Tuesday, July 22, 2008

ერთი ”რეალითი” შოუ პრეზიდენტ სააკაშვილს უტევს

france 24 
22 თებერვალი 2009

საქართველოში გიორგი გაჩეჩილაძე ლეგენდაა. ის მომღერალი და მნიშვნელოვანი სატელევიზიო ”რეალითი” შოუს გმირია. ერთ სტუდიაში ჩაიკეტა და იქიდან გასვლას არ აპირებს, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშილი ხელისუფლებას არ დატოვებს.

საქართველოში ”რელითი” შოუებს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. უკვე რამდენიმე ხანია, რაც ტელევიზიამ ორიგინალური გადაცემის ფორმატს მიმართა, სადაც ერთი მომღერალი ტელე-სტუდიაშია ჩაკეტილი. მისი მიზანია: დარჩეს იქ მანამ, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი არ გადადგება. გადაცემის პარალელურად, რომელიც საკაბელო ტელევიზიის ეთერში გადის, ქვეყნაში უკმაყოფილება იზრდება.

ამ ახალი ჟანრის პოლიტიკურ გადაცემას ”საკანი 5” ჰქვია. რადგან მიხეილ სააკაშვილი მანდატის ამოწურვამდე გადადგომას არ აპირებს, გადაცემა შეიძლება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაგრძელდეს, რომელიც 2013 იგეგმება.

მამაცი მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე ხელისუფლებას აუჯანყდა: ”მთელი ციხეა... გნებავთ შიგნით ყოფილხართ, გნებავთ გარეთ, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მთელი ქვეყანა ბოქლომითაა ჩარაზული, იმიტომ რომ ეს კრიმინალური ხელისუფლებაა!”

ყოველდღიურად გიორგი გაჩეჩილაძე სტუმრებს იღებს და სახელმწიფო ტელევიზიებში პლიურალიზმის გაქრობას ამხელს. ის ხალხს სახალხო წინააღმდეგობისკენ მოუწოდებს, რაც ხელისუფლების ნამდვილ გაღიზიანებას იწვევს, იმედი აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტით გამოწვეული მორალური ტანჯვა დასრულდება.

ორიგინალი

No comments: