Wednesday, March 12, 2008

ვაშინგტონისთვის გაცემული ავანსების სანაცვლოდ, მოსკოვი საკუთარი გავლენის სფეროს ითხოვს

le_monde 
მარი ჟეგო
12 მარტი 2008 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 6 მარტს ჟენევაში მოილაპარაკეს, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთოებებს ახალ იმპულსს შემატებენ. ეს შეხვედრა პრეზიდენტების ბარაკ ობამასა და დიმიტრი მედვედევის პირისპირ შეხვედრას უსწრებდა წინ, რომელიც 2 აპრილისთვის, ლონდონში, დიდი ოცეულის შეხვედრის ფარგლებშია დაგეგმილი და რომელიც ფინანსურ კრიზისს ეძღვნება.

დიპლომატები ერთმანეთს ქათინაურების თქმაში ეჯიბრებოდნენ. ბატონმა ლავროვმა განაცხადა, რომ - ”აფასებს ობამას ადმინისტრაციის მზადყოფნას, სხვა ქვეყნების აზრი მოისმინოს.” ქალბატონმა კლინტონმა თავის კოლეგას წითელღილაკიანი კოლოფი მიართვა, რომელსაც წარწერა ”გადატვირთვა” ამშვენებდა. თუმცა ქალბატონის აზრით, ნდობის აღსადგენად ”დრო იქნება საჭირო.”

თუმცა მთლიანობაში, ორმხრივი ურთიერთობების საკითხები უცვლელი რჩება. ახალი ამერიკული ადმინისტრაცია არ აპირებს ანტისარაკეტო ფარის განლაგებაზე უარის თქმას, ასევე აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცის რუსული გავლენის სფეროდ აღიარებას. ის საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერასაც განაგრძობს.

”ახლო მეზობელი”

პარასკევს მხარეებისთვის ერთ თემაზე შეთანხმება რთული არ გამხდარა, კერძოდ მათ სტრატეგიული შეიარაღების კონტროლზე შეთანხმების გაგრძელების აუცილებლობაზე მოილაპარაკეს. დოკუმენტს ვადა 2009 წელს გასდის და უნდა აღსდგეს. მეორე მწვავე საკითხი - ბირთვული იარაღის გავრცელების საფრთხეს უკავშირდებოდა, თუმცა, ამ სფეროში როგორც ჩანს პროგრესი არ იქნება მიღწეული.

ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც მუდმივად დაეჭვებულია, რომ ირანს ბირთვული იარაღის შეძენის სურვილი აქვს, მიაჩნია, რომ რომ რუსეთი მას თეირანის ჭკუაზე მოყვანაში დაეხმარება. ამას წინათ, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის რუს კოლეგას მისწერა, რომ ევროპაში ანტისარაკეტო ფარის პროექტს ის ირანის მხრიდან ბირთვული საფრთხის არსებობას უკავშირებს, შემდეგ მან უარყო ინფორმაცია, რომ თითქოს მოსკოვს ამ ორ საკითხზე  გარიგება შესთავაზა, თუმცა მსგავსი პერსპექტივა მოსკოვმაც უარყო.

გამართლებულია თუ არა დასავლეთის მხრიდან ირანთან დაკავშირებით მოსკოვის იმედზე ყოფნა? რა თქმა უნდა. რუსეთი სრულებით არაა დაინტერესებული, რომ ირანს ხელში ბირთვული იარაღი ჩაუვარდეს, მაგრამ ისლამურ რესპუბლიკასთან მას ახლო ურთიერთობა აქვს, ამიტომ ფრთხილად იქცევა. ”რუსეთს სულაც არ სურს, რომ ირანი მისი პარტნიორობიდან, მის მოწინააღმდეგედ იქცეს,” - გვიხსნის ევგენი სატანოვსკი, მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის  ინსტიტუტის დირექტორი. ირანი მისი ახლო მეზობელია. თუ სანქციები არ გაამართლებს, თეირანი კასპიის ზღვის არეალში იმოქმედებს და ეს დიდ პრობლემებს შექმნის,” - ამბობს ანალიტიკოსი.

იგი დარწმუნებულია, რომ სანქციები შედეგს ვერ გამოიღებს. ასეთ პირობებში მოსკოვს არ სურს ”წაგებულთა ბანაკში” აღმოჩნდეს. ამისთვის მას მიზეზიც აქვს - ”ყველაფერი რაც ირანმა ლიბანში გააკეთა, შეიძლება კასპიის რეგიონშიც გაიმეოროს. დაღესტანში (კასპიის ზღვის სანაპიროზე, რუსეთის კავკასიურ რეგიონში), სადაც მეამბოხე სუნიტურ-ისლამური არმია აქტიურდება, ირანს თავის ”ჰესბოლა” ჰყავს. ანტისარაკეტო ფარის განთავსების დაკავშირება ირანის ბირთვულ პროგრამასთან, არაკორექტულია. პოლონეთსა და ჩეხეთში ანტირაკეტებისა და რადარების განლაგების სანაცვლოდ, რუსეთს შეუძლია ვენესუელასთან თანამშრომლობის ზოგიერთ გეგმებზე სთქვას უარი - ” გვიხსნის ევგენი სატანოვსკი, მაგრამ პოლიტიკური ზეწოლის პრაქტიკა - ”შეიძლება ძალიან ძვირი დაჯდეს პოლიტიკურ ურთიერთობებში.”

რუსეთს სურს იმოქმედოს როგორც პარტნიორმა  - ”მაგრამ საჭიროა, მან საერთაშორისო არენაზე საბჭოთა კავშირის (ბალტიისპირეთის გამოკლებით) დონის ავტორიტეტი მოიპოვოს. ასეთი ფასის გადახდა ალბათ საჭირო გახდება. ადგილობრივი ელიტის გავლენის სფეროები, ენერგეტიკის, ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები, რუსეთის თვალყურის არეალში უნდა იყოს. საკითხი არაიმდენად გავლენის, რამდენადაც პასუხისმგებლობის სფეროს ეხება,” - მიაჩნია ანალიტიკოსს.

მოსკოვს კასპიისპირა რეგიონში, ნახშირწყალბადით მდიდარ, სტრატეგიულ გზაჯვარედინზე ბატონობა სურს. რუსული ელიტა თავის გავლენის სფეროში ვაშინგტონის შეჭრას ვერ ეგუება. ”კლინტონის ადმინისტრაციის პირობა, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა არ შესრულდა. დღეს ამერიკელები თავიანთ მაყალს რუსულ სამზარეულოში აწყობენ. მათ ძალთა ბალანსი შეცვალეს,” - აცხადებს ევგენი სატანოვსკი.

ორიგინალი

No comments: