11 მარტი 2009
მოსკოვი - რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც ბარაკ ობამასთან პირველი შეხვედრისთვის ემზადება, აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობებზე ოპტიმისტურადაა განწყობილი
დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ არსებობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში - “ახალი ფურცლის გადაშლის ყველა შესაძლებლობა”. მან განაცხადა, რომ 1 აპრილს საერთაშორისო ეკონომიკური სამიტის წინ ლონდონში, ობამასთან შეხვედრას გეგმავს.
მედვედევმა სამშაბათს, აშშ-ს ყოფილ სენატორთან, გარი ჰარტთან და აშშ-ს ორპარტიული კომისიის სხვა წევრებთან შეხვედრის დროს ილაპარაკა. ეს კომისია შარშან რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად შეიქმნა.
მედვედევმა სთქვა, რომ ბოლო წლებში ურთიერთობები ძალიან გაუარესდა, მაგრამ ის ობამასგან პოზიტიურ გზავნილებს იღებს.
No comments:
Post a Comment