IWPR-მა ჟურნალისტები მთელი კავკასიიდან შეკრიბა, რათა ერთმანეთთან კავშირების გაუმჯობესების გზები გამონახონ. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ეს ჟურნალისტების პირველი მსგავსი შეხვედრა იყო.
სემინარი, ”მედია და კონფლიქტი კავკასიაში” გაიმართა კიევში, უკრაინაში 27-29 იანვარს და მისი ორგანიზატორი ომისა და მშვიდობის გაშუქების და საერთაშორისო მედიის მხარდაჭერის ინსტიტუტი იყო. შეხვედრას დაახლოებით 20-მდე ჟურნალისტი და რედაქტორი ესწრებოდა, რომლებიც სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის მედია საშუალებებს წარმოადგენდნენ.
სემინარი მოეწყო ევროკავშირის სამწლიანი პროგრამის, კავკასიის ჟურნალისტიკის გზაჯვარედინი ქსელური პროექტის ფარგლებში.
ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ ისინი კმაყოფილები არიან, რომ მათი თანამშრომლობა არ დაზარალებულა აგვისტოს ომით, როდესაც რუსეთმა სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან ქართული არმია გამოდევნა და ამ რეგიონების დამოუკიდებლობა ცნო.
”მე მართლაც ცოტა არ იყოს ვნერვიულობდი კიევში გამომგზავრბის წინ, რადგან ეს ქართველ ჟურნალისტებთან ომის შემდეგ ჩემი პირველი შეხვედრა იყო. ვფიქრობდი, რომ საერთო ენის გამოძებნა გაგვიჭირდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შეხვედრა ძალიან პროდუქტიულია,” განაცხადა ანაიდ გოგორიანმა, აფხაზური გაზეთის ”ჩეგემსკაია პრავდას” ჟურნალისტმა.
”ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სემინარზე იყო ის, რომ ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს განვაგრძოთ ჩვენი კოოპერაცია საზღვრებს მიღმა,” თქვა მან, გამოეხმაურა რა თბილისელ კოლეგებს.
”გულწრფელად რომ გითხრათ სემინარზე როდესაც მოვდიოდი, ვნერვიულობდი, რადგან არ ვიყავი დარწმუნებული შევძლებდი თუ არა კონტაქტს ჩემს აფხაზ და ოს კოლეგებთან,” თქვა მალხაზ გაგუამ, გაზეთ ”რეზონანსის” ჟურნალისტმა თბილისიდან.
სემინარზე მრგვალი მაგიდის გარშემო დისკუსია სამ თემაზე გაიმართა ”მედიის თავისუფლება კავკასიაში, კონფლიქტების გაშუქება და ეთნიკური/რელიგიური საკითხები”.
მონაწილეები წუხდნენ, რომ მედიის საშუალებები ცეცხლის ხაზის საპირისპირო მხარეს მდგომ ადამიანებს, ხშირად, როგორც მტრებს ისე მიმართავდნენ, რითაც კიდევ უფრო ძაბავდნენ სიტუაციას.
”რეგიონის თითქმის მთელი მედია მტრული რიტორიკა ახასიათებდა და სადაო განცხადებებს ავრცელებდა, რაც კონფლიტის პირობებში ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო,” განაცხადა მურატ გუკემუკლოვმა, თავისუფალმა ჟურნალისტმა ჩრდილო კავკასიიდან.
”ვფიქრობ, ეს და სხვა მსგავსი სემინარები დაგვეხმარება საერთო ენის გამოძებნასა და მეტ-ნაკლებად მისაღებ ტერმინოლოგიაზე შეთანხმებაში.”
რედაქტორები განიხილავდნენ, თუ როგორ გააშუქეს მათ კონფლიქტი საქართველოში, მათ ქვეყნებში და სხვა რეგიონებში, და რა სირთულეების პირისპირ იყვნენ. ჟურნალისტები ძალიან საშიშ პირობებში მუშაობდნენ, იმ დროს როდესაც ისინი გამოცდილების ნაკლებობას განიცდიდნენ კონფლიქტის ზონაში მუშაობის, რაც მათ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა. ომის გაშუქებაში მთავრობის აქტიური პროპაგანდაც აისახა.
”ძალიან ხშირად, სტატიებში, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მოხსენიებული იყვნენ როგორ ”აფხაზი აგრესორები”, ან როგორც ”აფხაზეთის კრიმინალური ჯგუფის ლიდერები,” თქვა ზურაბ არგუნმა, აფხაზეთის სატელევიზიო სადგურის აბაზა ტივი-ს რედაქტორმა.
ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ მათ მოვლენების მხოლოდ ერთი მხრიდან გაშუქების საშუალება ჰქონდათ, და მომავალში ხაზის მეორე მხარეს მყოფ კოლეგებთან უფრო აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
მაგალითად, მონაწილეები განიხილავდნენ ქართველი და ოსი ავტორის ერთობლივ სტატიას სახელწოდებით, როგორ დაიწყო ომი საქართელოში, რომელიც კავკასიის გაშუქების ბიურომ გამოაქვეყნა და რომელიც პირველი სტატია იყო სადაც კონფლიქტის დაწყებაა გაანალიზებული. რამდენიმე საერთასორისო პუბლიკაცია სწორედ მასზე დაყრდნობით შეიქმნა.
”ვფიქრობ ამ ტიპის სტატიები ყველასთვის საინტერესოა,” განაცხადა ანდრეი ტადტაევმა, სამხრეთ ოსეთის ოსიმფორმის რედაქტორმა.
”როდესაც სტატია იწერება უშუალოდ იმ ადგილას, სადაც ფაქტი ხდება, ის ყოველთვის უფრო სანდოა,” განაცხადა პაატა ვეშაპიძემ, ქართული გაზეთის ”24 საათის” მთავარმა რედაქტორმა.
რედაქტორების უმრავლესობა ამბობს რომ თავიანთ გაზეთებში მსგავსი პუბლიკაციების გამოსაქვეყნებლად მზად არიან, და მათ მომავალში შესაძლო განსახილველ თემებზე ისაუბრეს. მათ ასევე თქვეს, რომ თანამშრომლობის გაღრმავება სჭირდებათ კოოპერაციის გაღრმავება როდესაც ორგანიზებას გაუკეთებენ მოგზაურობას კონფლიქტის ზონებში, და გაცვალეს კონტაქტები მომავალში ერთობლივი პროექტების განსახორცილების ხელშეწყობისთვის.
”მსგავსი სემინარი ძალიან მნიშვნელოვანია რადგან ამდენი განსხვავებული ადამიანი ერთად იკრიბება. ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აქ კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს მყოფი ადამიანები ხვდებიან,” თქვა ლილიტ ასრიანმა, ჟურნალისტმა მთიანი ყარაბაღიდან, რომელზეც პრეტენზია აზერბაიჯანს აქვს, მაგრამ სომხების მიერ იმართება.
”ჩემთვის მნისვნელოვანია, აზერბაიჯანელ მონაწილეებთან საუბარი. ჩემი თაობის ადამიანებს აზერების გვერდიგვერდ არასდროს უცხოვრიათ, ამიტომ ბევრ ახალგაზრდას მათზე სტერეოტიპული შეხედულებები აქვს, რაგდან მათ უბრალოდ არ იცნობენ. თუკი ჩვენ უფრო მეტ ადამიანს შევხვდებით აზერბაიჯანიდან, ჩვენ სტერეოტიბების დანგრევას შევძლებთ.”
დისკუსიის განმავლობაში, რედაქტორებმა ინფორმაცია მათ რეგიონებსა და ქვეყნებში სახელმწიფო მედიის შესახებ მიიღეს. მთავარი სისუსტედ არასაკმარისი დაფინანსება და მთავრობის ზეწოლა შეფასდა.
”ჩრდილოეთ კავკასაში ყველაზე თავისუფალი დაღესტნური მედიაა, მაგრამ იქ ჟურნალისტებს კლავენ. ბოლო დროს არაერთი ინციდენტი მოხდა. სიტუაცია ჩეჩნეთის და ინგუშეთის მედიაში კიდევ უფრო უარესია. ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებში ჟურნალისტები მუშაობის პროცესში ყოველდღიურ პრობლემებს აწყდებიან,” განაცხადა ალან ცურბაევმა, ჟურნალისტმა ვლადიკავკაზიდან (ჩრდილოეთ ოსეთი, რუსეთი).
ანგარიშებში ნათქვამია, რომ კავკასიაში მთავრობები პირდაპირი ზეწოლის ფორმებს მიმართავენ როგორც ჟურნალისტების, ასევე რედაქტორების მიმართ, და რომ ურჩ მაუწყებლებს ლიცენზიები შეუჩერეს, მათ პრობლემები აქვთ რეკლამის დამკვეთებთან, რომლებიც არასამთავრობო მედია საშუალებებში რეკლამის განთავსებაზე უარს აცხადებენ.
”თითქმის ყველა დიდი კომპანია აზერბაიჯანში ან პირდაპირ ეკუთვნის ან დაკავშირებულია ხელისუფლებასთან, რის გამოც ოპოზიციური გამოცემები რეკლამის ნაკლებობას განიცდიან,” თქვა ლაილა ამიროვამ, აზერბაიჯანული ”იზვესტიის” რედაქტორმა.
სიტუაცია ანალოგიურია მთელ რეგიონში.
”ყველაზე პოპულარულ ტელევიზიას სომხეთში ა1-ს ლიცენზია შეჩერებული აქვს, და მას ახლის მიღება მხოლოდ ორ წელიწადში შეუძლია. ცხადია, რომ ამ დრომდე ტელევიზია ეთერში ვერ გავა,” განაცხადა კარენ არუთიუნიანმა, სომხეთის დედაქალაქის გაზეთის მთავარმა რედაქტორმა.
სემინარის განმავლობაში, მონაწილეები ურაინელ ექსპერტებს შეხვდნენ და ამ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პოპულარული გაზეთს ”ზერკალო ნედელი”-ს და დამოუკიდებელ ტელეკომპანია ”ტვ-5”-ს ესტუმრნენ.
ორიგინალი
No comments:
Post a Comment