Thursday, March 6, 2008

კომენტარი: საქართველოში ლტოლვილებს შინ დაბრუნება არ უნდათ

mcclatchy_logo

მაგდა მემანიშვილი
6 მარტი 2009

მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ომების გამო იძულებით გადაადგილებული პირები, როგორც წესი, შინ დაბრუნებას ხმამაღალი პროტესტით ითხოვენ, მაგრამ საქართველოში სრულიად საპირისპირო ვითარებაა

რუსეთთან აგვისტოს ომის შემდეგ ახალგაჩენილი ლტოლვილები ამბობენ, რომ მათ მთავრობა შინ დაბრუნებას სთხოვს. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სოფლები დაცულია და  ამ სოფლებში დაბრუნებას არავინ არავის აიძულებს, მაგრამ ლტოლვილები, რომლებიც  დედაქალაქის მახლობლად დროებით საცხოვრებლებში დააბინავეს, ამტკიცებენ, რომ მათ საკვებით დახმარებაზე უარი უთხრეს და განუცხადეს, რომ ისინი დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ საკუთარ სახლებში დაბრუნდებიან.

გასული ზაფხულის ქართულ-რუსულმა ომმა, დაახლოებით 130,000 ქართველი უსახლკაროდ დატოვა. ბევრი უკან დაბრუნდა, მაგრამ დაახლოებით 24,000 ჯერ კიდევ თავშესაფრებში ცხოვრობს. მთავრობა ამბობს, რომ ის ქვეყნის საზღვრების მომიჯნავე სივრცეების რეპოპულაციაზე შფოთავს, მაგრამ ისინი,  ვინც გასულ ზაფხულს იძულებული იყო სახლიდან გამოქცეულიყო, ამბობს, რომ იგივეს გამეორება არ უნდა.

”როდესაც ვუთხარი, რომ არ წავალ, მიპასუხეს ჩვენ არ გვაღელვებს შენი შვილები და არც შენი ორსულობა. უნდა წახვიდე, რადგან არ შეიძლება, რომ სოფელი დაცარიელდეს” - იხსენებს ლედი ბირთველიშვილი, ლტოვილი  ნულევიდან, ოსების მიერ კონტროლირებადი ზნაურის რაიონის მახლობელი სოფლიდან.

ბირთველიშვილმა სახლი რუსებისა და ოსების მიერ  მეზობელი სოფლების ოკუპაციიდან ორ დღეში დატოვა. დევნილი რომელსაც 2 შვილი ჰყავს და მესამეს ელოდება, თბილისისკენ წამოვიდა.

მან და რამდენიმე ოჯახმა, რომლებიც სოფლიდან გამოიქცნენ, თავშესაფარი ქალაქ რუსთავთან, ძველი სკოლის შენობაში,  მონახეს.

თავდაპირველად სკოლაში დაბინავებულ ოჯახებს მთავრობა და ადგილობრივი ხელმძღვანელობა რეგულარულად ეხმარებოდა, მაგრამ ერთ დღეს ოქტომბერში,  ხელისუფლების წარმომადგენლები სკოლაში მოვიდნენ და ლტოლვილებს უთხრეს, რომ ისინი თავის სოფლებში უნდა დაბრუნდნენ. ბირთველიშვილმა, ისევე, როგორც სკოლაში მცხოვრები  92 ადამიანიდან  ნახევარმა, დაბრუნებაზე უარი განაცხადეს. რამდენიმემ, რომელიც უკან წავიდა, ისიც თქვა, რომ ამას საკუთარი სურვილის წინააღმდეგ აკეთებს.

”მათ აიღეს ჩვენი ლეიბები, საბნები და სხვა ნივთები, ძირს დაყარეს, ჩატვირთეს ავტობუსებში და დაგვემუქრნენ, რომ თუ წასვლაზე უარს ვიტყვით, ამ ნივთებს გადაგვიყრიან” - ყვება ხათუნა თოთლაძე - ”ეს ყველაფერი ისე სწრაფად გააკეთეს, რომ ვერ მოვასწარი იმის გაცნობიერება, თუ რა ხდება”. თოთლაძე და მისი ოჯახის სახლი ბრძოლის დროს ისე საშინლად დაზიანებული აღმოჩნდა, რომ  ღამე ნათესავებთან, მეზობელ სოფელში გაათენეს  და მეორე დღეს ისევ რუსთავში დაბრუნდნენ.

მაია ილარიანიც იჯდა იმ ავტობუსში, მაგრამ სახლში დაბრუნებიდან რამდენიმე კვირაში ისევ რუსთავში ჩამოვიდა. მან სთქვა, რომ ახლო-მახლო ქართული პოლიციის მანქანა აფეთქდა და საშინლად შეაშინა მისი 6 წლის ბიჭი.

ბესო წერედიანი, მთავრობის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ სამხრეთ ოსეთის საზღვრის მახლობელი სივრცეები -”ძალიან კარგადაა დაცული, თუ ჩემი არ გჯერათ, წადით იქ და თვითონ დარწმუნდებით ამაში” - მითხრა მან.

ნულევი წყნარ ადგილს ჰგავს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჩუმად არიან და ცდილობენ ოსურ და რუსულ საკოტროლო პუნქტებზე მდგომი შეაიარაღებული ადამიანების ყურადღება არ მიიქციონ.
ქართული პოლიციის პოსტი სოფლის შუა გულში დგას, ხოლო ოსური იქვე, სოფლის ბოლო სახლიდან რამდენიმე იარდის მოშორებით.

”ჩვენ ქართულ პოლიციასა და ოსურ პოსტს შორის ვართ გაჩხერილი” - ამბობს თემურ მაისურაძე, ადგილობრივი მცხოვრები.-”ეს იმას ნიშნავს, რომ საშინელ საფრთხეში აღმოვჩნდებით, თუ რაიმე ინციდენტი მოხდა, ან ქართველ პოლიციელებსა და ოსებს შორის ორმხრივი სროლა დაიწყო”. მიუხედავად მთავრობის მცდელობებისა დაითანხმოს ლტოლვილები სოფლებში დაბრუნებაზე, უმეტესობა რუსთავის სკოლის შენობაში რჩება.

”როცა ყველაფერი დაწყნარდება, ჩვენ თვითონ დავბრუნდებით სახლებში” -ამბობს ბირთველიშვილი - ”საკუთარ სახლში, საკუთარ დანგრეულ სოფელში ცხოვრება ვის არ ურჩევნია, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როცა აღარ შეგვეშინდება და როცა ყველაფერი ჩაწყნარდება”.

ორიგინალი

No comments: