საქართველოს უთხრეს, რომ მან უნდა შეცვალოს ევროვიზიის კონკურსისთვის შერჩეული სიმღერის შინაარსი, რადგან მისი ტექსტი და სათაური, როგორც ფიქრობენ, ეწინააღმდეგება ღონისძიების წესებს
სიმღერა “ჩვენ არ გვინდა Put In” და მისი ნეგატიური ტექსტი რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის შესახებ, კონკურსის ორგანიზატორების, ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ აღქმული იყო, როგორც ზედმეტად პოლიტიზებული სიმღერა. კონკურსი წელს მოსკოვში 16 მაისს ჩატარდება და BBC-ს მიერ იქნება ტრანსლირებული.
საქართველო პუტინის წინააღმდეგ, ორ ქვეყანას შორის გასული წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მტრულადაა განწყობილი.
ევროპის მაუწყებელთა კავშირის დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ - ”საქართველომ უნდა შეცვალოს სიმღერის ტექსტი და სათაური, ან 16 მაისისთვის წარადგინოს ახალი სიმღერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა კონკურსზე არ დაიშვება.”
ჯერ უცნობია რა პასუხს გასცემს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ შეტყობინებას.
კონკურსის წესების მიხედვით - “პოლიტიკური ხასიათის ტექსტი, გამოსვლა, ჟესტი ან მსგავსი სხვა რამ არ დაიშვება ევროვიზიის კონკურსზე”.
წლევანდელ კონკურსზე უკვე გაჩნდა წინააღმდეგობრივი კონტექსტი, როდესაც რუსეთმა თავის წარმომადგენლად უკრაინელი კონკურსანტი აირჩია.
კიეველი ანასტასია პრიხოდკო რუსეთის ტელემეყურებლებისა და ჟიურის მიერ კონკურსზე წარსადგენად იქნა არჩეული, მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევანმა ზოგიერთებში იმედგაცრუება გამოიწვია.
“ძალიან უცნაურია” - უთხრა “კომსომოლსკაია პრავდას” იანა რუდკოვსკაიამ, კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული კანდიდატის პროდიუსერმა - “ეს შოკია, მე ვშიშობ, რომ ჩვენ პირველ ათეულშიც კი ვერ მოვხვდებით”.
No comments:
Post a Comment