Tuesday, March 11, 2008

აშშ ავღანეთის ტრანზიტთან დაკავშირებით კავკასიაში მოლაპარაკებებს აწარმოებს

ap_logo
 
11 მარტი 2009

ბაქო - ”აშშ-ს შეიარაღებული ძალების ოფიციალურმა პირებმა თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან, ავღანეთში ტვირთების ტრანსპორტირების შესახებ მოლაპარაკებები ჩაატარეს”- განაცხადა სამშაბათს აშშ-ს საელჩომ ბაქოში

სამშაბათს ბაქოში დასრულებული ორდღიანი მოლაპარაკებები, მიზნად ისახავდა - “ავღანეთში მოქმედი  აშშ-ს და ნატოს სხვა შეირაღებული ძალების, ჩვენი პარტნიორებისთვის ტვირთის ტრანსპორტირების პროცესის გაიოლებას კავკასიის რეგიონის გავლით” - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ  მოლაპარაკებები ეხებოდა “არასამხედრო ტვირთებს” და რომ “კავკასიის გავლით ტრანსპორტირებაში,  სამხედრო პერსონალი  ჩართული არაა”.

პაკისტანში, მთავარ სატრანზიტო მარშრუტზე, სულ უფრო მზარდი დაძაბულობის ფონზე და შუა აზიის სახელმწიფოს, ყირგიზეთის მიერ, აშშ-ს საკვანძო საჰაერო ბაზის გაუქმების შემდეგ,   შეერთებული შტატები კოალიციის სამხედრო შენაერთებისთვის ტვირთის მიწოდების ახალ მარშრუტებს ეძებს.

ავღანეთში დაახლოებით 70,000 ინტერნაციონალური მებრძოლი, მთავრობას თალიბების ამბოხის დამხობაში ეხმარება. თალიბები 1996-2001 წ.წ. ავღანეთის ხელისუფლებაში იყვნენ.

ორიგინალი

No comments: