Thursday, March 13, 2008

ნატოს ხელმძღვანელი ალიანსის ექსპანსიას რეკლამირებას უკეთებს

voiceof america
13 მარტი 2009

ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ ალიანსის გაფართოვება ევროპის სტაბილიზაციისთვის აუცილებელია და  ნატოს კარი ღიაა მომავალი წევრებისათვის.

იაპ დე ჰოოპ სხეფერი ხუთშაბათს ბუდაპეშტში, პოლონეთის, უნგრეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის ალიანსში გაწევრიანების 10 წლისთავის აღმნიშვნელ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა.

ნატოს ხელმძღვანელმა  არსებული და მომავალი გამოწვევები დაასახელა, მათ შორის სტაბილიზაცია ავღანეთში, ევროპის ენერგიტიკული უსაფრთხოება, კიბერ-დანაშაულებები და მეკობრეობა. მან ასევე განაცხადა, რომ ნატოს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება სჭირდება, თუმცა რუსეთი ალიანსის მიახლოებას მის საზღვრებთან და პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკებში სარაკეტო ფარის განთავსებას ოპონირებას უწევს.

ნატომ სასტიკად დაგმო საქართველოში გასული წლის რუსეთის ინტერვენცია.

იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ ეს საკითხები მომავალ თვეს  ნატოს სამიტზე გადაწყდება, რომელიც საფრანგეთ-გერმანიის საზღვარზე გაიმართება.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ისიც აღნიშნა, რომ ალბანეთი და ხორვატია მომავალ თვეში ნატოში გაწევრიანდებიან.

ორიგინალი

No comments: