პიერ სიმონიჩი
22 თებერვალი 2009
მოსკოვს კონფლიქტზე საუბარი ვაშინგტონთან მაღალი დონის შეხვედრაზე ურჩევნია.
საქართველოზე ჟენევის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდს, რეგულარული კონსულტაციების გამართვაზე დეკლარაციის მიღების გარდა, არაფერი მოჰყოლია. რუსეთი და საქართველო, ასევე სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წამომადგენლები, ამ კვირაში ”ინციდენტების თავიდან აცილების ერთობლივი მექანიზმის” შემუშავებაზე შეთანხმდნენ. მათი უშიშროებაზე პასუხისმგებელი ძალები კვირაში ერთხელ ერთმანეთს შეხვდებიან და მუდმივ კონტაქტში იქნებიან. გარდა ამისა, საერთაშორისო დამკვირვებლები შეტაკებების თავიდან აცილების მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე კონტროლს ნებისმიერ ადგილას შეძლებენ.
შემდეგი რაუნდის თარიღი არ დადგენილა
თუმცა რუსეთი შემდეგი რაუნდის ზუსტი თარიღის განსაზღვრისთვის მზად არ აღმოჩნდა. ჟენევაში მოლაპარაკებებზე ”ალბათ გაზაფხულზე” შევხვდებით, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასაინმა. დამკვირვებლებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ რუსეთს გათვლა აშშ-ს ახალ ადმინისტრაციათან პირდაპირ მოლაპარაკებებზე აქვს. მისი მიზანია ინტერესების გლობალური გაწონასწორება.
6 მარტს ჟენევაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდება - მზადება ობამა-მედვედევის სამიტისთვის მიმდინარეობს. მოლაპარაკებები აშშ-ს და რუსეთის წარმომადგენლებს შორის ქვედა დონეზე აქტიურ ფაზაშია. ”კავშირების დეფიციტი არსებობს”, აღნიშნა ოთხშაბათს ჟენევაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპის განყოფილების ხელმძღვანელმა, სახელმწიფო მდივნის მოადგილე დენიელ ფრიდმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან კარასინთან ”რეგულარულად ღია და პროდუქტულ ურთიერთობებს ვაწყობთ,” თქვა ფრიდმა, ”ჩვენ სატელეფონო კავშირსაც ვიყენებთ”. რუსებს ვაშინგტონისგან ნატოს აღმოსვლეთით გაფართოვების შეჩერებაზე გარანტიების მიღების მიღწევა სურს. და პირიქით, აშშ ცდილობს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული ბაზების განთავსების საკითხი დააყენოს. ”გუდაუთაში საავიაციო ბაზის გაფართოვება და ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის მოწყობა პრობლემებს ქმნის,” განაცხადა ფრიდმა. საქართველოში კონფლიქტის შემდეგ, ეს აშშ-სა და რუსეთის მხრიდან სიტუაციის სტაბილიზაციის პირველი რეალური მცდელობაა.
ვაშინგტონი რუსების პოზიციებიდან სწრაფად გაყვანის მოთხოვნისთვის განწყობილი არ იქნება. ევროკავშირის წარმომადგენელმა პიერ მორელმა განაცხადა, რომ საქართველოზე მოლაპარაკებები ”პრევენციული დიპლომატიის” ხასიათს ატარებს. ამის წყალობით დღეს საქართველოდან სამხრეთ ოსეთში გაზის ნაკადი მიდის.
მშვიდობიანი მოქალაქეების დახმარება ჩიხშია
ომით დაზარალებული მოსახლეობის საერთშორისო დახმარების პროცესი შეფერხებებით მიდის. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლის განცხადებით, მისი ქვეყნის მოსახლეობა ქართული თავდასხმის შემდეგ ტრამვირებულია, ამიტომ საქართველოს ტერიტორიის გავლით იქ ტვირთის გატარებას არ ემხრობიან.
რუსეთი ამ მოსაზრებას მხარს უჭერს, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ 13 თებერვალს, თავის რეზოლუციაში კონფლიქტის ყველა მხარეს მოუწოდა, ხელი არ შეუშალონ ჰუმანიტარული დახმარების პროცესს.
ორიგინალი
No comments:
Post a Comment