Friday, March 14, 2008

აშშ ”არ აპირებს” საქართველოში სამხედრო ბაზების დაფუძნებას

rttlogo 
14 მარტი 2009

”აშშ არ გეგმავს საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების დაფუძნებას,” - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ასისტენტის მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ

მან ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გაუკეთა გრიგოლ ვაშაძის განცხადებას.

ვაშაძე ამბობს, რომ -” თბილისი მზადაა განიხილოს აშშ-ს სამხედრო ბაზების განთავსების საკითხი თავის ტერიტორიაზე, თუ ვაშინგტონიდან მსგავს დაკვეთას მიიღებს.”

”აშშ მონდომებულია ითანამშრომლომს საქართველოსთან უსაფრთხოების საკითხებში და გააღრმავოს ურთიერთობები საქართველო-აშშ-ს პარტნიორობის ქარტიის თანახმად,” - განაცხადა ბრაიზამ პარასკევს, საქართველოს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს, გასული წლის ომის მიმდინარეობისას და  დასრულების შემდეგ, რასაც რუსეთის მიერ მისი სეპარატისტული რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მოჰყვა, დასავლეთმა მტკიცედ დაუჭირა მხარი.

საქართველო, რომელიც ევროპისთვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების მთავარ დერეფანს წარმოადგენს და ცენრალური აზიისა და ავღანეთის მახლობელ გზაჯვარედინზე მდებარეობს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, როგოც აშშ-სთვის, ასევე რუსეთისთვისაც.

ორიგინალი

No comments: