საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის კავშირის სამეთვალყურეო მისიას, სეპარატისტულ რეგიონში, ახალგორში მომხდარი აფეთქების გამოძიების დაწყება სთხოვა.
”სიტუაცია სულ უფრო არაკონტროლირებადი ხდება და ევროპის კავშირის მეთვალყურეებს რეგიონში შესვლის ნება უნდა მიეცეთ” - დღეს განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ თბილისში ჟურნალისტებს, - ”აუცილებელია დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება”.
ჯალაღანიამ განაცხადა, რომ აფეთქებას ”სავარაუდოდ” მსხვერპლი მოჰყვა, ხოლო შედეგად გაჩენილმა ხანძარმა კი ტრანსპორტი დააზიანა. მან ”კატეგორიულად” გამორიცხა ტერორისტული შეტევის შესაძლებლობა.
რუსეთმა აგვისტოში სამხრეთ ოსეთის გამო დაწყებული ომის დროს, ქართული ჯარი დაამარცხა, ხოლო მოგვიანებით მისი და კიდევ ერთი სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ეს ნაბიჯი დაგმო აშშ-მ. რუსეთი თითოეულ რეგიონში, დაახლოებით 3,700 სამხედროს დატოვებას გეგმავს. მისი ჯარი ოქტომბერში საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის შემდეგ ახალგორში დარჩა.
სტეფან ბირდმა, საქართველოში ევროპის კავშირის სამეთვალყურეო მისიის სპიკერმა, სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ მისია ინფორმირებულია ინციდენტის შესახებ.
”ჩვენ მოხარულები ვიქნებით ჩვენი სამსახური შევთავაზოთ და ინციდენტის მიზეზებთან დაკავშირებით ნეიტრალური გამოძიება ჩავატაროთ, თუ ამის საშუალებას მოგვცემენ რაიონის შესაბამისი მმართველები” - ნათქვამია დღეს მისიის ერთ-ერთ ვებ-გვერდზე.
No comments:
Post a Comment