Wednesday, March 12, 2008

საქართველოს ოპოზიციური ლიდერი ”რადიკალიზმის” საშიშროებაზე საუბრობს

liberti
12 მარტი 2009

ირაკლი ალასანია, საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში, რომელიც ახლა პრეზიდენტ სააკაშვილის პოტენციურ მემკვიდრედ აღიქმება, 10 მარტს მიცემულ ინტერვიუში აცხადებს - ”ჩვენ რადიკალიზმის მძევლებად არ უნდა ვიქცეთ,” ამ გრძნობით გამსჭვალულია ქართული საზოგადოების ”მნიშვნელოვანი ნაწილი”

თებერვლის ბოლოს, ალასანიამ საქართველოს ლიდერს ეროვნული რეფერენდუმის დანიშვნისთვის 10 დღის ვადა მისცა (5- მარტამდე). რეფერენდუმი გადაწყვეტდა უნდა ჩატარებულიყო თუ არა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ხელისუფლება ამ პრობლემას იგნორირებას უკეთებს. სააკაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის ერთი ნაბიჯითაც კი არ უკან , დაიხევს ვიდრე 2013 წელს მისი უფლებამოსილების ვადა არ ამოიწურება.

ალასანიამ, კითხვაზე, თუ რა გეგემები აქვს მას ამ უარის მიღების შემდეგ, როგორ შესძლებს და აპირებს თუ არა იგი სხვა ოპოზიციურ ჯგუფებთან ერთად კოორდინირებულ მოქმედებას, გვიპასუხა, რომ -”ამ ეტაპზე, მისი ახლად დაფუძნებული ”ალიანსი საქართველოსთვის” რეგიონებში წარმომადგენლობებს ქმნის, რომელთა მიზანიც, ვადამდელი არჩევნების მოწყობის მხარდასაჭერად, სახალხო პლებისციტის ორგანიზებისა და  ხელმოწერების შეგროვების პროცესში რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვაა.

ალიანსის მეორე, პარალელური ამოცანაა ახალი ნაციონალური განვითარების სტრატეგიის მონახაზის მომზადება, რომელიც მოიცავს როგორც საგარეო პოლიტიკის საკითხებს, ასევე ეკონომიკურ პროგრამას; ალასანიამ განაცხადა, რომ - ”ექსპერტების დონეზე ამ დოკუმენტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.” იმავდროულად ალიანსი საყოველთაო ნაციონალური დიალოგის განვითარების ხელშეწყობას გეგმავს. კონკრეტული ვადები მას არ დაუკონკრეტებია - ”მე არ ვამბობ, რომ ეს გრძელვადიანი პროცესი წლების ან თვეების განმავლობაში უნდა გაჭიანურდეს.”

რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ ჯგუფებთან თანამშრომლობას, ალასანიამ განაცხადა, რომ იგი ვერ ხედავს ალიანსის და იმ ოპოზიციური ჯგუფების მიზნებს შორის წინააღმდეგობას,  რომლებიც სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით 9 აპრილს პერმანენტული საპროტესტო აქციების ორგანიზებას გეგმავენ.
მან სთქვა, რომ საზოგადოებამ ცალსახად უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ ცვლილებებს მოითხოვს და  იმავდროულად ”ხალხის ნების ამგვარი გამოხატვა” მშვიდობიანი უნდა იყოს და არ უნდა შექმნას ”საბაბი ესკალაციისა და დესტაბილიზაციისთვის.” პარალელურად,   სხვადასხვა ოპოზიციურ ჯგუფებს შორის მიმდინარე კონსულტაციები მიმართულია იქითკენ, რომ შეიქმნას - ”პირობები მშვიდობიანი აქციებისთვის: ყველაფერი უნდა იყოს კარგად გათვლილი და ძალიან კარგად ორგანიზებული.”

ალასანიამ განაცხადა, რომ როგორც ყოფილი დიპლომატი, იგი მომხრეა - ”დიალოგის, მაგრამ არა ნაციონალური ინტერესების ხარჯზე,”  მან გამორიცხა ყოველგვარი შურისძიება ან რეპრესიები არსებული რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ, როდესაც მისი პოლიტიკური გუნდი ხელისუფლებაში მოვა - ”პატრიოტები, იმ ადამიანების ჩათვლით, ვინც მსახურობენ თავდაცვის და სამართალდამცავ სტრუქტურებში, მუშაობის გაგრძელებას შესძლებენ.”

მისი პოლიტიკური ორიენტაცია ალასანიამ განსაზღვრა, როგორც ”ცენტრისტული” და დასძინა - ”ჩვენ გვჭირდება პლიურალიზმი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს პლიურალიზმი ადეკვატურად  იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. ჩვენი პრობლემა ნაწილობრივ იმაში მდგომარეობს, რომ დღევანდელი პარლამენტი ამომრჩევლების ნებას ადექვატურად არ ასახავს.”

ალასანია აღიარებს, რომ აგვისტოში რუსეთთან კატასტროფული ომის შემდეგ, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი დაბლოკილია, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 60%-ზე მეტმა 2008 წლის პლებისციტის დროს დააფიქსირა ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების სურვილი. ის  ”რეგიონალური უსაფრთხოების სხვა ფორმებზე ფიქრის” მომხრეცაა, რომლებიც ქვეყანაში ”დემოკრატიულ ინსტიტუტებს განამტკიცებენ და რომელთა დახმარებითაც ჩვენ ევროპული უსაფრთხოების ნაწილი გავხდებით.” მან სთქვა, რომ საქართველოს მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადების იდეა არარეალისტურია.

დასასრულს, ალასანიამ შეშფოთება გამოთქვა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დღეს ჩიხშია მოქცეული, რომ ისინი ”სწორი მორალური ორიენტირის” დეფიციტს განიცდიან, რაშიც მან  ქვეყნის არსებული ხელისუფლების მმართვის ”არასწორი და ზოგჯერ ამორალური” სტილი დაადანაშაულა.

ორიგინალი

No comments: