოდათ. ისინი არ იყვნენ მზად ქართული სისტემისთვის (რომელიც ანტი-რადიაციული რაკეტებისა და სხვა საჰაერო შეიარაღებისგან შედგებოდა) წინააღმდეგობის გასაწევად. რუსებმა ბრძოლის ველის დეტალური შესჭავლისთვის, ასევე ძალიან მცირე დოზით გამოიყენეს კოსმოსური და საჰაერო ფოტოგადაღებები. მათ ძალიან გვაინ აღმოაჩინეს, რომ ხშირი მცენარეული საფარი ლაზერის ბომბების გამოყენებას შეუძლებელს ხდიდა. ამ ძვირადღირებული იარაღის გამოყენებისთვის მათ საკმარისი პროფესიული მომზადებაც აკლდათ.
რუსული არმიის ხელმძღვანელობამ, როგორც ჩანს არ, ან ვერ შეძლო, სამხედრო საჰაერო ძალების თავდასხმის გეგმის შემუშავება, რასიც უნდა შესულიყო ქართული შტაბ-ბინისა და კომუნიკაციის საშუალებების აღმოჩენა და მათზე თავდასხმა. ამან ქართველებს რუსულ შეტევებზე რეაგირების და მათში მეტი მსხვერპლის გამოწვევის საშუალება მისცა. რუსებისთვის საბედნიეროდ, ქართული ქვეითი ჯარების რაოდენობრივი უპირატესობა, რუსული არმიის გამოცდილებამ დაჯაბნა. ამან რუსული სამხედრო საჰაერო ძალების წარუმატებლობა გადაფარა.
საინტერესოა, რომ რუსეთმა ეფექტური რაკეტსაწინააღმდეგო კონტრზომები ვერ გამონახა. რუსებმა უკრაინიდან საქართველოში იარაღის ექსპორტის თაობაზე და მათ შეიარაღებაში SA-11s და SA-15s -ის არსებობაზე იცოდნენ.
ეს სამხედრო დაზვერვის სამსახურსა (რომელიც უცხო ქვეყნების სადაზვერვო მონაცემებს აგროვებს) და უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობას შორის კომუნიკაციის პრობლემაზე მიუთითებს. მთელი ამ ინფორმაციის შეგროვებას აზრი არ აქვს, თუკი თქვენ მას შესაძლებლობის შემთხვევაში არ გამოიყენებთ.
ომის დროს დაზვერვის ბევრი ნაკლოვანება გამჟღავნდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსები ქართველების საწინააღმდეგო ქმედებებს გეგმავდნენ, ქართველების სამხრეთ ოსეთში შეჭრის ვადები, მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ისინი ნელა რეაგირებდნენ. თუმცა როგორც კი რუსებმა კონტრშეტევა განახორციელეს, ამან ქართული არმია დაანგრია. თუმცა, რუსი მგეგმავები აღიარებენ, რომ უფრო მრავალრციხოვანი და გამოცდილი მოწინააღმდეგე რუსებს დაამარცხებდა და ყველა მათი ნაკლი მომენტალურად ცხადი გახდებოდა.
რუსებს პრობლემების აღმოფხვრა სურთ, მაგრამ მათ სამხედრო სფეროში ბევრი ცივი ომის პერიოდის ოფიცრის არსებობა აბრკოლებს, რომლებიც დეგრადაციისა და სუსტი კონტროლის ეპოქაში წამოიჩიტნენ. მოკლედ, რუსი სამხედროების ”კორპორაციის კულტურა” ქაოსშია. მას აღდგენა სჭირდება და საქართველო მათ სტიმულს ან მისცემს, ან არა.
ორიგინალი
No comments:
Post a Comment