Wednesday, March 12, 2008

კრიზისის დროს უკრაინაში დაუნდობელი პოლიტიკურ-პარტიზანული ომი გრძელდება

le_monde

პეტრე სმოლიარი
12 მარტი 2009

უკრაინა უმართავ გემს დაემსგავსა. მას თავს ეკონომიკური ქარიშხალი დაატყდა. ეკიპაჟი კი ჩხუბს განაგრძობს, რასაც სასოწარკვეთილებამდე მიჰყავს დასავლეთის პოლიტიკური წრეები და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები

27 თებერვალს ვიქტორ იუშჩენკო 1-ივლისამდე პოლიტიკურ განხეთქილებებზე “მორატორიუმის” დაწესების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ წინადადებას არც ერთი პოლიტიკოსი არ გამოეხმაურა. 2 მარტს ბატონმა იუშჩენკომ და პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ მოილაპარაკეს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს, უკრაინის მიმართ კრიტიკის საპასუხოდ ერთობლივ წერილს,  რის გამოც ქვეყანაში 16,4 მილიარდი დოლარის საკრედიტო ხაზის მეორე ტრანშის გამოყოფა შეჩერდა. 3 მარტს  რადამ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ვოლდემარ ოგრიზკო გადამეტებული ანტირუსული განწყობის გამოხატვის, სინამდვილეში კი - პრეზიდენტთან მისი სიახლოვის გამო და ბოლოს 4 მარტს, როცა ქალბატონ ტიმოშენკოს პარიზში დიდი პატივით იღებდნენ, შეიარაღებული ადამიანები ნიღბებში რუსეთიდან მოწოდებული გაზის მიტაცების ფაქტების გამოძიების საბაბით კომპანია” ნეფტოგაზის” ოფისში შეიჭრნენ.

ვალებით დამძიმებულ ”ნეფტოგაზს,” სულ რამდენიმე დღე რჩებოდა რუსული  ”გაზპრომისათვის” 400 მილიონი დოლარის ვალის გადარიცხვამდე.

ხუთშაბათს, 5 მარტს ფული გადაირიცხა.

მას შემდეგ, რაც ქალბატონმა ტიმოშენკომ ”გაზპრომსა” და ”ნეფტოგაზს” შორის შუამავალი ორგანიზაციის ”როსუკრენერგოს,” აირის მიწოდების სქემიდან ამოგდება გადაწყვიტა, პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობები მკვეთრად დაიძაბა: ვის ეკუთვნოდა მილიონობით კუბური მეტრი გაზი, რომელსაც შუამავალი აკონტროლებდა და რომლებიც ანგარიშიდან ჩამოწერეს, როდესაც ქალბატონმა ტიმოშენკომ და ბატონმა პუტინმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს? პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ ის ”ნეფტოგაზის” ნაწილი იყო, აღშფოთებული პრეზიდენტი კი განცხადებებს მიტაცებებისა და თვითნებობის შესახებ აკეთებს.

”როსუკრენერგოს” გაუმჭვირვალე სქემების მთავარი ბენეფიციარი ბიზნესმენი დიმიტრი ფირტაში იყო, რომელსაც იმავდროულად რამდენიმე ტელეარხი ეკუთვნოდა. ამ შუამავალზე შეტევით, პრემიერ-მინისტრი კორუფციასთან მებრძოლის იერს იძენს და პრეზიდენტს დაფინანსების წყაროს აცლის.

ვალუტის გაუფასურება

ეს დაუსრულებელი პოლიტიკური პარტიზანული ომი, საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიმდინარეობს, რომელიც 2010 წლის იანვარშია დანიშნული და რომელმაც საბოლოოდ უნდა განსაჯოს ”ნარინჯისფერი რევოლუციის” ყოფილი მოკავშირეების, ახლა კი დაუნდობელი მტრების ურთიერთობა, მაგრამ არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. კრიზისი კი უკრაინას მთელი ძალით დაატყდა თავს. ”უკრაინის ეკონომიკა ჯერ კიდევ კრიზისამდე გადახურდა, ინფლაციის დონე საკმაოდ მაღალი იყო,” - აცხადებს კიევში მყოფი უცხოელი ექსპერტი. დღეს უკრაინის ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარზეა: სამრეწველო წარმოების მაჩვენებლები ეცემა, ოთხი თვის განმავლობაში ვალუტა (გრივნა) 40%-ით გაუფასურდა, ამიტომ არამსხვილი მეანაბრეები, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებსაც კრედიტები დოლარებში ჰქონდათ აღებული, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ.

უკრაინელებმა საკუთარი დანაზოგის გადარჩენა სცადეს, მაგრამ უმეტესობას ის ბლოკირებულ ანგარიშებზე აღმოაჩნდა. ”ლეიბების ქვეშ” დანაზოგების შენახვა აქტუალური გახდა. ”ფულის მოცულობა, რომლებსაც ადამიანები საბანკო სისტემის გარეთ ინახავდნენ, სამი-ოთხი თვის განმავლობაში 15 მილიარდ გრივნამდე გაიზარდა, რაც მთლიანად 40 მილიარდზე მეტია,”  - აცხადებს პეტრე პოროშჩენკო, უკრაინის ნაციონალური ბანკის თავმჯდომარე - ”ეს პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ,” მაგრამ მეანაბრეთა ნდობის კრიზისი ბანკებისა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, უკრაინაში ფინანსური სისტემის აღდგენის პროცესს კიდევ უფრო ართულებს.

”ტრანსბანკს” ნაციონალური ბანკის დროებითი ადმინისტრაცია დაუნიშნეს და ეს უკვე მეცხრე ბანკია, რომელსაც მსგავსი ბედი ეწია. ქვეყნის 17 უმსხვილეს ბანკში აუდიტი ჩატარდა და გამოირკვა, რომ მათი კაპიტალიზაციის დეფიციტი 26 მილიარდი გრივნია. ”ჯერ კიდევ კრიზისამდე ბანკებს სირთულეები ჰქონდათ,” - აღნიშნავს იგორ ბურაკოვსკი, უკრაინის ეკონომიკური კვლევისა და პოლიტიკური კონსულტაციების ინსტიტუტის დირექტორი, ”სექტორს რესტრუქტურიზაციის ტალღა გადაუვლის: ბანკების გარკვეული რაოდენობა გაქრება, სხვები - ერთმანეთს შეერწყმებიან. პირველი რიგის ამოცანები უფრო კვარტლის ბოლოს გამოიკვეთება.”

ორიგინალი

No comments: