ვინსენტ ჟოვე
13 თებერვალი 2009
12 თებერვალს ”ლე ნუველ ობსერვატორი” იუწყებოდა, რომ კრემლსა და თეთრ სახლს შორის კულუარებში დიდი მოლაპარაკებები წარმატებით დაიწყო. სამი კვირის წინ, ბარაკ ობამას დავალებით, მედვედევისთვის პირდაპირ ხელში გადაუციათ სტრატეგიული მნიშვნელობის წერილი, სადაც აშშ-ს პრეზიდენტი, თავისი ადმინისტრაციის სახელით აცხადებდა, რომ დათმობებისთვის მზად იყო.
იგი წერდა, რომ ევროპაში ანტისარაკეტო ფარის განთავსებისგან (პროექტი, რომელიც წლების განმავლობაში რუსების ბრაზს იწვევს) იგი თავს შეიკავებდა, თუკი სანაცვლოდ მოსკოვი ირანის ბირთვული პროგრამის დასაბლოკად ყველაფერს გააკეთებდა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოსკოვმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე თეირანის წინააღმდეგ გაცილებით მძიმე სანქციებს, კერძოდ ყოველგვარი სახის იარაღისა და ნავთობპროდუქტების ყიდვა-გაყიდვაზე (ცოტამ თუ იცის, რომ ირანი ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია) ემბარგოს დაწესებას მხარი უნდა დუჭიროს.
მიიღებს თუ არა მოსკოვი ამ მნიშვნელოვან შეთავაზებას? ”აქ კონკრეტული წინადადებები არ არის,” - დაიწყეს რუსებმა განცხადებების გაკეთება, მაგრამ ყველაფერი ფინანსურ კომპენსაციებზე იქნება დამოკიდებული, რომლის ამოღებასაც ისინი ამერიკელებისა და ალბათ ევროპელებისგანაც შეეცდებიან. სხვათაშორის, ანტისარაკეტო პროექტის შეჩერება, რუსეთისთვის დამანგრეველი, გამალებულ შეიარაღების კურსის საშიშროებას ამცირებს, მაგრამ კრემლის დასარწმუნებლად, ეს საკმარისი სულაც არ იქნება, რადგან კომერციული კავშირების შეწყვეტა (მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც) მოსკოვსა და თეირანს შორის, რუსულ ინდუსტრიას და სამომხმარებლო სფეროს (ჩვეულებრივი და ბირთვული შეიარაღება, საბანკო საქმიანობა) სერიოზულ დარტყმას მიაყენებს და ეს მაშინ, როდესაც პუტინის ქვეყანა საშინელი ეკონომიკური კრიზისის მარწუხებში მოექცა. მაშასადამე, საჭირო იქნება სხვა უფრო ჟღარუნა და წონადი წინადადებები.
მაინც როგორი სახის? ამ საკითხთან დაკავშირებით, ზოგადად, უკვე მრავალი ვერსია გამოითქმება, თუ მოსკოვი ”დიახ”-ს იტყვის, მაშინ ობამას ადმინისტრაციას უფრო დელიკატური საკითხის გადაჭრაც მოუწევს - მან სახე უნდა შეუნარჩუნოს პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკების მთავრობებს, რომლებმაც დიდი პოლიტიკური რისკის და საკუთარი მოსახლეობის აზრის წინააღმდეგ წასვლის ფასად, ბუშის გუნდთან ერთად საკუთარი ქვეყნების ტერიტორიებზე ამერიკული ლანდშაფტის განლაგებას მოაწერეს ხელი. ეჭვიც არ გვეპარება, რომ ცოტა ხანში, ამ ტიპის საიდუმლო თემებზეც დაიწყება საუბარი.
No comments:
Post a Comment