სამშაბათს, პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაფუჭებაში პასუხისმგებლობა დააკისრა. სააკაშვილი ვერ იტანს მის ახლო ურთიერთოებებს მოსკოვთან
სარქისიანის ეს ბრალდება თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში, გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. სააკაშვილმა სთქვა - ”თქვენ იცით, რომ სომხეთის ეკონომიკა ორ კვირაში ჩამოიშალა, რატომ მოუვიდა ეს სომხეთს? რადგან ის მთლიანად რუსეთის ბაზარზეა დამოკიდებული. რუსეთის ბაზარი დაინგრა და სომხეთის ეკონომიკაც მას მიჰყვა.”
რუსეთში 2008 წელს სომხეთიდან შესული ექსპორტის მოცულობა 20%-ს აჩვენებდა, მაშინ როდესაც ევროკავშირში სომხეთის ექსპორტის მონეტარული ღირებულება თითქმის სამჯერ უფრო მაღალი იყო.
სარქისიანის პრეს-სპიკერმა სამუელ ფარმანიანმა სააკაშვილის სიტყვებს ”აბსოლუტურად უსაფუძვლო” უწოდა და ის საკუთარი მოსახლეობის ეკონომიკური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაში დაადანაშაულა, მაგრამ სარქისიანისთვის ეს გაუგებარია - ”მე არ ვფიქრობ, რომ ასეთი სახის შეფასებები, ქართველი მოსახლეობის ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანის საუკეთესო მეთოდია,” აღნიშნა მან ერთ-ერთ კომუნიკეში.
No comments:
Post a Comment