7 მარტი 2009
ვაშინგტონი - შეერთებულ შტატებში სულ უფრო ცხარდება დებატები ბუშის ადმინისტრაციის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დაფუძნების გამო. ამ კომისიამ უნდა გაარკვიოს გამოიყენა, თუ არა ბოროტად ბუშის ადმინისტრაციამ ძალაუფლება ”ტერორის წინააღმდეგ” ომის საფარქვეშ.
”არაფერს მიუყენებია ისეთი ზიანი ამერიკის რეპუტაციისთვის მსოფლიოში, როგორც იმის აღმოჩენას, რომ ეს ქვეყანა გასცდა კანონის ფარგლებს და იმდენად გააფართოვა აღმასრულებელი ხელისუფლების საზღვრები, რომ მას წამებისა და სასტიკი მოპყრობის დაკანონების უფლება მისცა” - განაცხადა პატრიკ ლეიმ, სენატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ.
მან ოთხშაბათის სხდომა ასეთი კომისიის შექმნის მოთხოვნით გახსნა და განაცხდა, რომ გამოძიება აუცილებელია, რადგან ყოველ კვირას გაისმის ახალი ბრალდებები ყოფილი პრეზიდენტის, ბუშის ადმინისტრაციის მმართველობის დროს მომხდარი დარღვევების შესახებ.
ორშაბათს ახალი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ცხრა დოკუმენტი, რომელიც ბუშის მმართველობის დროს შეიქმნა.
ამ დოკუმენტებმა გამოააშკარავა ის, თუ რამხელა თავისუფლებას აძლევდა თავის თავს ყოფილი ადმინისტრაცია, როგორ უვლიდა გვერდს კანონს და ძალიან საეჭვო ქმედებებს მიმართავდა, ისეთებს, როგორიც იყო პატიმრების გადაცემა საიდუმლო დაკითხვებისთვის და სატელეფონო მოსმენების განხორციელება ორდერის გარეშე.
შესაძლო გამოძიებამ შეიძლება მიიღოს განსხვავებული ფორმები და მას შეიძლება უხელმძღვანელოს ან კონგრესმა, ან კრიმინალურმა სასამართლო სისტემამ, ან დამოუკიდებელმა კომისიამ.
ოთხშაბათს, ლეიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა დაინახოს, რომ - ”ასეთი საგამოძიებო კომისია სინათლეს მოჰფენს სიმართლეს იმას, თუ რა შეცდომები იქნა ჩადენილი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ შეცდომებზე და აღარ გავიმეოროთ ისინი”.
”ფაქტების სკრუპულოზური შეგროვებით, კომისიამ უნდა აღადგინოს სრული სურათი, არა მხოლოდ ცალკე აღებული სააგანტოების საქმიანობის შესახებ, არამედ ის, თუ როგორ ურთიერთქმედებდა აშშ-ს ხელისუფლების ყველა სეგმენტი პატიმართა მოპყრობის კონტექსტში” - განაცხადა თომას პიკერინგმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანმდებობის პირმა.
პიკერინგის, ისევე როგორც ლი განის, ყოფილი ადმირალის აზრით, კომისია ანგარიშშს უნდა აბარებდეს იუსტიციის დეპარტამენტს და ამ დეპარტამენტს უნდა გადასცეს ბრალდების წარდგენის უფლებამოსილება.
ისინი ითხოვენ, რომ კომისიას აღიჭურვოს მოწმეთა დაკითხვის უფლებამოსილებით, მაგრამ მას არ უნდა შეეძლოს ჩვენებების სანაცვლოდ იმუნიტეტის მინიჭება. ასეთი რამ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვან საქმეებთან დაკავშირებით. რესპუბლიკელები უკვე ემზადებიან ორთაბრძოლისთვის.
”ეს არაობიქეტური გამოძიება იქნება” - ამბობს არლენ სპექტერი, სენატის კომისიის წევრი და იცავს ცალკეული საქმეების სასამართლო გამოძიების ჩატარების პრინციპს.
”მიამიტი მოლოდინია, რომ უბრალო კომისია შეძლებს წინა მთავრობის პოლიტიკასთან დაკავშირებული გაავებული დისკუსიის ჩაცხრობას და მას ისტორიული სიმართლის ახალი კონსესუსით შეცვლის” - განაცხადა სამართლის პროფესორმა ჯერემი რებკინმა, ვირჯინიის მენსონის უნისვერსიტეტის პროფესორმა.
რებკინის აზრით, ასეთი კომისია ადეკვატური იქნებოდა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა ჩილი, როდესაც მან პინოჩეტის დიქტატორულ რეჟიმს დააღწია თავი, ან აპარტეიდის სასტიკი ეპოქის შემდგომი სამხრეთ აფრიკისთვის.
”ჩვენ მიახლოებითაც კი არა ვართ ამ ვითარებაში” - ამტკიცებს ის.
ხოლო ადვოკატი დევიდ რივკინი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის იუსტიციის დეპარტამენტში მუშაობდა, ამბობს, რომ ასეთ კომისიას ძალიან უამრავი იურიდიული გართულება შეიძლება მოყვეს.
”ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ ამ კომისიის ყველაზე სახიფათო შედეგი ასეთი შეიძლება იყოს - მოსალოდნელია უცხოეთში აშშ-ს ყოფილ ოფიციალურ პირთა სასამრთლო დევნა, იქნება ეს ცალკეული სახელმწიფოები, თუ საერთაშორისო ტრიბუნალები” - ამბობს ის.
No comments:
Post a Comment