Wednesday, March 12, 2008

”სააკაშვილი მოღალატეა”

suddeutsche 
სონია ცერკი
12 მარტი 2009

საქართველოს ოპოზიცია პრეზიდენტის გადაყენებისთვის იბრძვის.

მოსკოვი - ქართულმა ოპოზიციამ, 50 000 მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვა, რომლებიც 9 აპრილს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყენებისთვის დემონსტრაციაზე მისვლას გეგმავენ. ინიციატივა 8 პარტიისგან შემდგარ ბლოკს ეკუთვნის - მათგან ერთ-ერთი ყოფილი პარლამენტის სპიკერის ნინო ბურჯანაძის პარტიაა.  9 აპრილიდან ისინი პერმანენტულ აქციებს იწყებენ. ამ აქციების მიზანია სააკაშვილს აიძულონ  გადადგეს. სააგენტო ინტერფაქსის ცნობით, ორშაბათს თბილისში, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მოსახლეობის მხრიდან ”სერიოზული” მხარდაჭერა აქვთ.

წარმატება გარანტირებული არ არის. აგვისტოს ომის შემდეგ  სააკაშვილის ოპონენტები ძველი ძალების აღდგენას ცდილობენ. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ახლახანს მას ”მოღალატე” და ”მხდალი” უწოდა, მაგრამ ოპოზიცია დანაწევრებულია. გაეროში ყოფილი ელჩის ირაკლი ალასიანიას ”ალიანსი საქართველოსთვის,” სადაც  რესპუბლიკელებიც შედიან, სააკაშვილს ახალი არჩევნების დანიშვნისთვის რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვდა, თუმცა მათ ჯერ არ გადაუწყვეტიათ, შეუერთდებიან თუ არა 9 აპრილის მშვიდობიან პროტესტს. ლეიბორისტული პარტია, ფორუმში ბურჯანაძის მონაწილეობას აპროტესტებს, მათი თქმით ალასანია - ამერიკელების ემისარია.

ეს ინსინუაციების დროა: სააკაშვილს ეჭვი აქვს, რომ ოპოზიცია რუსეთთან თანამშრომლობს. პრეზიდენტი საკუთარ თავს სტაბილურობის გარანტად მიიჩნევს, ის ამტკიცებს, რომ მის გარეშე ქვეყანა რთულ პერიოდს ვერ გადალახავს. ეკონომიკა პოლიტიკური არასტაბილურობის მიმართ მგრძნობიარეა, განაცხადა მან ტელევიზიით - იტყობინება სააგენტო civil.ge.   შიდა პოლიტიკური რყევები ეკონომიკური კრახს გამოიწვევს, უკრაინა ამის მაგალითია.

არადა, მისი საკადრო პოლიტიკა ნაკლებად სტაბილურია. სულ ცოტა ხნის წინ საკადრო ცვლილება განხორციელდა გენერალურ შტაბში. მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები გამოცვალა, დეკემბერში ახალი პრემიერ-მინისტრიც დანიშნა.  მას შემდეგ რაც სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნიკა გილაური მთავრობის მეხუთე ხელმძღვანელია და მეორე პრემიერ-მინისტრი  აგვისტოს ომის შემდეგ. საინფორმაციო საშუალებები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ სააკაშვილმა გილაურის წინამორბედთან კონფლიქტის შემდეგ, ის საკუთარ დაცვას აცემინა, თუმცა მოგვიანებით ორივე ამტკიცებდა, რომ მისი გადადგომის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო.

ორიგინალი

No comments: