მეტ რობინსონი
9 მარტი 2009
თბილისი - ათეულობით ანტი-სამთავრობო პროტესტანტს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, ორშაბათს, ქვეყნის დედაქალაქში, თბილისში პოლიციასთან შეტაკება მოუვიდა, ერთი ადამიანი დააპატიმრეს. პროტესტის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა იმ დროს, როდესაც პოლიცია ცდილობდა წინ აღდგომოდა მათ მცდელობას რუსთაველის გამზირზე გზა გადაეკეტათ.
”მათ გზის გადაკეტვა უნდოდათ და პოლიციამ ისინი შეაჩერა” - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, შოთა უტიაშვილმა. მან თქვა, რომ ერთი ადამიანი დაკავებულია და დაჯარიმების შემდეგ, მას, ალბათ, გაათავისუფლებენ.
რამდენიმე ქართულმა ოპოზიციურმა პარტიამ 9 აპრილს საპროტესტო აქცია დაგეგმეს, რომელზეც სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნას აპირებენ. ეს მოთხოვნა ნაწილობრივ რუსეთთან გასული წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომითაა განპირობებული.
კონფლიქტის შემდეგ სააკაშვილის კრიტიკა გამწვავდა. აგვისტოში რუსეთმა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთზე ქართული შეტევის მოსაგერიებლად ჯარი და ტანკები გააგზავნა.
პროდასვლელ პრეზიდენტს ასევე იმ მიდრეკილებების გამო აკრიტიკებენ, რომლებიც ზოგიერთებს ავტორიტარულად მიაჩნიათ. ის ხელისუფლებაში 2003 წელს ”ვარდების რევოლუციის” მეშვეობით მოვიდა.
2007 წლის ნოემბერში პოლიციამ პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციის დასარბევად ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ამ აქციამ, როგორც სასტიკმა, სააკაშვილის დასავლელი მხარდმაჭერების კრიტიკა გამოიწვია.
No comments:
Post a Comment