Monday, March 10, 2008

რუსეთთან ურთიერთობების გადაწყობა ჩვენს მოკავშირეებს საფრთხეს უქმნის

 forbes
10 მარტი 2009

ობამას გადაწყვეტილება ჩვენს მოკავშირეებს რისკის ქვეშ აყენებს.

ამ  ბოლო კვირებში ობამას ადმინისტრაციამ ბოლოს და ბოლოს გაამჟღავნა თავისი სტრატეგიული მოსაზრებების ის დეტალები, რასაც ხანგრძლივ სიტყვიერ უვერტიურებში, რუსეთთან ურთიერთობების გადაწყობას უწოდებედნენ, მაგრამ წამლეკავ საინფორმაციო ნაკადში, რომელიც მთელს მსოფლიოს მოედო, უხეირო თარგმანსა და დამახინჯებულ დასახელებებში ერთი რამ ჩაიკარგა - ამ გადაწყობის პროცესში მხოლოდ იმისთვის, რომ რუსეთი აშშ-ს ირანის ბირთვული იარაღის შეკავებაში დაეხმარება,  ადმინისტრაცია თავისი ორი უახლოესი მოკავშირის უსაფრთხოებას არად აგდებს და რისკის ქვეშ აყენებს.

ეს ნაბიჯი მხოლოდ იმას კი არ ნიშნავს, რომ ვარშავის პაქტის ორი ყოფილი სახელმწიფო საგარეო ურთიერთობების კონტექსტში რუსეთის გავლენის სფეროში დასაბრუნებლად გაიწირება, არამედ საფრთხის ქვეშ დადგება ობამას განცხადებები იმის თაობაზე, რომ მისი მიზანი აშშ-რუსეთის ურთიერთობების ფუნდამენტური ცვლილებაა.

გასულ ზაფხულს პოლონეთი, ჩეხეთი და აშშ შეთანხმდნენ, რომ პოლონურ და ჩეხურ მიწაზე,  აშშ-ს არსებულ და უკვე გამოცდილ ანტისარაკეტო სისტემებს განათავსებენ, 10-10-ს თითოეულ ქვეყანაში. მასშტაბი იმდენად უმნიშვნელოა, რომ რუსეთის უზარმაზარ ბირთვულ არსენალს საფრთხეს ვერაფრით ვერ შეუქმნის. გარდა ამისა, აშშ  ორივე მოკავშირეს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციაში დახმარებას დაპირდა.

პოლონეთის მაგალითი მართლაც ჭკუის სასწავლებელია: გარიგების შესასრულებლად პოლონეთს რუსეთისთვის, რომელიც ყოფილი ვარშავის პაქტის ყველა ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების ზრდას ანათემად მიიჩნევს, ოპონირება უნდა გაეწია. იგივე ვითარება იყო ევროპის კავშირთან მიმართებაშიც, რომელიც იმას ესწრაფვის, რომ თავისი წევრებისთვის სამხედრო ტექნოლოგიების მთავარ წყაროს წარმოადგენდეს და სულაც არ უნდა რუსეთთან დაპირისპირება თავისი ახლად გამოცხადებული ენერგეტიკული პოლიტიკის კონტექსტში.  პოლონეთი საბჭოთა უღლიდან გათავისუფლების შემდეგ აშშ-სა და ნატოსთვის ყველაფერს აკეთებს, ამისი ნათელი დასტურია, თუნდაც ერაყსა და ავღანეთში გაწეული მისი ძალისხმევა.

მაგრამ ჯო ბაიდენმა ამას წინათ განაცხადა - ”ირანის მზარდი საფრთხის გამო, ჩვენ განვავითარებთ სარაკეტო თავდაცვით სისტემას, თუ დადასტურდება, რომ ტექნოლოგია მუშაობს და რენტაბელურია”. ბაიდენის ყოყმანი ერთი რამით შეიძლება აიხსნას - მისი შეხედულებები სარაკეტო თავდაცვით სისტემებზე 1980-იან წლებში ჩამოყალიბდა, როდესაც სარაკეტო სისტემები გამოუცდელი იყო და მოიაზრებოდა, როგორც პირველი საბჭოთა შეტევის მოგერიების საშუალება. ადმინისტრაციას ბაიდენის სიტყვების გასაქარწყლებლად არაფერი უთქვამს, მაგალითად არ განუცხადებია - ”მიუხედავად იმისა, რომ სარაკეტო ფარი სრულყოფილი არაა, ის სავსებით გამოსადეგია მცირე მასშტაბის ოპერაციებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სარაკეტო თავდასხმის მოსაგერიებლად.”

ადმინისტრაციის შემდგომმა ნაბიჯებმა უფრო ღრმა სტრატეგიული პათოლოგია გამოამჟღავნა. გასულ თვეს, ობამამ რუსეთის პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს წერილი გაუგზავნა და როგორც ჩანს მიანიშნა, რომ თუ ირანი უარს იტყვის თავისი ბირთვული იარაღის პროგრამაზე (ის იარაღის მზადების ფაქტებს დღემდე უარყოფს), აღმოსავლეთ ევროპაში სარაკეტო ფარის ინსტალირება საჭირო აღარ გახდება. ასეთი ცხადი განცხადებები მხოლოდ იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ობამა რუსეთის დახმარებას ჯერ კიდევ დაუდასტურებელი ირანის შეიარაღების პროგრამის შესაჩერებლად პოლონურ-ჩეხური გარიგებაში ცვლის.

ორიგინალი

No comments: