Wednesday, July 23, 2008

საქართველო რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტს ეწევა

tur_week 
ჰაბიბ ოზდალი
23 თებერვალი 2009

საქართველომ კავკასიონის ელექტროგადამცემი ხაზით რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო. დღეისთვის საქართველო რუსეთს დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 24 მილიონი კვ/სთ ელექტროენერგიით ამარაგებს.

ელექტროენერგიის ექსპორტის დაწყება ქართულ ჰიდროენერგეტიკულ ჰესებში წყლის დონის მკვეთრ ზრდას უკავშირდება. რუსეთსა და საქართველოს შორის ელექტროენერგიის გაცვლაზე შეთანხმება არსებობს. ამ შეთანხმების თანახმად, საქართველო ელექტროენერგიას რუსეთისგან შემოდგომა-ზამთრის პერიოდში იღებს, თავად კი გაზაფხულსა და ზაფხულში უბრუნებს. საქართველოში წყლის დონის მკვეთრი ზრდის გათვალისწინებით, რუსული ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში, რომელიც კავკასიონის გავლით 2008 წლის ნოემბერში დაიწყო, შეჩერებულია.

საქართველო რუსეთიდან 60 კვ/სთ ელექტროენერგიას იღებს.
საქართველო-რუსეთის ენერგეტიკულმა შეთანხმებამ ყურადღება მას შემდეგ მიიპყო, რაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, რომ საქართველო და რუსეთის ენერგეტიკით მოვაჭრე სახელმწიფო კომპანია ”ინტერ-რაო” იანვარში რეგიონში ყველაზე დიდი ჰიდრო ელექტროსადგურის ენგურის ერთობლივ მართვაზე შეთანხმდნენ. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები 2008 წლის ოქტომბერში დაიყო და თბილისი დათანხმდა ხელი მოეწერა მემორანდუმზე, მას შემდეგ რაც რუსული მხარე ”მისაღებ წინადადებებს” წარმოადგენდა.

ინტერ-რაო თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია ”თელასის” 75%-ის მფლობელია, მასვე ეკუთვნის ორი თბოელექტროსადგური - მე-9 და მე-10 ბლოკები (ეს უკანასკნელი ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებს). ინტერ-რაოს აქვს ასევე ორი ჰესის - ხრამი -1, და ხრამი 2-ის მმართვის უფლება.

აღნიშნულ შეთანხმებას განსაკუთრებული კრიტიკა საქართველოში მოჰყვა. ოპონენტების აზრით, შეთანხმება საშუალებას მისცემს რუსეთის სახელმწიფო კომპანიას აკონტროლოს ელექტროსადგური, რომელიც ქვეყანას მთლიანი ელექტროენერგიის ნახევრით ამარაგებს. გარდა ამისა, ზოგიერთმა უკრაინის გაზის კირზისის მაგალითიც მოიყვანა და განაცხადა, რომ რუსეთისთვის საქართველოს ელექტრომომარაგებაზე კონტროლის გადაცემა, შეცდომაა.
მეტიც, შეთანხმება, რომელიც რუსეთმა გასულ თვეს ჩუმად გაახმოვანა, რუსულ კომპანია ინტერ-რაოს ენგურჰესის ერთობლივი მართვის საშუალებას 10 წლის განმავლობაში აძლევს.

ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, რომ შეთანხმება ინტერ-რაოსთან საქართველოს ენერგომომარაგებით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, რუსი პარტნიორები ელექტროსადგურის გამოყენებისთვის საქართველოს ყოველწლიურად დაახლოებით 9 მილიონ დოლარს გადაუხდიან. ხეთაგურის თქმით, ადრე აფხაზეთის და რუსეთის ჩრდილო-კავკასიის მიერ ელექტროსადგურით სარგებლობის ფასს არავინ იხდიდა. ამდენად ”რატომ არ უნდა ვითანამშრომლოთ, თუკი ისინი ძალიან სასარგებლო პირობებს გვთავაზობენ?” კითხულობს ხეთაგური.

თუმცა, პარლამენტში ოპოზიციიის წარმომადგენელს ვეფხვაძეს მიაჩნია, რომ 9 მილიონი ამერიკული დოლარი ”ძალიან დაბალი ფასია აფხაზეთში ასეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების დაკარგვისთვის.” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ჟვანიამ განაცხადა, რომ საქართველოს მხრიდან ელექტროსადგურზე კონტროლის დაკარგვის რისკი არ არსებობს, რადგან მის მართვაში მონაწილეობას მიიღებს სამი რუსი, სამი ქართველი და დირექტორსაც ქართული მხარე დანიშნავს. ჟვანიამ უკმაყოფილოთა დამშვიდების მიზნით განაცხადა ”ენგურჰესი 100 პროცენტით იყო, არის და იქნება საქართველოს საკუთრება.”

ორიგინალი

No comments: